2008 წლის 2-5 ივნისს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის ეღდგენის 90 წლისთავს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საპატიო სტუმარმა, ბატონმა ოთარ პატარიძემ.
ბატონი ოთარი ცნობილი ემიგრანტის, ეროვნულ-დემოკრატის, საზოგადო მოღვაწისა და ჟურნალისტის ელისე პატარიძის (1896-1975) ვაჟია.
ბატონმა ოთარმა გაიხსენა ფაქტობრივად მთელი ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წევრები, და წაიკითხა ელისე პატარიძის პატრიოტული ლექსი; ამ ლექსის ტექსტი რომელსაც ბატონი ე. პატარიძის ავტოგრაფი ამშვენებდა მან ინსტიტუტს საჩუქრად გადასცა.
ამრიგად ღონისძიების მონაწილეთათვის ბატონი ოთარ პატარიძის სტუმრობა საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოჩნდა.
|