RSS Log In*





მთავარი » სტატიები

პაპუნა გაბისონია

ჭკადუაში - PDF 

(ნარკვევი სოფლის ისტორიიდან)

 

რედაქტორი: თამაზ ბერაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

რეცენზენტი: 1) ბეჟან ხორავა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 2) ანზორ სიჭინავა.

 

კომპიუტერული უზრუნველყოფა: მაია გვილავა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 77 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2017-03-27

ვაჟა კიკნაძე

თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა

და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

საქართველო ნიკოს კაზანძაკისის მოგზაურობებში (1919, 1927, 1928) -PDF

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 134 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2016-09-12

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ივანე ჯავახიშვილი

პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში - PDF

თბილისი _ 2016 2

თქვენ წინაშეა ივანე ჯავახიშვილის შესანიშნავი, მცირე ზომის გამოკვლევა, რომელიც 1906 წელს დაიწერა და გამოქვეყნდა პეტერბურგში, რუსულ ენაზე. ივ. ჯავახიშვილი, მისთვის ჩვეული სიღრმითა და სიზუსტით აანალიზებს ყველა იმ მოვლენას, რაც თან ახლდა 1801 წლის აქტ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 221 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2016-04-29

 

"ეკუთვნის თუ არა ეპისკოპოს კირიონს ხელნაწერი ახტალის მონასტერი?! (ნაგვიანევი გამოხმაურება ერთ პუბლიკაციაზე) - PDF

ნაშრომი წარმოადგენს რეცენზიას რუსულ ენაზე, 2005 წელს  თბილისში დაბეჭდილ წიგნზე:Епископ Кирион. Ахтальский монастырь. ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა კიკნაძე, დაწვრილებით განიხილავს აღნიშნულ პუბლიკაციას. ვ. კიკნაძე, ასაბუთებს, რომ ნარკვევი, არ ეკუთვნის ეპისკოპოს კირიონს და საერთოდ, ის ქართველი ავტორის ქმნილებაც არ არის. ამასთანავე, ავტორი აღნიშნავს იმ მრავალრიცხოვან შეცდომებსა და ნაკლოვანებებს, რომლებიც აღნიშნულ პუბლიკაციაში გვხვდება. თვალსაჩინოებისათვის, რეცენზიას ერთვის მრავალრიცხოვა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 304 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2014-05-13

სულგუნი. სულგუნი ანუ ძვ. ქართული "სულდგუნი” (სულხან-საბა ორბელიანი, დ. ჩუბინაშვილი) არის მოუხდელი, გადაზელილი ყველის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ტრადიციულია სამეგრელოსა და სვანეთისათვის. სხვა ყველის სახეობებისგან იგი განსხვავდება დამზადების ტექნოლოგიით და საგემოვნო თვისებებით (ახლად ამოყვანილ მომწიფებულ ყველს ჩაზელენ ცხელ წყალში და თანდათან გრეხენ-კრავენ, აძლევენ მრგვალ ფორმას, უმატებენ მარილს და გრძელვადიანი შენახვის მიზნით, ათავსებენ "წათხში” (მარილწყალში) ან აშრობენ და ბოლავენ თაროზე დაწყობილს ან თოკზე ასხმულს. ასეთი წესით დამზადებული ყველი ხანგრძლივად ინახება და ხელსაყრელია ტრანსპორტირებისათვის.
რაც შეეხება სულგუნის, როგორც ეროვნული ფენომენის აბორიგენულობას, ამას შემდეგი ფაქტები ადასტურებენ:

1. სულგუნი მოხსენიებულია XVII საუკუნის დიდი ქართველი ლექსიკოლოგის სულხან-საბა ორბელიანისა და XIX საუკუნის საზოგადო მოღვაწისა და ლექსიკოლოგის, დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონებში (სულხან-საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, ორტომეული, თბ., 1991. დ. ჩ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 811 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2014-02-26



ქართულ და რუსულენოვან საისტორიო საზოგადოებებში ოსთა ეთნოგენეზის, მათი პოლიტიკური ისტორიისა და მიგრაციების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. განსაკუთრებით მწვავე პოლემიკის საგანია ოსთა საქართველოში ჩამოსახლებისა და დამკვიდრების ეტაპები. XX საუკუნეში ოს მკვლევართა ნაწილი მათი მიგრაციის "უძველეს დროდ", III-IV ან VI-VII სს. მიიჩნევდა, სხვანი საქართველოში ოსთა ინფილტრაციის პირველ პერიოდს ჩრდილო კავკასიაში მონღოლთა გაბატონებას უკავშირებენ. იყო ცდა, ოსური გვარების გენეალოგიებზე დაყრდნობით მათი მიგრაცია XV-XVI სს-ით განესაზღვრათ. ქართველი და რუსი მეცნიერების ნაწილის კვლევათა შედეგები მიუთითებენ, რომ ქართლის მთიანეთში ოსების დასახლება ძირითადად XVII ს-ში მოხდა, ხოლო დას. საქართველოში მიგრაცია მიმდინარეობდა XVIII ს-ში. თანდათანობით კომპაქტური დასახლებები გაჩნდა შიდა ქართლის ჩრდ. ნაწი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1249 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2014-02-26

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 277 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2014-02-10

თანამედროვე მსოფლიოში და კერძოდ კავკასიაშიც ყალიბდება ახალი რეალობა, რომელიც სულ უფრო ფართოდაა დაკავშირებული გლობალიზაციასთან და მის თანმხლებ რეგიონალიზაციის პროცესებთან. ეს ტენდენცია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების პირობებში სწრაფად მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ადამიანის იდენტურობისა და მისი ცივილიზაციური კუთვნილების პრობლემები.
ამასთან დაკავშირებით ავტორი მიიჩნევს, რომ არსებობს ერთი მსოფლიო ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაცია, რომელიც შედგება ადგილობრივი, ლოკალური და რეგიონული ცივილიზაციებისგან. აქვე აღსანიშნავია, რომ კაცობრიობამ თავისი ევოლუციის გზაზე განვლო კულტურის/ცივილიზაციის აგრარული, ინდუსტრიალური ეპოქები და ამჟამად მიმდინარეობს მისი ინფორმაციული განვითარების ეტაპი. კულტურისა და ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელ უამრავ დეფინიციებს შორის მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ:
პირველი – კულტურა არის ადამიანის მოღვაწეობის საყოველთაო ტექნოლოგია. ასეთი მიდგომა ცხადყოფს, რომ ადამიანის კულტურას შესაბამის ცივილიზაციურ ეპოქაში განს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2000 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2011-07-22

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.