2014 წლის 10 ივნისს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სენატმა საპატიო დოქტორის (ისტორიის დარგში) წოდება მიანიჭა ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, თსუ-ის პროფესორს ნიკოლოზ (ნიკო) ჯავახიშვილს. 16 სექტემბერს, ქალაქ რიგაში, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიაში შედგა პროფ. ნ. ჯავახიშვილისათვის საპატიო დოქტორის დიპლომის გადაცემის ცერემონია. ამ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ოიარს სპარიტისი, იმავე აკადემიის სენატის თავმჯდომარე, აკადემიკოსი იანის სტრადინში, საპატიო დოქტორი ნ. ჯავახიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნ. ჯავახიშვილი 41 წლის ასაკში გახდა ამ აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა საპატიო დოქტორი.
ფოტოზე გამოსახულნი არიან (მარცხნიდან):
ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ოიარს სპარიტისი,
საპატიო დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სენატის თავმჯდომარე,
აკადემიკოსი იანის სტრადინში, ლატვიის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი,
დოქტორი ვენტა კოცერე და საქართველოს ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია
(რიგა, 16. 09. 2014 წელი).
|