RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » ღონისძიებები
1 2 »

2019 წლის 15 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა ქართველი ისტორიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, დევი ბერძენიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.
დ.ბერძენიშვილი მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუასაუკუნეთა სექტორის გამგედ; 2006-2008 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას, არის 44 ნაშრომის ავტორი საქართველოს ისტორიასა და ისტორიულ გეოგრაფიაში. სადისერტაციო თემა - „სამხრეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“, დაიცვა 1985 წელს.
მიღებული აქვს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია.ხსოვნის საღამოზე ნაჩვენები იქნა მედიაკავშირ „ობიექტივის“ მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი დევი ბერძენიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.


კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 561 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2019-11-20 | კომენტარი (0)

2019 წლის 5 ოქტომბერს თსუ ივანე ჯავახისვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ცნობილი ქართველი ეთნოლოგის რუსუდან ხარაძის დაბადების 110 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიება. ინსტიტიტის თნამშრომლებმა სოფელ ფარცხნალში მოინახულეს პროფესორ რუსუდან ხარაძისა და აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლმუზეუმები. დაბა ხარაგაულის ბიბლიოთეკაში გაიმართა საიუბილეო კონფერენცია. 
კონფერენციაზე  გამოვიდნენ:
1. გიორგი ჭეიშვილი (ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი) _შესავალი სიტყვა
2. როლანდ თოფჩიშვილი (კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე) - რუსუდან ხარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა
3. ვალერიან ვაშაკიძე (ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე)—სახელმწიფო ტერიტორიის აღქმა ქართულ წერილობით წყაროებში
4. სალომე ბახია-ოქრუაშვილი (კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 431 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2019-11-02 | კომენტარი (0)

ნუგზარ ბარდაველიძე , ვაჟა კიკნაძე და დანიელა არტონი .
Nugzar bardavelidze , Vaja Kiknadze da Daniela Artoni . 

 

კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 947 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2017-03-08 | კომენტარი (0)

2016 წლის 18 ოქტომბერს ივ.ჯვახისვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ეწვია ცნობილი იტალიელი მეცნიერი, ფილოლოგი  და მთარგმნელი ლუიჯი მაგაროტო.
კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 1104 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2016-10-21 | კომენტარი (0)

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ­ს­ტიტუტის ახალი და უახ­ლე­სი ისტორიის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის მეცნიერე­ბა­თა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ჯა­ვა­ხიშვილს ხანგრძლივი და მჭიდრო თა­ნამშ­რო­მ­ლობა აქვს ბალტიის რესპუბლიკების სა­მე­ცნიერო და სას­წა­ვლო ცენტ­რე­ბ­თან. მისი სა­მე­ცნიერო ნაშრომები, რომლებშიც შეს­წა­ვ­ლილია ქართულ-ბალტიურ ურ­თი­ერთობათა ის­ტორიის საკითხები, სისტემატურად იბე­ჭ­დება ქართულ და უცხოურ ენ­ებ­ზე. მისი მო­ნო­გრაფია “ქართულ-ბალტიური ურთიერ­თო­­ბის ისტორიის ნარკვევები” უკა­ნასკნელ ხუთ წე­ლიწადში გამოქვეყნდა სამ (ქართულ, ლატვიურ და რუსულ) ენაზე, რო­გორც თბი­ლისში, ასევე რიგაში.

2014 წლის 10 ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 989 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2016-05-27 | კომენტარი (0)

ივ. ჯავახიშვილი სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. ვაჟა კიკნაძის მოწვევით, 2015 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს ესტუმრა ვერონას უნივერსიტეტის რუსული და სლავური ლიტერატურის პროფესორი სტეფანო ალოე. 17 დეკემბერს სტეფანო ალოემ ლექცია წაიკითხა ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის თემაზე - "ანჯელო გუბერნატისი და სლავური სამყარო". ანალოგიური სათაურის მისი მონოგრაფია საჩუქრად გადაეცა ისტორიის ინსტიტუტს.

კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 955 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2015-12-18 | კომენტარი (0)

1-10 11-19














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.