RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » მემორანდუმები 2007 – 2008 წწ.
0:05 AM
მემორანდუმები 2007 – 2008 წწ.

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრიის 2007 წლის 26 ნოემბრის N740  ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა, კურსანტთა და მსმენელთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და სამხედრო პატრიოტული თვითშეგნების ამაღლებისა და საერთო საგანმანათლებლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს შორის დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი. ინსტიტუტს დაევალა მოამზადოს საგანმანათლებლო სერია - "მეომრის ბიბლიოთეკა”, რომელშიც შევა პოპულარული ნარკვევები საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქართველი მეფეების, მხედართმთავრების, საქართველოს სამხედრო და საზღვაო საქმის ისტორიის, მსოფლიოს გამოჩენილი მხედართმთავრებისა და სხვა ისტორიული მოვლენების შესახებ; აგრეთვე საბრძოლო მოქმედებათა რუკების შედგენა და სალექციო კურსის წაკითხვა სამხედრო მოსამსახურეთათვის.

2. 2008 წლის 5 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა საჯარო ლექციების წაკითხვას უნივერსიტეტში, მათი სამეცნიერო შრომების პოპულარიზაციას როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის პარტნიორ უნივერსიტეტებში; სტუდენტთა მომზადებას ბაკალავრიატის ეტაპზე; მაგისტრანტებისა და დოქტორანტების უზრუნველყოფას სამეცნიერო ბაზითა და ხელმძღვანელობით; აგრეთვე ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.

3. 2008 წლის 25 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა საჯარო ლექციების წაკითხვას უნივერსიტეტში, მათი სამეცნიერო შრომების პოპულარიზაციას როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის პარტნიორ უნივერსიტეტებში; სტუდენტთა მომზადებას ბაკალავრიატის ეტაპზე; მაგისტრანტებისა და დოქტორანტების უზრუნველყოფას სამეცნიერო ბაზითა და ხელმძღვანელობით; აგრეთვე ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.

4. 2008 წლის 5 მაისს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს: მოეწყოს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები; მოხდეს ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის მეცნიერთა შრომების პოპულარიზაცია.
 
5. 2008 წლის ივლისში სსიპ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის 5 წლის ვადით დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს: საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის ხელშეწყობას, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ ისტორიის ინსტიტუტის წიგნად და საარქივო ფონდებზე. ინსტიტუტის მონაწილეობას საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სამეცნიერო მუშაობასა და კვლევებში. ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებას; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობას. საუკეთესო სტუდენტებისა და მაგისტრანტების ინსტიტუტში სტაჟირებას. ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების, წიგნების პრეზენტაცია-განხილვების მოწყობას.
 
6. 2008 წლის 13 ნოემბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და მოლდავეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტს შორის გაფორმდა სამეცნიერო თანამშრომლობის 5 წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს: მხარეთა მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებში; აგრეთვე სამეცნიერო კადრების მომზადებას. თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია: სამეცნიერო კვლევების განხორციელება ერთობლივი ინტერესების სფეროში. სპეციალისტთა გაცვლა სტაჟირებისა და ლექციების წაკითხვის მიზნით. ასპირანტთა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა სადისერტაციო კვლევების ხელმძღვანელობა მეორე მხარის მეცნიერთა მიერ. სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ერთობლივი საგამომცემლო და საგანმანათლებლო პროექტები. სამეცნიერო და სამეცნიერო-მეთოდური ლიტერატურის გაცვლა. მხარეთა სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებში სტატიების გაცვლითი პუბლიკაცია.
კატეგორია: მემორანდუმები | ნანახია: 1556 | დაამატა: მამუკა | ტეგები: თავდაცვის სამინისტრო, მემორანდუმები, თელავის უნივერსიტეტი, მოლდავეთის აკადემია, ქუთაისი უნივერსიტეტი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.