RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2014 » ნოემბერი » 13 » მიმართვა
7:31 PM
მიმართვა

2014 წლის 7 ნოემბერს თსუ, ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში (მელიქიშვილის ქ. N10) შედგა თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის და თსუ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა გაერთიანებული კრება.

დღის წესრიგი:

1. ქართველოლოგიური პროფილის კვლევითი ინსტიტუტების განვითარების საკითხი.
2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხი.
3. ინსტიტუტების შენობების საკითხი.
4. მიმდინარე საკითხები.


დაადგინეს:

1. საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ქართველოლოგიური პროფილის კვლევითი ინსტიტუტების განვითარების საკითხს, რადგან აღნიშნული დარგის მეცნიერთა ნაშრომები სასიცოცხლოდ საჭიროა ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
2. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისთვის აუცილებელია გაირკვეს იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხი, ასევე დაფინანსების საკითხი.
3. საჭიროა გაირკვეს ინსტიტუტების შენობების საკითხი.

 

თსუ _ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა გაერთიანებული კრების
მიმართვა

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკად. ივანე კიღურაძეს
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ქ-ნ თამარ სანიკიძეს
 
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აკად. ვლადიმერ პაპავას


ქართველოლოგიური მეცნიერების წარმომადგენელმა კვლევითმა ინსტიტუტებმა, "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ახლახან შემოთავაზებული ცვლილებების განხილვის შედეგად, შევიმუშავეთ ერთობლივი მიმართვა, რაც ითვალისწინებს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
1. კანონში გარკვევით უნდა ჩაიწეროს, რომ სათანადო პოტენციალისა და პერსპექტივის მქონე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს ენიჭება შესაბამისი იურიდიული სტატუსი (სსიპ).
2. სსიპ სტატუსის მქონე ინსტიტუტს უნდა დაუკანონდეს არჩევანის უფლება _ რა დაქვემდებარებაში განახორციელოს თავისი სამეცნიერო ამოცანები.
3. ინსტიტუტების მატერიალური ბაზების კუთვნილების ან სახელმწიფოს მიერ მათი განკარგვის წესი ასევე განისაზღვროს ზუსტი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე.
ვინაიდან ქართველოლოგიური დარგების კვლევის მაღალი დონის შენარჩუნება წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს, ქართველოლოგიური პროფილის კვლევითი ინსტიტუტების განვითარების საკითხი მოექცეს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ყურადღების სფეროში.
კრება საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შენობა უკანონოდ იქნა გასხვისებული, ამიტომაც დაბეჯითებით მოვითხოვთ ინსტიტუტს შეუნარჩუნდეს შენობა ანუ მატერიალური ბაზა, რომელიც ჯერ კიდევ 1980 წელს, მთავრობის სპეციალური დადგენილებით გადაეცა მას.

დიდი პატივისცემით,

ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

 

კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 1034 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.