RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2015 » ივლისი » 14 » ვირტუალური ინსტიტუტის ვირტუალური თანამშრომლები!
9:32 PM
ვირტუალური ინსტიტუტის ვირტუალური თანამშრომლები!

13. 07. 2015 ქ-მა ი. ტატიშვილმა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის 47(!) თანამშრომელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ეპისტოლე გაუგზავნა.

ელექტრონული წერილის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინსტიტუტმა მაქსიმალურად უნდა დააჩქაროს თსუ-ში ინტეგრირება.

სანამ უშუალოდ ამ საკითხს და მიმართვის უჩვეულო ფორმას შევეხებოდეთ, გვინდა შევახსენოთ პატივცემულ ქ-ნ ტატიშვილს (და კომპანიას), რომ როდესაც ის წერს მომატებული ხელფასის სიკეთის შესახებ, გათვალისწინებულია ის, რომ ჯერ ერთი: ა) თსუ აქ არაფერ შუაშია და ბ) რომ თანამშრომლებსა და განყოფილების გამგეებს ხელფასი მოემატათ არა ინსტიტუტის "ვირტუალურ" სივრცედ გადასაქცევად, არამედ კონკრეტულად, ინსტიტუტში და განყოფილებებში საქმიანობისათვის. პირადად მას კი, უკვე 6 თვეზე მეტია ინსტიტუტისკენ არც კი გამოუხედავს. მას არ მიუღია მონაწილეობა არც ინსტიტუტის საერთო კრებებში (რომელიც შენობის გასხვისების აქტუალურ საკითხს შეეხებოდა), არც სამეცნიერო კონფერენციაში და ა.შ. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილებაში მას საერთოდ არც შეუხედავს. ასეთ მაგალითს აძლევს გამგე ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების თანამშრომელებს... (ამიტომაც არის, რომ განყოფილება, თითქმის სულ დაკეტილია).

ახლა არსებით საკითხზე. საინტერესოა, რატომ იტვირთავს ქ-ნი ტატიშვილი თავზე მისიას, რომ ინსტიტუტის დირექციასთან და თანამშრომლებთან შეუთანხმებლად, სთხოვს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას დააჩქარონ თსუ-ში ინსტიტუტის ინტეგრაცია და მოითხოვს ამისათვის სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნას (იხ. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ა. კუკულავას პასუხი მის წერილზე).

რაც შეეხება, Post factum, ინსტიტუტის 47 თანამშრომელთან გაგზავნილ მის ეპისტოლეს, მასში ბევრი შეუსაბამობაა. არასწორია თუნდაც იმის მტკიცება, რომ თითქოს "მრავალი" ინსტიტუტი უკვე "ინტეგრირდა" თსუ-ში. სინამდვილეში, საქმე ეხება მორფოლოგიის და სულ ახლახან, ეკონომიკის ინტიტუტებს. მათ შესახებ, რამდენიმე კვირის წინ, ქ-ნი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინსტიტუტების დირექტორებთან შეხვედრაზე, ბ-მა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ განხორციელდა ერთი მათგანის (მორფოლოგიის ინსტიტუტის) "წინსწრებით" ინტეგრირება თსუ-ში, მეორესი კი, უახლოეს დროში მოხდება. იმავე შეხვედრისას გაირკვა, რომ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ კვლევითი ინსტიტუტების შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ინსტიტუტების თსუ-ს კვლევით ერთეულებად დამტკიცება, კვლავ განხორციელდება. რბილად რომ ვთქვათ, არასწორია "ეპისტოლეში" მოხმობილი ის არგუმენტიც, რომ თუ ისტორისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი თსუ-ს სტრუქტურული ერთეული იქნებოდა, მაშინ აღარ დადგებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხების განაწილების (ე.წ. ბიბლიოთეკის, არქივისა და ა.შ. დაფინანსების) პრობლემა. კი მაგრამ, ეს პრობლემა ხომ ქ-მა ტატიშვილმა და მისმა მეუღლემ წამოჭრა, თსუ-ს ადმინისტრაციამ კი, გარკვევით განაცხადა, რომ ინსტიტუტების არავითარ დამატებით დაფინანსებას არ აპირებს არც ახლა და არც მომავალში! მაშ, რატომ ჩქარობს ასე ქ-ნი ი. ტატიშვილი და Co? ხომ არ არის აქ სადმე ძაღლის თავი დამარხული და თვითონ ხომ არ არის ის მოხელე, ვინც ამღვრეულ წყალში იჭერს თევზს?

ვაჟა კიკნაძე

 


კატეგორია: საინსტიტუტო საკითხები | ნანახია: 1133 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.