RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











ინფორმაცია 2019-08-09, 6:58 PM

რაოდენ  დასანანია, რომ ეთნოლოგიის დარგში   მოღვაწე  იმ  ღირსშესანიშნავ ადამიანებს , რომლებიც ჩვენ  გვერდით აღარ იმყოფებიან კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება და მეცნიერი ნანული აბესაძე შეემატა . ნანული აბესაძე  იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც ბავშვობისა და  ახალგაზრდობის ასაკში იწვნია გასული საუკუნის ყველაზე მძიმე - 1937  წლის , ომისა და  ომის შემდგომი პერიოდის სიმწარე. 1937   წელს უდედმამოდ დარჩენილ გოგონას ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა ცხოვრებაში გზის გაკვლევა, რომ არა მისი ახლობლების სიკეთე. სიკეთე. რომლის ფასი მან კარგად იცოდა და თავდაც მთელი ცხოვრება ამ გზით იარა.  ეს სიკეთე აღბეჭდილი იყო მის მშვენიერ სახეზე.
არ დამავიწყდება, როდესაც ისტორიის,  არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის  ინსტიტუტის  საქართველოს ეთნოგრაფიის გაყოფილებაში პირველად მოვხვდი,ის  არაჩვეულებრივი ქალბატონები, რომლებიც იქ  დამხვდნენ.   მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს თავმდაბალი და უბრალო ადამიანები, მეტად სერიოზულ მეცნიერებას ქმნიდნენ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნანული აბესაძე, რომელიც  თავის ტოლივით მექცეოდა,  უკვე დიდი  ხანია  მეცნიერების კანდიდატი,  რამდენიმე    სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის შესანიშნავი მონოგრაფიის -„მეაბრეშუმეობა საქართველოში, თბ. 1957წ., ავტორი იყო
  ნანულიმ აბესაძემ   თავისი  მეცნიერული კვლევის შემდეგი პერიოდი ქალაქების შესწავლას  მიუძღვნა მან არერთი ნაშრომი გამოაქვეყნა:მცხეთის გორის , კახეთის ქალაქების  და სხვ ისტორიულ- ეთნოგრაფიული კვლევის ხაზით.  ქალაქურ ყოფას ეხება მისი სადოქტორო დისერტაცია და მონოგრაფიაც _ „ხელოსნური წარმოება და ხელოსათა ყოფა საქართველოს ქალაქებში(XIXს.   II ნახ. – XXს-ის დასაწყისი):(ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა)“თბ.1986. ბოლო წლებში  ნანული  ქალაქებში მიმდინარე ეთნიკურ პროცესებზე მუშაობდა. გადამეტებული არ იქნება,  თუ ვიტყვით, რომ ნანული აბაესაძე, რომელმაც ქალაქის ეთნოგრაფიის შესწავლა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში  დაიწყო,  დღეს სოციოკულტურული ანთროპოლოგიის  პოპულარული მიმართულების ურბანული ანთროპოლოგიის კვლევის ერთ-ერთიპიონერია საქართველოში. 
ნანული  აბესაძე იმ ქალთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც  ცხოვრების მძიმე, მაგრამ    საინტერესო და ნაყოფიერი გზა გამოირეს. მან შეძლო ყოფილიყო ღირსეული მეუღლე, შესანიშნავი შვილების  დედა,  ნამდვილი ინტელიგენტი, მოქალაქე  და სერიოზული მეცნიერი, იმავდროულად  კეთილშობილი პიროვნება,  სათნო და სიკეთით სავსე  ადამიანი ,რომელიცმზად იყო გვერდში დაგომოდა ყველას ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა. გულდასაწყვეტია, რომ  ასეთმა ადამიანმა დაგვტოვა, მაგრამ   სასიხარულოა ის,  რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ და მათთან ურთიერთობის  ბედნიერება გვქონდა...
                                                                                              ნუნუ მინდაძე

ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.