| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » მასალის არქივი
2012 წლის 29-30 მაისს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია ასევე, მოეწყობა ინსტიტუტის 6 წლის სამეცნიერო მუშაობისა და გამოქვეყნებული ნაშრომების პრეზენტაცია 2012 წლის 21 მაისამდე წარმოადგინეთ თეზისები (თემატიკა შეუზღუდავი) თეზისები: დაახლოებით 2 გვერდი (ინტერვალი 1,5), Acad Nusx 12, ნაბეჭდი ვერსია.
|
 გამოვიდა ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების კრებული "ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები" N1 (9), გამომცემლობა "უნივერსალი". თბილისი 2011.
|

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივ. ჯავახისვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
კავკასიის ეთნოლოგიური კრებული XIII
|
 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივ. ჯავახისვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
|
2011 წელს თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში შესრულდა სამეცნიერო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობდა 5 ძირითადი მიმართულებით და შესაბამის განყოფილებებზე იყო განაწილებული: I თემა _ კოლექტიური ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი _ "აფხაზეთის ისტორია, ეთნოლოგია და ანთროპოლოგია უძველესი დროიდან დღემდე", ნაწილი III (აფხაზეთის ტერიტორიის ისტორია, ეთნოლოგია და ანთროპოლოგია ახ. წ. XI ს-დან XV ს-მდე); II თემა _ კოლექტიური ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი _ "ცხინვალის რეგიონის (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) ისტორია, ეთნოლოგია და ანთროპოლოგია უძველესი დროიდან დღემდე", ნაწილი III (ცხინვალის რეგიონის ისტორია, ეთნოლოგია და ანთროპოლოგია ახ. წ. XI ს-დან XV ს-მდე); III თემა _ კოლექტიური ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი _ "საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში" ნაწილი III (საერთაშორისო ორგინაზაციების როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში (2008-20... კითხვის გაგრძელება »
|

სარჩევი ხათუნა იოსელიანი გიორგი მამარდაშვილი
ტრადიციული კულტურის და მენტალობის როლი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მოგვარებაში....................3
Khatuna Ioseliani Giorgi Mamardashvili
The Role of Traditional Culture and Mentality in Settlement of Cinflicts on the Abkhasian territory............................................19 ... კითხვის გაგრძელება »
|
 24-25 ნოემბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში და საუნივერსიტეტო ქალაქ უფსალაში (სტოკჰოლმიდან ჩრდილოეთით 70 კმ-ზე) ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა შვედურ-ქართულ ურთიერთობებს XI ს-ში.
კონფერენცია შვედეთში საქართველოს საელჩოს ეგიდით ჩატარდა. მის ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის პირადად საქართველოს ელჩს შვედეთში, კონსტანტინე ქავთარაძეს.
კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ; ასევე, ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ისტორიის დოქტორმა გიორგი ჭეიშვილმა.
|
ნანა ხაზარაძის საიუბილეოდ
თბილისი 2011
|
2011 წლის 9 ნოემბერს თსუ ივ. ჯავახიშვილის ისრტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მოეწყო შოთა მალაშხიას წიგნის "კონფლიქტების ანატომია" პრეზენტაცია.
|
თანამედროვე მსოფლიოში და კერძოდ კავკასიაშიც ყალიბდება ახალი რეალობა, რომელიც სულ უფრო ფართოდაა დაკავშირებული გლობალიზაციასთან და მის თანმხლებ რეგიონალიზაციის პროცესებთან. ეს ტენდენცია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების პირობებში სწრაფად მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ადამიანის იდენტურობისა და მისი ცივილიზაციური კუთვნილების პრობლემები. ამასთან დაკავშირებით ავტორი მიიჩნევს, რომ არსებობს ერთი მსოფლიო ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაცია, რომელიც შედგება ადგილობრივი, ლოკალური და რეგიონული ცივილიზაციებისგან. აქვე აღსანიშნავია, რომ კაცობრიობამ თავისი ევოლუციის გზაზე განვლო კულტურის/ცივილიზაციის აგრარული, ინდუსტრიალური ეპოქები და ამჟამად მიმდინარეობს მისი ინფორმაციული განვითარების ეტაპი. კულტურისა და ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელ უამრავ დეფინიციებს შორის მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ: პირველი – კულტურა არის ადამიანის მოღვაწეობის საყოველთაო ტექნოლოგია. ასეთი მიდგომა ცხადყოფს, რომ ადამიანის კულტურას შესაბამის ცივილიზაციურ ეპოქაში განს... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატიები |
ნანახია: 271 |
დაამატა: მამუკა |
თარიღი: 2011-07-22
|
|
|
| კალენდარი |
| « მაისი 2012 » | | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|