RSS Log In*
EN          
ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

 
 
 
მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 









მთავარი » განცხადებების დაფა » ინსტიტუტი » ინფორმაცია

კატეგორიაში განცხადება: 8
ნაჩვენებია განცხადება: 1-8


დალაგება: თარიღით

რაოდენ  დასანანია, რომ ეთნოლოგიის დარგში   მოღვაწე  იმ  ღირსშესანიშნავ ადამიანებს , რომლებიც ჩვენ  გვერდით აღარ იმყოფებიან კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება და მეცნიერი ნანული აბესაძე შეემატა . ნანული აბესაძე  იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც ბავშვობისა და  ახალგაზრდობის ასაკში იწვნია გასული საუკუნის ყველაზე მძიმე - 1937  წლის , ომისა და  ომის შემდგომი პერიოდის სიმწარე. 1937   წელს უდედმამოდ დარჩენილ გოგონას ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა ცხოვრებაში გზის გაკვლევა, რომ არა მისი ახლობლების სიკეთე. სიკეთე. რომლის ფასი მან კარგად იცოდა და თავდაც მთელი ცხოვრება ამ გზით იარა.  ეს სიკეთე აღბეჭდილი იყო მის მშვენიერ სახეზე.
არ დამავიწყდება, როდესაც ისტორიის,  არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის  ინსტიტუტის  საქართველოს ეთნოგრაფიის გაყოფილებაში პირველად მოვხვდი,ის  არაჩვეულებრივი ქალბატონები, რომლებიც იქ  დამხვდნენ.   მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს თავმდაბალი და უბრალო ადამიანები, მეტად სერიოზულ მეცნიერებას ქმნიდნენ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნანული აბესაძე, რომელიც  თავის ტოლივით მექცეოდა,  უკვე დიდი  ხანია  მეცნიერების კანდიდატი,  რამდენიმე    სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის შესანიშნავი მონოგრაფიის -„მეაბრეშუმეობა საქართველოში, თბ. 1957წ., ავტორი იყო
  ნანულიმ აბესაძემ   თავისი  მეცნიერული კვლევის შემდეგი პერიოდი ქალაქების შესწავლას  მიუძღვნა მან არერთი ნაშრომი გამოაქვეყნა:მცხეთის გორის , კახეთის ქალაქების  და სხვ ისტორიულ- ეთნოგრაფიული კვლევის ხაზით.  ქალაქურ ყოფას ეხება მისი სადოქტორო დისერტაცია და მონოგრაფიაც _ „ხელოსნური წარმოება და ხელოსათა ყოფა საქართველოს ქალაქებში(XIXს.   II ნახ. – XXს-ის დასაწყისი):(ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა)“თბ.1986. ბოლო წლებში  ნანული  ქალაქებში მიმდინარე ეთნიკურ პროცესებზე მუშაობდა. გადამეტებული არ იქნება,  თუ ვიტყვით, რომ ნანული აბაესაძე, რომელმაც ქალაქის ეთნოგრაფიის შესწავლა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში  დაიწყო,  დღეს სოციოკულტურული ანთროპოლოგიის  პოპულარული მიმართულების ურბანული ანთროპოლოგიის კვლევის ერთ-ერთიპიონერია საქართველოში. 
ნანული  აბესაძე იმ ქალთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც  ცხოვრების მძიმე, მაგრამ    საინტერესო და ნაყოფიერი გზა გამოირეს. მან შეძლო ყოფილიყო ღირსეული მეუღლე, შესანიშნავი შვილების  დედა,  ნამდვილი ინტელიგენტი, მოქალაქე  და სერიოზული მეცნიერი, იმავდროულად  კეთილშობილი პიროვნება,  სათნო და სიკეთით სავსე  ადამიანი ,რომელიცმზად იყო გვერდში დაგომოდა ყველას ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა. გულდასაწყვეტია, რომ  ასეთმა ადამიანმა დაგვტოვა, მაგრამ   სასიხარულოა ის,  რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ და მათთან ურთიერთობის  ბედნიერება გვქონდა...
                                                                                              ნუნუ მინდაძე

ინფორმაცია | ნანახია: 7 | თარიღი: 2019-08-09

ძვირფასო კოლეგებო!

5 აპრილს, 14.00 საათზე თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სემინარზე პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „ქართული ანბანის წარმოშობა: წყაროები და ინტერპრეტაციები“. გთხოვთ, მობრძანდეთ.

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა #2, კორპუსი 11(თსუ ბიბლიოთეკის შენობასთან)

ინფორმაცია | ნანახია: 80 | თარიღი: 2019-04-01

ძვირფასო კოლეგებო!

2019 წლის 29 მარტს, 17 საათზე ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ რედკოლეგია და თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის და წყაროთმცოდნეობის განყოფილება გიწვევთ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XIX-XX გაერთიანებული ტომის (2017/2018) პრეზენტაციაზე მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია N212

დირექცია

მოსაწვევი

ინფორმაცია | ნანახია: 95 | თარიღი: 2019-03-21

2018 წლის 20 დეკემბერს (ხუთშაბათი), 15 საათზე ინსტიტუტში დაგეგმილია შეხვედრა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილესთან - ჯაბა სამუშიასთან

დირექცია

ინფორმაცია | ნანახია: 155 | თარიღი: 2018-12-14

ინფორმაცია | ნანახია: 335 | თარიღი: 2018-04-05

თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში

2014 წლის 10-11 ივნისს
გაიმართება მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ბოჭორიძის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
“გიორგი ბოჭორიძე _ 140”
მსურველებს გთხოვთ მოხსენებათა სათაურები წარმოადგინოთ 30 მაისამდე კანცელარიაში ან ხათუნა იოსელიანთან

ინფორმაცია | ნანახია: 914 | თარიღი: 2014-06-28

2012 წლის 29-30 მაისს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია
 
ასევე, მოეწყობა ინსტიტუტის 6 წლის სამეცნიერო მუშაობისა და გამოქვეყნებული ნაშრომების პრეზენტაცია 

 

2012 წლის 21 მაისამდე წარმოადგინეთ თეზისები 

 

(თემატიკა შეუზღუდავი) 


თეზისები: დაახლოებით 2 გვერდი (ინტერვალი 1,5),
AcadNusx 12, ნაბეჭდი ვერსია.

 

 

დირექცია

 

 

ინფორმაცია | ნანახია: 831 | თარიღი: 2012-05-02

სსიპ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა
და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი 9 ივნისი, 2010 წელი
ბრძანება N 7-ს
სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
ღია კონკურსის გამოცხადების თაობაზე
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ინსტიტუტის წესდების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად დანართის შესაბამისად.
2. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნდეს პრესაში, განთავსდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე და გამოიკრას ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე ინსტიტუტის შენობაში.
დირექტორი,
ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე
________________________________________
დანართი

განცხადება სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების თაობაზე
1. გამოცხადდეს ღია კონკურსი სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება:
_ მეცნიერი თანამშრომელი _ 1 საშტატო ერთეული.
2. ღია კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
3. ღია კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს ინსტიტუტის საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება კანონმდებლობით დადგენილი წესით, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვროს კომისიის მიერ, მის პირველივე სხდომაზე.
5. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
6. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ბ) კალენდარული ავტობიოგრაფია (CV).
გ) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
დ) დღემდე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი.
ე) დღემდე გამოქვეყნებული 1 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ორიგინალი ან ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს.
ვ) შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც
შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).
ზ) დღემდე მიღებული სამეცნიერო გრანტებისა და სტიპენდიების ჩამონათვალი.
თ) დღემდე სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობა და წაკითხული მოხსენებების ჩამონათვალი.
ი) სხვა დამატებითი ინფორმაცია განმცხადებლის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.
კ) ამ მუხლის "ბ", "დ", "ზ", "თ" და "ი" პუნქტებში მითითებული საბუთები
წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ვერსიის სახითაც (CD).
7. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა პირადი მონაცემების შეფასებას ახორციელებს საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელ მიმდინარე კონკურსში.
8. საკონკურსო განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა საკონკურსო კომისია ამტკიცებს:
ა) იმ პირთა ნუსხას, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არის წარმოდგენილი და შეესაბამება ინსტიტუტის წესდებითა და ამ ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ბ) იმ პირთა ნუსხას, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი ან/და არ შეესაბამება ინსტიტუტის წესდებითა და ამ ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
გ) იმ კონკურსანტებთან გასაუბრების გრაფიკს, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არის წარმოდგენილი ან/და შეესაბამება ინსტიტუტის წესდებითა და ამ ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
9. საკონკურსო განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს და ინსტიტუტის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოიკრას იმ პირთა ნუსხა, რომელთა საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არის წარმოდგენილი ან/და შეესაბამება ინსტიტუტის წესდებითა და ამ ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აგრეთვე, მათთან გასაუბრების გრაფიკი.
10. საკონკურსო კომისია ატარებს გასაუბრებას კონკურსანტებთან დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, რაც ფორმდება ოქმით.
11. სამეცნიერო თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
ა) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა და ხარისხი (ყურადღება გამახვილდება განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ ნაშრომებზე).
ბ) მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში (ყურადღება გამახვილდება განსაკუთრებით ბოლო 5 წლის მანძილზე წაკითხულ მოხსენებებზე).
გ) მიღებული გრანტები და სტიპენდიები (ყურადღება გამახვლდება განსაკუთრებით ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებულ გრანტებსა და სტიპენდიებზე).
დ) განმცხადებლის სხვა დამატებითი სამეცნიერო საქმიანობა (ყურადღება გამახვლდება განსაკუთრებით ბოლო 5 წლის მანძილზე გაწეულ საქმიანობაზე).
12. ინსტიტუტის დირექტორი საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე კანდიდატს ნიშნავს შესაბამის სამეცნიერო თანამდებობაზე და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას 3 წლის ვადით.
13. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2010 წლის 9 აგვისტოსი.
14. კონკურსის შედეგების გამოცხადების მიზნით, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს და ინსტიტუტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოიკრას: 1. საკონკურსო კომისიის დასკვნა საკონკურსო თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარდგენილი კანდიდატურის შესახებ; 2. ინსტიტუტის დირექტორის ბრძანება საკონკურსო თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცების შესახებ.
15. საბუთების მიღება იწარმოებს 2010 წლის 9 ივნისიდან სამუშაო დღეებში 10-დან 18 საათამდე. მისამართი: ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N10.
16. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 9 ივლისი.
17. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N10.
e-mail: histend55@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://ijhei.wordpress.com, http://institutehist.ucoz.net
ტელ: 99 06 82.
პასუხისმგებელი პირები: ნინო გიგანი, ლეილა ხურცია.
ინფორმაცია | ნანახია: 1014 | თარიღი: 2010-07-09















ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

საცდელი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.