2019 წლის 15 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა ქართველი ისტორიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, დევი ბერძენიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.
დ.ბერძენიშვილი მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუასაუკუნეთა სექტორის გამგედ; 2006-2008 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას, არის 44 ნაშრომის ავტორი საქართველოს ისტორიასა და ისტორიულ გეოგრაფიაში. სადისერტაციო თემა - „სამხრეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“, დაიცვა 1985 წელს.
მიღებული აქვს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია.ხსოვნის საღამოზე ნაჩვენები იქნა მედიაკავშირ „ობიექტივის“ მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი დევი ბერძენიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
2019 წლის 5 ოქტომბერს თსუ ივანე ჯავახისვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ცნობილი ქართველი ეთნოლოგის რუსუდან ხარაძის დაბადების 110 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიება. ინსტიტიტის თნამშრომლებმა სოფელ ფარცხნალში მოინახულეს პროფესორ რუსუდან ხარაძისა და აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლმუზეუმები. დაბა ხარაგაულის ბიბლიოთეკაში გაიმართა საიუბილეო კონფერენცია.
კონფერენციაზე გამოვიდნენ:
1. გიორგი ჭეიშვილი (ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი) _შესავალი სიტყვა
2. როლანდ თოფჩიშვილი (კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე) - რუსუდან ხარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა
3. ვალერიან ვაშაკიძე (ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე)—სახელმწიფო ტერიტორიის აღქმა ქართულ წერილობით წყაროებში
4. სალომე ბახია-ოქრუაშვილი (კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ
... კითხვის გაგრძელება »
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ჯავახიშვილს ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ბალტიის რესპუბლიკების სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან. მისი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებშიც შესწავლილია ქართულ-ბალტიურ ურთიერთობათა ისტორიის საკითხები, სისტემატურად იბეჭდება ქართულ და უცხოურ ენებზე. მისი მონოგრაფია “ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები” უკანასკნელ ხუთ წელიწადში გამოქვეყნდა სამ (ქართულ, ლატვიურ და რუსულ) ენაზე, როგორც თბილისში, ასევე რიგაში.
ივ. ჯავახიშვილი სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. ვაჟა კიკნაძის მოწვევით, 2015 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს ესტუმრა ვერონას უნივერსიტეტის რუსული და სლავური ლიტერატურის პროფესორი სტეფანო ალოე. 17 დეკემბერს სტეფანო ალოემ ლექცია წაიკითხა ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის თემაზე - "ანჯელო გუბერნატისი და სლავური სამყარო". ანალოგიური სათაურის მისი მონოგრაფია საჩუქრად გადაეცა ისტორიის ინსტიტუტს.