RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » საინსტიტუტო საკითხები

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელს, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის (შემდგომში „ინსტიტუტი“) დებულების შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, 4 წლის ვადით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ინსტიტუტის დირექტორი.

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 დეკემბრის N5 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ – ივან ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინსტიტუტო საკითხები | ნანახია: 339 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2022-04-18 | კომენტარი (0)

ქართულმა ეთნოლოგიურმა მეცნიერებამ დიდი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოცირიძე.

ბატონი გიორგი ქართული ეთნოლოგიური სკოლის ღირსეული და თვალსაჩინო წარმომადგენელი, ამავე სკოლის ფუძემდებლის,  გიორგი ჩიტაიას მოსწავლე და გაზრდილი გახლდათ. ნიჭიერი მკვლევარი, შესანიშნავი ადამიანი და კოლეგა, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული და გულშემატკივარი; 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 4 მონოგრაფიის) ავტორი. ბატონი გიორგის კვლევის სფერო ქართული ყოფისა და კულტურის, სოციალური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავდა. მას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომები ქართული სუფრისა და კვების კულტურის შესახებ. იყო შესანიშნავი სპეციალისტი და ექსპერტი ეთნიკურჯგუფთაშორისი ურთიერთობებისა. ამ კუთხით, მისი კვლევის საგანს, წ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინსტიტუტო საკითხები | ნანახია: 1118 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2016-01-18 | კომენტარი (0)

13. 07. 2015 ქ-მა ი. ტატიშვილმა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის 47(!) თანამშრომელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ეპისტოლე გაუგზავნა.

ელექტრონული წერილის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინსტიტუტმა მაქსიმალურად უნდა დააჩქაროს თსუ-ში ინტეგრირება.

სანამ უშუალოდ ამ საკითხს და მიმართვის უჩვეულო ფორმას შევეხებოდეთ, გვინდა შევახსენოთ პატივცემულ ქ-ნ ტატიშვილს (და კომპანიას), რომ როდესაც ის წერს მომატებული ხელფასის სიკეთის შესახებ, გათვალისწინებულია ის, რომ ჯერ ერთი: ა) თსუ აქ არაფერ შუაშია და ბ) რომ თანამშრომლებსა და განყოფილების გამგეებს ხელფასი მოემატათ არა ინსტიტუტის "ვირტუალურ" სივრცედ გადასაქცევად, არამედ კონკრეტულად, ინსტიტუტში და განყოფილებებში საქმიანობისათვის. პირადად მას კი, უკვე 6 თვეზე მეტია ინსტიტუტისკენ არც კი გამოუხედავს. მას არ მიუღია მონაწილეობა არც ინსტიტუტის საერთო კრებებში (რომელიც შენობის გასხვისების აქტუალურ საკითხს შეეხებოდა), არც სამეცნიე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინსტიტუტო საკითხები | ნანახია: 1103 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2015-07-14 | კომენტარი (0)

სამწუხაროა, რომ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ზოგიერთი თანამშრომელი (მით უფრო, განყოფილების გამგე) 6 თვე (!) ინსტიტუტში არ გამოცხადებულა, სამაგიეროდ, ასეთ განცხადებებს დაუსრულებლად უგზავნის თსუ–ს ხელმძღვანელობას...

კატეგორია: საინსტიტუტო საკითხები | ნანახია: 1055 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2015-07-09 | კომენტარი (0)















ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.