RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » მივლინების ანგარიშები
"შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა საზოგადოების" წევრების, ციურიხში არსებული გამომცემლობა "ამირანის" მფლობელების მარიანა კრაიერისა და თომას ჰოიზერმანის ფინანსური ხელშეწყობით, ფონდის "თანამედროვეობისა და მემკვიდრეობის" დამფუძნებლებთან ფილოლოგ ნინო რამიშვილსა და ფილოლოგ მაია გოგოლაძესთან ერთად მიწვეული ვიყავი 2010 წლის 29 ივნისიდან 10 აგვისტომდე შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში გამომცემლობის არქივში სამუშაოდ.

არქივი მოიცავს კიტა და აკაკი ჩხენკელების ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენოვან მასალებს – პირადი წერილები და დოკუმენტები. საარქივო მასალა აკაკი ჩხენკელმა (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით საქართველოოს ელჩი საფრანგეთში და ცნობილი საზოგადო მოღვაწე) დაუტოვა მეუღლეს მაკრინე ჩხენკელს. მან კი თავის მხრივ დოკუმენტები შესანახად გადასცა აკაკის ძმას კიტა ჩხენკელს (ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი, გამომცემლობა ,,ამირანის,, დამაარსებელი). საარქივო მასალა და გამომცემლობა ,,ამირანი,, კიტა ჩხენკელმა გადასცა თავ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: მივლინების ანგარიშები | ნანახია: 2214 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-11-17 | კომენტარი (0)

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით ამა წლის 27 მაისიდან 24 ივნისამდე მიმდინარეობდა ქართული ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები კვიპროსზე. ექსპედიციაში მიწვეული ვიყავი ანთროპოლოგად.
 
სამუშაოები ტარდებოდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია წარმოადგენდა ღალიის ღვთისმშობლის მონასტრის საძვალეს – კრიპტას და იგი მონასტრის თანადროულია, თარიღდება X-XI საუკუნეებით.
 
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ორსართულიანი ნაგებობაა. მის ქვედა სართულს კრიპტის დანიშნულება ჰქონდა. საკურთხევლიდან სამხრეთ მხარეს იყო მიცვალებულის დასასვენებელი ადგილი. გარკვეული დროის შემდეგ მიცვალებულის ნეშთი გადაჰქონდათ სპეციალურ სათავსოებში. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად სულ ოთხი სათავსო იქნა აღმოჩენილი: ეკლესიის ცენ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მივლინების ანგარიშები | ნანახია: 1672 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-07-03 | კომენტარი (0)

Bilingual pageორენოვანი გვერდი

კატეგორია: მივლინების ანგარიშები | ნანახია: 1638 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-01 | კომენტარი (0)

2010 წლის 22-28 თებერვალს სამეცნიერო მივლინებით ვიმყოფებოდი გერმანიის ქალაქ ბერლინში. კერძოდ, მიწვეული გახლდით ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ევროპის ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარზე: "ურბანული სივრცეები სოციალიზმის შემდგომ" დასასწრებად. სემინარი წარიმართა ინგლისურ ენაზე. იგი ეძღვნებოდა ამჟამად ანთროპოლოგიურ კვლევებში ერთ-ერთი წამყვანი ქვედარგის - ურბანული ანთროპოლოგიის საკითხებს. მე გახლდით სხდომის დისკუსანტი, მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფ. ლალე იალჩინ-ჰეკმანთან, პეტერბურგის სოციალურ კვლევათა დამოუკიდებელი ცენტრის თანამშრომელ ოლეგ პაჩენკოვთან და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის თანამშრომელ ალექსა ფერბერთან ერთად. სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: ანა კარპენკო (ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტი) - "ისტორიული მემკვიდრეობა და პოსტ-სოციალისტური ქალაქები მომავალში: კალინინგრადი და ბერლინი"; იოაჰიმ ოტო კაბეკი (ჰალეს მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის უნივერსიტეტი) - "სოციალური ყოფა რუსთაველზე _ თბილისის ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მივლინების ანგარიშები | ნანახია: 2024 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-03-12 | კომენტარი (0)















ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.