1. საქართველოს თავდაცვის მინისტრიის 2007 წლის 26 ნოემბრის N740 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა, კურსანტთა და მსმენელთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და სამხედრო პატრიოტული თვითშეგნების ამაღლებისა და საერთო საგანმანათლებლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს შორის დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი. ინსტიტუტს დაევალა მოამზადოს საგანმანათლებლო სერია - "მეომრის ბიბლიოთეკა”, რომელშიც შევა პოპულარული ნარკვევები საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქართველი მეფეების, მხედართმთავრების, საქართველოს სამხედრო და საზღვაო საქმის ისტორიის, მსოფლიოს გამოჩენილი მხედართმთავრებისა და სხვა ისტორიული მოვლენების შესახებ; აგრეთვე საბრძოლო მოქმედებათა რუკების შედგენა და სალექციო კურსის წაკითხვა სამხედრო მოსამსახურეთათვის.