RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2010 » მარტი » 12 » ქეთევან ხუციშვილის ბერლინში სამეცნიერო მივლინების ანგარიში
7:34 PM
ქეთევან ხუციშვილის ბერლინში სამეცნიერო მივლინების ანგარიში
2010 წლის 22-28 თებერვალს სამეცნიერო მივლინებით ვიმყოფებოდი გერმანიის ქალაქ ბერლინში. კერძოდ, მიწვეული გახლდით ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ევროპის ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარზე: "ურბანული სივრცეები სოციალიზმის შემდგომ" დასასწრებად. სემინარი წარიმართა ინგლისურ ენაზე. იგი ეძღვნებოდა ამჟამად ანთროპოლოგიურ კვლევებში ერთ-ერთი წამყვანი ქვედარგის - ურბანული ანთროპოლოგიის საკითხებს. მე გახლდით სხდომის დისკუსანტი, მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფ. ლალე იალჩინ-ჰეკმანთან, პეტერბურგის სოციალურ კვლევათა დამოუკიდებელი ცენტრის თანამშრომელ ოლეგ პაჩენკოვთან და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის თანამშრომელ ალექსა ფერბერთან ერთად. სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: ანა კარპენკო (ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტი) - "ისტორიული მემკვიდრეობა და პოსტ-სოციალისტური ქალაქები მომავალში: კალინინგრადი და ბერლინი"; იოაჰიმ ოტო კაბეკი (ჰალეს მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის უნივერსიტეტი) - "სოციალური ყოფა რუსთაველზე _ თბილისის ცენტრალურ გამზირზე"; ნატალია კოსმარსკაია (მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი) - "ქალაქი, როგორც შეჯიბრის სივრცე: ადგილობრივ მკვიდრთა და მიგრანტთა ურთიერთობის კონცეპტუალიზაცია პოსტ-საბჭოთა ბიშკეკის მაგალითზე"; ციპილმა დარიევა (ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტი) _ `სივრცის შექმნა: სანაპირო ზოლი ცენტრსა და პერიფერიას შორის ბაქოში~; ლალე იალჩინ ჰეკმანი (მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი) - "პატარა ქალაქი აზერბაიჯანში: საზოგადოებრივი სივრცე, გენდერი და საბაზრო ეკონომიკა". სემინარს თან ახლდა საინტერესო დისკუსია პოსტ-საბჭოთა სივრცეში ურბანული განვითარების პრობლემების, კულტურული მემკვიდრეობის აქტუალიზების, იდენტობის, ურბანული მიგრაციების, ეკონომიკური ურთიერთობების და სივრცის სოციალური სტრატიფიკაციის ირგვლივ.
 
სემინარში მონაწილეობის გარდა, მქონდა შეხვედრები და მსჯელობა ევროპის ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს პროფ. ვოლფგანგ კაშუბასა და თანამშრომლებს პროფ. ციპილმა დარიევასა და მადლენ პილცთან პროექტ "იდენტობის პრობლემები სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში 2009 წლის 22-25 სექტემბერს თსუ-ში ორგანიზებული კონფერენციის მოხსენებათა კრებულის პუბლიკაციის მომზადებასთან დაკავშირებით.
 
ასევე მონაწილეობა მივიღე ამავე ინსტიტუტში 25-27 თებერვალს ჩატარებულ სემინარში თემაზე: "სიგიჟის კულტურები, ახალი დრო - ქალაქის დრო" (გერმანულ ენაზე), სადაც ინტერდისციპლინური (ანთროპოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, მედიცინა, ისტორია) მიდგომით იყო განხილული 1870-1930 წლების ევროპის ქალაქებში მიმდინარე პროცესები.
 
ვიზიტის ფარგლებში ეთნოგრაფული ექსპოზიციების სპეციფიკის გასაცნობად მოეწყო სპეციალური ინდივიდუალური დათვალიერება ბერლინის სახელმწიფო მუზეუმის დარლემის მუზეუმთა კომპლექსის ეთნოგრაფიული განყოფილებისა (მეგზურობას გვიწევდა მუზეუმის თანამშრომელი მელანი კრებსი), სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კოლექციებითაა წარმოდგენილი აზია (ინდოეთი, ჩინეთი), აფრიკა, ოკეანია და ამერიკა (ინდიელთა კულტურები). ასევე წარმოდგენილია თანამედროვე პრობლემებისადმი მიძღვნილი ექსპოზიციები, კერძოდ, თანამედროვე ინდიელთა და აფრიკელთა ხელოვნება, ასევე თანამედროვე ბერლინში მცხოვრებ მიგრანტთა კულტურა.
 
პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ქ. ბერლინის ღირშესანიშნაობათა დათვალიერება და ქალაქის იერსახესა და სოციალურ ურთიერთობებზე მოდერნიზმის გავლენის შესახებ მსჯელობა.
კატეგორია: მივლინების ანგარიშები | ნანახია: 2029 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.