RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » მასალის არქივი
« 1 2 ... 19 20 21 22 23 24 25 »
გამოვიდა კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ ჯონი კვიციანის წიგნი ''კავკასია და
კავკასიელები" გამომცემლობა "უნივერსალი"
კატეგორია: ახალი გამოცემები | ნანახია: 2451 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-30 | კომენტარი (0)

 

 სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული სამედიცინო კულტურა - PDF

 


ნაშრომში საველე-ეთნოგრაფიული მასალისა და საარქივო მონაცემების საფუძველზე
განხილულია სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ტრადიციული სამედიცინო კულტურა,
კერძოდ, ამ რეგიონში გავრცელებული დაავადებანი, მათთან დაკავშირებული რწმენაწარმოდგენები, მკურნალობის ნატუროპათიური და მაგიურ-რელიგიური საშუალებანი.
საველე მონაცემების შეჯერებით ძველქართულ სამედიცინო ხელნაწერებთან
გამოვლენილია მათი ურთიერთკავშირი და ურთიერთგავლენა, ხალხური სამკურნალო
საშუალებათ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ახალი გამოცემები | ნანახია: 1498 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-22 | კომენტარი (0)

სალომე ბახია-ოქრუაშვილი - "აფხაზთა ეთნიკური ისტორიის პრობლემები" მონოგრაფია.

კატეგორია: ახალი გამოცემები | ნანახია: 1917 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-21 | კომენტარი (0)

2008 წლის 2 აპრილს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰუბერტუს იანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე "სიღატაკე სანკტ-პეტერბურგში, როგორც სოციალური აღქმის ობიექტი” (რუსულ ენაზე).
კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 1505 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-11 | კომენტარი (0)

2008 წლის 2-5 ივნისს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის ეღდგენის 90 წლისთავს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საპატიო სტუმარმა, ბატონმა ოთარ პატარიძემ.
 
ბატონი ოთარი ცნობილი ემიგრანტის, ეროვნულ-დემოკრატის, საზოგადო მოღვაწისა და ჟურნალისტის ელისე პატარიძის (1896-1975) ვაჟია.
 
ბატონმა ოთარმა გაიხსენა ფაქტობრივად მთელი ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წევრები, და წაიკითხა ელისე პატარიძის პატრიოტული ლექსი; ამ ლექსის ტექსტი რომელსაც ბატონი ე. პატარიძის ავტოგრაფი ამშვენებდა მან ინსტიტუტს საჩუქრად გადასცა.

ამრიგად ღონისძიების მონაწილეთათვის ბატონი ოთარ პატარიძის სტუმრობა საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოჩნდა.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ღონისძიებები | ნანახია: 1366 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-11 | კომენტარი (0)

2010 წლის 19 აპრილს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ, საჯარო, საზოგადოებრივ ინსტიტუციებს შორის. მხარეები თანმხმდებიან:

- აწარმოონ ერთობლივი კვლევა;
- კვლევის საფუძველზე განავითარონ სასწავლო პროგრამები და რესურსები;
- პროგრამების ფარგლებში ხელი შეუწყონ კვლევით/სასწავლო პროცესში მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკისა დსა სხვა სამეცნიერო
რესურსების წვდომას, საზოგადოებაში ცოდნის გავრცელებასა და ინფორმირებულობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
ინოვაციური სისტემების ინსტიტუტი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მემორანდუმები | ნანახია: 1571 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-11 | კომენტარი (0)


1. საქართველოს თავდაცვის მინისტრიის 2007 წლის 26 ნოემბრის N740  ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა, კურსანტთა და მსმენელთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და სამხედრო პატრიოტული თვითშეგნების ამაღლებისა და საერთო საგანმანათლებლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს შორის დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი. ინსტიტუტს დაევალა მოამზადოს საგანმანათლებლო სერია - "მეომრის ბიბლიოთეკა”, რომელშიც შევა პოპულარული ნარკვევები საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქართველი მეფეების, მხედართმთავრების, საქართველოს სამხედრო და საზღვაო საქმის ისტორიის, მსოფლიოს გამოჩენილი მხედართმთავრებისა და სხვა ისტორიული მოვლენების შესახებ; აგრეთვე საბრძოლო მოქმედებათა რუკების შედგენა და სალექციო კურსის წაკითხვა სამხედრო მოსამსახურეთათვის.
კატეგორია: მემორანდუმები | ნანახია: 1556 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-11 | კომენტარი (0)

საქართველოს ილუსტრირებული ისტორია ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლთა მიხედვით.
 
1. კვლევის სიახლე, მიზანი და ამოცანები
1.1 პრობლემის აქტუალობა და კვლევის სიახლე


უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მეტი ყურადღება ენიჭება ისტორიული მასალის ინტერნეტში განთავსებას – მსგავსი შინაარსის საიტები გააჩნია მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის ჩვენს რეგიონში მდებარეთაც. საქართველოს ისტორია სრულყოფილი სახით დღემდე არ არის დამუშავებული და არც ინტერნეტულ ქსელშია განთავსებული.
ელექტრონული (ციფრული) ვერსიის შექმნა-დამუშავება უაღრესად საშური საქმეა, ვინაიდან ისტორიასთან ჩვენი ქვეყნის და მის ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან დაკავშირებული ზოგიერთი მოვლენა თუ ცალკეული ფაქტი ტენდენციურად და ხშირ შემთხვევაში გაყალბებული სახითაც არის ხოლმე გადმოცემული. ამის ნათელი მაგალითია აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფალთა შეკვეთით განთავსებული საიტები ზოგიერთი "კეთილმოსურნე” ქვეყნის საინტერნეტო რესურსებში.
ჩვენს მ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პროექტები | ნანახია: 1923 | დაამატა: მამუკა | თარიღი: 2010-04-10 | კომენტარი (0)















ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.