RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2017 » ივლისი » 13 » ნიკო ჯავახიშვილის დაჯილდოება კომანდორის ორდენით
6:29 PM
ნიკო ჯავახიშვილის დაჯილდოება კომანდორის ორდენით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუ­მანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრო­მელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ნიკო ჯავახიშვილს მრავალწლიანი და მჭი­დრო თანამშრომლობა აქვს ბალტიისპირეთის ავტორიტეტულ სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან. სისტემატურად იბეჭდება მისი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებშიც შესწა­ვლილია ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის საკითხები. ამ თემაზე დაწერილი მისი მონოგრაფია გამოქვეყნებულია ქართულ, ლატვიურ და რუსულ ენებზე.

2014 წლის 10 ივნისს ლატვიის რესპუბლი­კის მეცნიერებათა აკადემიის სენატმა ნიკო ჯავახიშვილს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. იგი ამ ტიტულის ყველაზე ახალ­გაზრდა მფლობელია.

ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს შო­რის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთო­ბის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ნიკო ჯავახიშვილი საპატიო სიგელებით დააჯილდოეს: ლატვიის უნივერსიტეტის აკა­დემიურმა ბიბლიოთეკამ (19. XII. 2015), ლა­ტვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (16. V. 2016 .), ლატვიის ეკონომიკის ინსტიტუტმა (23. VI. 2016), ლატვიის ისტორიის ინსტი­ტუტმა (11. VII. 2016) და ლიტვის ისტორიის ინსტიტუტმა (19. XII. 2016).

აღნიშნული აღიარების თაობაზე ჩვენს ჟურნალში არაერთხელ ვიუწყებოდით (იხ.: NN 47; 60; 67; 69).

ლიტვის დიდი სამთავროს ისტო­რიულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპუ­ლარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ლიტვის დიდი სამთავროს ისტორიული ხსოვნის ორგანიზა­ციების გაერთიანებამ, ამა წლის 19 ივნისს, ნიკო ჯავახიშვილი დააჯილდოვა კომანდორის ორდენით (რიგითი ნომერი _ 033).

ვულოცავთ ჩვენი ჟურნალის აქტიურ ავ­ტორს ამ მორიგ საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას სამეცნიე­რო-პედაგოგიურ სარბიელზე.

"ისტორიანი"

http://www.rbimba.lt/blog/2017/06/20/gruzijos-profesorius-tyrineja-lietuvos-istorija/

http://www.ldk-atmintis.lt/index.php/naujienos/77-bendradarbiavimas-su-gruzijos-istorikais

 

ქართველი მეცნიერის დაჯილდოების ცერემონია (2017 წლის 19 ივნისი, ვილნიუსი). მარცხნიდან პროფესორები: დანიელიუს ვერვეჩკა, თამარ ბაირაშაუსკაიტე, ნიკო ჯავახიშვილი, რიმვიდას პეტრაუსკასი, რიმანტას მიკნისი, რემიგიუს ბიმბა, ტადას სუდნიცკასი

კომანდორის ორდენი (ბაფთით)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომანდორის ორდენის სიგელი

კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 983 | დაამატა: მამუკა | ტეგები: ნიკო ჯავახიშვილი, ლატვია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.