RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » განცხადებების დაფა (20)

ინსტიტუტი [20]

2021 წლის 13 თებერვალს, ზუმის პლატფორმით, გაიმართა ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ პუბლიკაციათა ავტორები, მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა კვლევითი და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.
წარდგინება გახსნა ჟურნალის რედაქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგემ, მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, თსუ-ს პროფესორმა, მარიამ ჩხარტიშვილმა. მან დამსწრეებს მიმართა მისასალმებელი სიტყვით. ავტორებსა და რედკოლოგიის წევრებს მიულოცა ახალი ნომრის გამოსვლა, შეეხო ჟურნალისათვის აქტუალურ საკითხებს. შემდეგ სიტყვა გადასცა ჟურნალის XXII  ტომის რედაქტორს, ბატონ ზურაბ თარგამაძეს, რომელმაც ისაუბრა ჟურნალის რუბრიკებისა და მისი შინაარსის შესახებ. მომდევნო გამომსვლელი გახლდათ ჟურნალის რედკოლეგიის წევრი ქალბატონი სოფიო ქადაგიშვილი, რომელმაც ღონისძიების დამსწრეთ გააცნო ჟურნალის სამომავლო გეგმები, სიახლეები, რომლებიც მომდევნო ნომრისათვის არის დაგეგმილი. ამის შემდეგ, სხდომის წამყვანმა, სიტყვა გადასცა ქართული სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორებს: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე დაფუძნებული, საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალის „Scientia-“ს რედაქტორს, ბატონ მანუჩარ გუნცაძეს. იგი შეეხო ჟურნალის გამოცემისა და მის საერთაშორისო ბაზებში შეყვანასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თავისი გამოცდილების შესახებ ისაუბრა მომდევნო გამომსვლელმაც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ქრონოსის“ რედაქტორმა, ბატონმა ალექსანდრე თვარაძემ. ამავე საკითხების შესახებ ისაუბრეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს გორის სახელმწიფო სასაწავლო უივერსიტეტის რექტორმა, პროფესრომა გიორგი სოსიაშვილმა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
სხდომის წამყვანმა, მარიამ ჩხარტიშვილმა სიტყვა გადასცა ავტორებსა და დამსწრე საზოგადოებას. შემდეგმა გამოსმვლელებმა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლია ახალაძემ, ბატონმა ლადო მირიანაშვილმა, ბატონმა დავით მერკვილაძემ და უნივერისტეტის სტუდენტებმა მადლიერება გამოხატეს რედკოლეგიის მიმართ, გაწეული საქმიანობისათვის, ასევე ისაუბრეს სამეცნიერო საზოგადოებისა და სამეცნიერო ჟურნალების გამოცემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ. კოლეგებს საკუთარი თვალსაზრისი გაუზიარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ნუგზარ მგელაძემაც. მან ისაუბრა სამეცნიერო ჟურნალებისა და კონკრეტულად „ქართული წყაროთმცოდნეობის“ მნიშვნელობის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ვალერიან ვაშაკიძემ.
სხდომის წამყვანმა, მარიამ ჩხარტიშვილმა, მადლობა გადაუხადა კოლეგებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელძღვანელობას ჟურნალისადმი გაწეული ფინანსური მხარდაჭერისათვის და შემაჯამებლი სიტყვა გადასცა, ამავე ინსტიტუტის დირექტორს ბატონ გიორგი ჭეიშვილს. ბატონმა გიორგიმ, მადლობა გადაუხადა რედკოლეგიასა და რედაქტორებს გაწეული საქმიანობისათვის და დამსწრე საზოგადოებას ღნისძიებაში მონაწილეობის მიღებისათვის. 

ინფორმაცია | ნანახია: 179 | თარიღი: 2021-02-17

რაოდენ  დასანანია, რომ ეთნოლოგიის დარგში   მოღვაწე  იმ  ღირსშესანიშნავ ადამიანებს , რომლებიც ჩვენ  გვერდით აღარ იმყოფებიან კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება და მეცნიერი ნანული აბესაძე შეემატა . ნანული აბესაძე  იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც ბავშვობისა და  ახალგაზრდობის ასაკში იწვნია გასული საუკუნის ყველაზე მძიმე - 1937  წლის , ომისა და  ომის შემდგომი პერიოდის სიმწარე. 1937   წელს უდედმამოდ დარჩენილ გოგონას ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა ცხოვრებაში გზის გაკვლევა, რომ არა მისი ახლობლების სიკეთე. სიკეთე. რომლის ფასი მან კარგად იცოდა და თავდაც მთელი ცხოვრება ამ გზით იარა.  ეს სიკეთე აღბეჭდილი იყო მის მშვენიერ სახეზე.
არ დამავიწყდება, როდესაც ისტორიის,  არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის  ინსტიტუტის  საქართველოს ეთნოგრაფიის გაყოფილებაში პირველად მოვხვდი,ის  არაჩვეულებრივი ქალბატონები, რომლებიც იქ  დამხვდნენ.   მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს თავმდაბალი და უბრალო ადამიანები, მეტად სერიოზულ მეცნიერებას ქმნიდნენ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნანული აბესაძე, რომელიც  თავის ტოლივით მექცეოდა,  უკვე დიდი  ხანია  მეცნიერების კანდიდატი,  რამდენიმე    სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის შესანიშნავი მონოგრაფიის -„მეაბრეშუმეობა საქართველოში, თბ. 1957წ., ავტორი იყო
  ნანულიმ აბესაძემ   თავისი  მეცნიერული კვლევის შემდეგი პერიოდი ქალაქების შესწავლას  მიუძღვნა მან არერთი ნაშრომი გამოაქვეყნა:მცხეთის გორის , კახეთის ქალაქების  და სხვ ისტორიულ- ეთნოგრაფიული კვლევის ხაზით.  ქალაქურ ყოფას ეხება მისი სადოქტორო დისერტაცია და მონოგრაფიაც _ „ხელოსნური წარმოება და ხელოსათა ყოფა საქართველოს ქალაქებში(XIXს.   II ნახ. – XXს-ის დასაწყისი):(ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა)“თბ.1986. ბოლო წლებში  ნანული  ქალაქებში მიმდინარე ეთნიკურ პროცესებზე მუშაობდა. გადამეტებული არ იქნება,  თუ ვიტყვით, რომ ნანული აბაესაძე, რომელმაც ქალაქის ეთნოგრაფიის შესწავლა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში  დაიწყო,  დღეს სოციოკულტურული ანთროპოლოგიის  პოპულარული მიმართულების ურბანული ანთროპოლოგიის კვლევის ერთ-ერთიპიონერია საქართველოში. 
ნანული  აბესაძე იმ ქალთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც  ცხოვრების მძიმე, მაგრამ    საინტერესო და ნაყოფიერი გზა გამოირეს. მან შეძლო ყოფილიყო ღირსეული მეუღლე, შესანიშნავი შვილების  დედა,  ნამდვილი ინტელიგენტი, მოქალაქე  და სერიოზული მეცნიერი, იმავდროულად  კეთილშობილი პიროვნება,  სათნო და სიკეთით სავსე  ადამიანი ,რომელიცმზად იყო გვერდში დაგომოდა ყველას ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა. გულდასაწყვეტია, რომ  ასეთმა ადამიანმა დაგვტოვა, მაგრამ   სასიხარულოა ის,  რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ და მათთან ურთიერთობის  ბედნიერება გვქონდა...
                                                                                              ნუნუ მინდაძე

ინფორმაცია | ნანახია: 375 | თარიღი: 2019-08-09

 

ქალბატონმა მზია სურგულაძემ ივ. ჯავახიშვილისი სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს საჩუქრად გადასცა ცნობილი ქართველი ეთნოლოგის ირაკლი სურგულაძის ბიბლიოთეკა და ხელნაწერი მემკვიდრეობა. ინსტიტუტი მადლობას უხდის ქალბატონ მზიას ამ მნიშვნელოვანი შემონაწირისთვის.

 

 

განცხადებები | ნანახია: 451 | თარიღი: 2019-04-10

ძვირფასო კოლეგებო!

5 აპრილს, 14.00 საათზე თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სემინარზე პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „ქართული ანბანის წარმოშობა: წყაროები და ინტერპრეტაციები“. გთხოვთ, მობრძანდეთ.

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა #2, კორპუსი 11(თსუ ბიბლიოთეკის შენობასთან)

ინფორმაცია | ნანახია: 450 | თარიღი: 2019-04-01

ძვირფასო კოლეგებო!

2019 წლის 29 მარტს, 17 საათზე ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ რედკოლეგია და თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის და წყაროთმცოდნეობის განყოფილება გიწვევთ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XIX-XX გაერთიანებული ტომის (2017/2018) პრეზენტაციაზე მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია N212

დირექცია

მოსაწვევი

ინფორმაცია | ნანახია: 474 | თარიღი: 2019-03-21

2018 წლის 20 დეკემბერს (ხუთშაბათი), 15 საათზე ინსტიტუტში დაგეგმილია შეხვედრა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილესთან - ჯაბა სამუშიასთან

დირექცია

ინფორმაცია | ნანახია: 521 | თარიღი: 2018-12-14

 

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტი


კონკურსი ცხადდება მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და  მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება 2018 წლის 25 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2018 წლის 28 მაისიდან 2018 წლის პირველი ივნისის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ რექტორის ბრძანება N93/01-01 2018-04-25

განცხადებები | ნანახია: 1089 | თარიღი: 2018-04-26

ინფორმაცია | ნანახია: 687 | თარიღი: 2018-04-05

2016 წლის 13-14 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიმართება

აკადემიკოს გრიგოლ (კუკური) გიორგაძის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, მოხსენების სათაური 6 ივნისამდე წარმოადგინოთ ინსტიტუტში, ნინო გიგანთან ან გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: histend55@yahoo.com

დირექცია

განცხადებები | ნანახია: 1009 | თარიღი: 2017-05-29















ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.