RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2016 » მაისი » 27 » ნიკო ჯავახიშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
11:36 AM
ნიკო ჯავახიშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ­ს­ტიტუტის ახალი და უახ­ლე­სი ისტორიის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის მეცნიერე­ბა­თა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ჯა­ვა­ხიშვილს ხანგრძლივი და მჭიდრო თა­ნამშ­რო­მ­ლობა აქვს ბალტიის რესპუბლიკების სა­მე­ცნიერო და სას­წა­ვლო ცენტ­რე­ბ­თან. მისი სა­მე­ცნიერო ნაშრომები, რომლებშიც შეს­წა­ვ­ლილია ქართულ-ბალტიურ ურ­თი­ერთობათა ის­ტორიის საკითხები, სისტემატურად იბე­ჭ­დება ქართულ და უცხოურ ენ­ებ­ზე. მისი მო­ნო­გრაფია “ქართულ-ბალტიური ურთიერ­თო­­ბის ისტორიის ნარკვევები” უკა­ნასკნელ ხუთ წე­ლიწადში გამოქვეყნდა სამ (ქართულ, ლატვიურ და რუსულ) ენაზე, რო­გორც თბი­ლისში, ასევე რიგაში.

2014 წლის 10 ივნისს ლატვიის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სენატის გადაწყვეტი­ლე­ბით, პროფესორ ნიკო ჯავახიშვილს მიენიჭა ლატვიის მეცნიერებათა აკა­დე­მიის სა­პა­ტიო დოქტორის წოდება.

2016 წლის 16 მაისს პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი დაჯილდოვდა ლატვიის საგარეო საქ­მე­თა სამინისტროს საპატიო სიგელით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნ. ჯავახიშვილი ჯილდოვდება ლატვიასა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერ­თო­ბის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

26 მაისს, ლატვიის რესპუბლიკის საგან­გე­ბო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქარ­თ­ველოში, ქალბატონმა ელიტა გაველემ თბილისში აკრედიტებულ ლატვიის საელჩოში გამართა საზეიმო მი­ღე­ბა, რომე­ლ­საც დაესწრო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამო­სუ­­ლი ლატვიის (სე­იმის) პა­რ­­ლამენტის სპიკერი, ქალბატონი ინა­რა მურნიეცე. შეხვედრას ასევე და­ეს­წ­რ­ნენ სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის, საქართველოს სა­გან­გე­ბო და სრულუფლე­ბი­ანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, ბატონი თეიმურაზ ჯან­ჯა­ლია. შეხვედრაზე პროფესორ ნიკო ჯავა­ხიშ­ვილს გადაეცა ლატვიის რესპუბლიკის სა­გა­რეო საქ­მე­თა სამინისტროს სა­პატიო სიგელი. 

კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 1008 | დაამატა: მამუკა | ტეგები: ნიკო ჯავახიშვილი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.