RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2010 » ნოემბერი » 17 » ნინო ჩარექიშვილის შვეიცარიაში მივლინების ანგარიში
10:20 PM
ნინო ჩარექიშვილის შვეიცარიაში მივლინების ანგარიში
"შვეიცარიაში საქართველოს მეგობართა საზოგადოების" წევრების, ციურიხში არსებული გამომცემლობა "ამირანის" მფლობელების მარიანა კრაიერისა და თომას ჰოიზერმანის ფინანსური ხელშეწყობით, ფონდის "თანამედროვეობისა და მემკვიდრეობის" დამფუძნებლებთან ფილოლოგ ნინო რამიშვილსა და ფილოლოგ მაია გოგოლაძესთან ერთად მიწვეული ვიყავი 2010 წლის 29 ივნისიდან 10 აგვისტომდე შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში გამომცემლობის არქივში სამუშაოდ.

არქივი მოიცავს კიტა და აკაკი ჩხენკელების ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენოვან მასალებს – პირადი წერილები და დოკუმენტები. საარქივო მასალა აკაკი ჩხენკელმა (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით საქართველოოს ელჩი საფრანგეთში და ცნობილი საზოგადო მოღვაწე) დაუტოვა მეუღლეს მაკრინე ჩხენკელს. მან კი თავის მხრივ დოკუმენტები შესანახად გადასცა აკაკის ძმას კიტა ჩხენკელს (ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი, გამომცემლობა ,,ამირანის,, დამაარსებელი). საარქივო მასალა და გამომცემლობა ,,ამირანი,, კიტა ჩხენკელმა გადასცა თავის მოწაფეთაგან ერთ-ერთს ქართველოლოგ ლეა ფლურს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ არქივის სამართალ მემკვიდრე გახდა შვეიცარელი ქართველოლოგი თომას ჰოიზერმანი და მარიანა კრაერი.

საარქივო მასალა დახარისხდა ენობრივად, დალაგდა წლების მიხედვით, აღწერილ იქნა, მოხდა მათი ელექტრო ვერსიის შექმნა, გარკვეული ნაწილის დიგიტალიზაცია. ამ ეტაპისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, დამუშავებული მასალა წარმოადგენს სულ 650 ერთეულს.

ვიმყოფებოდით სპეციალური ვიზიტით პარიზში ქართველ ემიგრანტებთან გარკვეული ინფორმაციების დასაზუსტებლად, მოვინახულეთ აკაკი ჩხენკელის და სხვა ქართველი ემიგრანტების საფლავები ლევილში და ასევე ლევილის "შატოს" ბიბლიოთეკაში არსებული მასალებიც.

აკაკი ჩხენკელისგან განსხვავებით სამწუხაროდ კიტა ჩხენკელის საფლავი დაკარგულია. იგი განისვენებდა ციურიხში.

აღნიშნული პირადი წერილები და დოკუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მათი საშუალებით უფრო ახლოს ვეცნობით აკაკი ჩხენკელის პიროვნებასა და საქმიანობას, კიტა ჩხენკელის მეცნიერულ მოღვაწეობას მის სამ მოწაფესთან შვეიცარელ ქართველოლოგებთან ლეა ფლურთან, იოლანდა მარშევთან და რუთ ნოიკომთან ერთად.

სამუშაოები სავარაუდოდ კვლავაც გაგრძელდება. შესაძლოა მომავალში დაისვას ქართულ მხარესთვის არქივის გადმოცემის საკითხიც . . .
 
აკაკი ჩხენკელი
          
 
   
აკაკი ჩხენკელის საფლავი ლევილში
 
  
ლევილის ქართველ ემიგრანტთა სასაფლაო
 
  
                                                 შატო ლევილში
 
 
 
კატეგორია: მივლინების ანგარიშები | ნანახია: 2234 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.