2019 წლის 15 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა ქართველი ისტორიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, დევი ბერძენიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.
დ.ბერძენიშვილი მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუასაუკუნეთა სექტორის გამგედ; 2006-2008 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას, არის 44 ნაშრომის ავტორი საქართველოს ისტორიასა და ისტორიულ გეოგრაფიაში. სადისერტაციო თემა - „სამხრეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“, დაიცვა 1985 წელს.
მიღებული აქვს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია.ხსოვნის საღამოზე ნაჩვენები იქნა მედიაკავშირ „ობიექტივის“ მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი დევი ბერძენიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
|