RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » ღონისძიებები
« 1 2

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის შეხვედრა საქართველოში სტუმრად მყოფ პოლონეთის სეიმის მარშალ(თავჯდომარე) ბ-ნ ბორუსევიჩთან.

კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 991 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2014-12-03 | კომენტარი (0)


2014 წლის 7 ნოემბერს თსუ, ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში (მელიქიშვილის ქ. N10) შედგა თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის და თსუ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა გაერთიანებული კრება.

დღის წესრიგი:

1. ქართველოლოგიური პროფილის კვლევითი ინსტიტუტების განვითარების საკითხი.
2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხი.
3. ინსტიტუტების შენობების საკითხი.
4. მიმდინარე საკითხები.


დაადგინეს:

1. საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ქართველოლოგიური პროფილის კვლევითი ინსტიტუტების განვითარების საკითხს, რა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 1025 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2014-11-13 | კომენტარი (0)


2014 წლის 10 ივნისს, ლატვიის მეცნიერებათა  აკადემიის სენატმა საპატიო დოქტორის (ისტორიის დარგში) წოდება მიანიჭა ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, თსუ-ის პროფესორს ნიკოლოზ (ნიკო) ჯავახიშვილს. 16 სექტემბერს, ქალაქ რიგაში, ლატვიის მეცნიერებათა  აკადემიაში შედგა პროფ. ნ. ჯავახიშვილისათვის საპატიო დოქტორის დიპლომის გადაცემის ცერემონია. ამ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ლატვიის მეცნიერებათა  აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ოიარს სპარიტისი, იმავე აკადემიის სენატის თავმჯდომარე, აკადემიკოსი იანის სტრადინში, საპატიო დოქტორი ნ. ჯავახიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია. შეხვედრაზე  აღინიშნა, რომ ნ. ჯავახიშვილი 41 წლის ასაკში გახდა  ამ აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა  საპატიო დოქტორი.

< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 1322 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2014-09-26 | კომენტარი (0)

2014 წლის 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი აირჩიეს ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ კაუნასში არსებული "ლიტვის დიდი სამთავროს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" სამეცნიერო საბჭოს წევრად.

კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 1243 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2014-05-24 | კომენტარი (0)

2008 წლის 2 აპრილს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰუბერტუს იანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე "სიღატაკე სანკტ-პეტერბურგში, როგორც სოციალური აღქმის ობიექტი” (რუსულ ენაზე).
კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 1552 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-11 | კომენტარი (0)

2008 წლის 2-5 ივნისს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის ეღდგენის 90 წლისთავს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საპატიო სტუმარმა, ბატონმა ოთარ პატარიძემ.
 
ბატონი ოთარი ცნობილი ემიგრანტის, ეროვნულ-დემოკრატის, საზოგადო მოღვაწისა და ჟურნალისტის ელისე პატარიძის (1896-1975) ვაჟია.
 
ბატონმა ოთარმა გაიხსენა ფაქტობრივად მთელი ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წევრები, და წაიკითხა ელისე პატარიძის პატრიოტული ლექსი; ამ ლექსის ტექსტი რომელსაც ბატონი ე. პატარიძის ავტოგრაფი ამშვენებდა მან ინსტიტუტს საჩუქრად გადასცა.

ამრიგად ღონისძიების მონაწილეთათვის ბატონი ოთარ პატარიძის სტუმრობა საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოჩნდა.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 1408 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-11 | კომენტარი (0)

1-10 11-19














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.