RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » მემორანდუმები 2010
0:24 AM
მემორანდუმები 2010
2010 წლის 19 აპრილს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურულ, საჯარო, საზოგადოებრივ ინსტიტუციებს შორის. მხარეები თანმხმდებიან:

- აწარმოონ ერთობლივი კვლევა;
- კვლევის საფუძველზე განავითარონ სასწავლო პროგრამები და რესურსები;
- პროგრამების ფარგლებში ხელი შეუწყონ კვლევით/სასწავლო პროცესში მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკისა დსა სხვა სამეცნიერო
რესურსების წვდომას, საზოგადოებაში ცოდნის გავრცელებასა და ინფორმირებულობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
ინოვაციური სისტემების ინსტიტუტი
Caucasus Environmental NGO Network
___________________________________________________________________________________
2010 წლის 25 იანვარს სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და ისტორიის პედაგოგთა საქართველოს ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეები მიზნად ისახავენ სამეცნიერო და პედაგოგიური პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას ახალგაზრდა თაობების ისტორიული განათლებისა და ისტორიის პედაგოგების დახელოვნების სფეროში. მხარეები ხელს შეუწყობენ თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას ისტორიის მიმართულებით ორ სუბიექტს შორის ისტორიული განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში.

"ასოციაცია” უზრუნველყოფს:

– ერთობლივი პროექტების მომზადებას ისტორიის სასკოლო სწავლების დონის ამაღლების მიზნით
– "ასოციაციის” წევრების მონაწილეობას საქართველოში ისტორიის სწავლების თანამედროვე დიდაქტიკური მეცნიერების შექმნასა და განვითარებაში

– "ასოციაციის” წევრების მონაწილეობას ისტორიის სახელმძღვანელოების კვლევის ეროვნული და, პერსპექტივაში, სამხრეთ კავკასიის ცენტრის დაარსებაში

– "ასოციაციის” წევრების ჩართვას ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და ექსპერტიზის საქმეში
– "ასოციაციის” წევრების მონაწილეობას ისტორიის პედაგოგთა პროფესიულ გადამზადებაში
– "ასოციაციის” საბიბლიოთეკო ფონდით სარგებლობას "ინსტიტუტის” მეცნიერ–თანამშრომლებისათვის
– "ასოციაციის” არსებულ და მომავალ საერთაშორისო და ეროვნულ პროექტებში "ინსტიტუტის” მეცნიერ–თანამშრომელთა ჩართვას
– "ასოციაციის” შუამავლობას ევროპულ პროფესიულ ასოციაციებსა და (ევროკლიო და მასში შემავალი ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ისტორიის პედაგოგთა სამოცდაოთხი ორგანიზაცია) სხვა ინსტიტუტებთან გამოცდილების გაზიარების, "ინსტიტუტის” მეცნიერ–თანამშრომელთა სტაჟირებისა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიზნით– სკოლის პედაგოგების ისტორიის სფეროში სამეცნიერო კვლევებისადმი ინტერესის გაღვივებასა და მათ ჩარტულობას ამ კვლევებში – მუზეუმების, ისტორიულ–ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური ცენტრების დაკავშირებას განათლების სისტემასთან.

"ინსტიტუტი” უზრუნველყოფს:

– "ინსტიტუტის” მეცნიერ–თანამშრომელთა მონაწილეობას საქართველოში ისტორიის სწავლების თანამედროვე დიდაქტიკური მეცნიერების შექმნასა და განვითარებაში
– "ინსტიტუტის” მეცნიერ–თანამშრომელთა მონაწილეობას ისტორიის სახელმძღვანელოების კვლევის ეროვნული და, პერსპექტივაში, სამხრეთ კავკასიის ცენტრის დაარსებაში
– "ინსტიტუტის” მეცნიერ–თანამშრომელთა ჩართვას ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და ექსპერტიზის საქმეში
– "ინსტიტუტის” მეცნიერ–თანამშრომელთა მონაწილეობას ისტორიის პედაგოგთა პროფესიულ გადამზადებაში
– "ინსტიტუტის” საბიბლიოთეკო ფონდით სარგებლობას "ასოციაციის” წევრებისათვის
კატეგორია: მემორანდუმები | ნანახია: 1571 | დაამატა: მამუკა | ტეგები: მემორანდუმები 2010, ისტორიის ინსტიტუტი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.