RSS Log In*





[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 3 დან«123
ფორუმი Forum » მალხაზ აბდუშელიშვილი 90 Malkhaz Abdushelishvili 90 » სამეცნიერო კონფერენცია Scientific Conference » სამეცნიერო კონფერენცია Scientific Conference
სამეცნიერო კონფერენცია Scientific Conference
Chelebadzeთარიღი: პარასკევი, 2016-07-08, 9:58 AM | შეტყობინება # 31
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 1
სტატუსი: Offline
ნაილა ჩელებაძე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის აკადემიური დოქტორი
მობ.: 599 28 61 28
ელ-ფოსტა: n.chelebadze@mail.ru

ახალი მასალები აჭარის სოციო-კულტურული ვითარების შესწავლისათვის (ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ფონდების მიხედვით )

ქართველოლოგიური კვლევის საქმეში განუზომელია საუკუნის ტრადიციის მქონე ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ღვაწლი. ამ სახელოვან ინსტიტუტში ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობდნენ ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების ფუძემდებლები, რომელთა ნაშრომებმა ვრცლად წარადგინეს მსოფლიოს წინაშე ქართველი ხალხის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა და იგი ღირსეულად დაამკვიდრეს საკაცობრიო ცივილიზაციაში. მათივე დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა ინსტიტუტის უმდიდრესი სამეცნიერო ფონდი, რომელიც მრავალი საყურადღებო ნაშრომის საფუძვლად იქცა.
საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ინსტიტუტის ეთნოგრაფიული მასალების ფონდი, რომლებშიც XX საუკუნის 30-40-იან წლების საველე ექსპედიციის დღიურები და ხელნაწერი ნაშრომებია დაცული. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია აჭარის ყოფისა და კულტურის შესწავლისადმი მიძღვნილი პროფესორ ვერა ბარდაველიძის სამი ნაშრომი, აქედან ორი დაიწერა 1933 წელს: „საოჯახო ყოფა აჭარაში“ (48 გვერდი) და „ტოპონიმიკა, გვართა გენეალოგია. არქეოლოგიური ნაშთების აღწერა. მეზობლებთან ურთიერთობის და ნატურალური მეურნეობის აღწერა“ (207 გვერდი), ხოლო „სწავლა მედრესეებში, ლოცვები, დღეობები . . “ კი 1937 წლით არის დათარიღებული. ავტორმა სამივე ნაშრომს საფუძვლად დაუდო 1933 წელს აჭარის ეთნოგრაფიული ექსპედიციის შედეგად მოპოვებული მასალები, რომლებშიც ფართოდაა გაშუქებული აჭარული ოჯახის სტრუქტურა და მმართველობის თავისებურებები, ნათესაური ტერმინოლოგია, მოსახლეობის სულიერი ცხოვრების ცალკეული მხარე, აჭარის ისტორიული ძეგლების მიმოხილვა, მატერიალური კულტურა და ა.შ. აღნიშნული ნაშრომები ფასდაუდებელია აჭარის სოციალურ-კულტურული ვითარების წარმოჩენისა და მისი შესწავლის საქმეში.
ასევე საყურადღებოა ინსტიტუტის ფონდებში დაცული ლ. კუჭუხიძის ხელნაწერი ნაშრომი „აჭარული ოჯახი“, რომელიც ავტორმა ზემო აჭარის სოფელ ღორჯომში თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში შეკრებილი მასალების საფუძველზე დაწერა.
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ფონდებში დაცულია მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები, რომელთა შესწავლისა და გამომზეურების შედეგად შესაძლებელია დაიწეროს არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა.


შეტყობინება შეასწორა Chelebadze - პარასკევი, 2016-07-08, 9:59 AM
 
Ясинаთარიღი: ხუთშაბათი, 2016-07-14, 3:10 PM | შეტყობინება # 32
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 1
სტატუსი: Offline
Динамика физического развития и созревания чувашских детей в 20 веке

Ясина О.В.

Московский государственный университет имени М.В.Ломоносова, Москва. E-mail: okyasina@mail.ru

Изучение процессов роста и развития в различных экологических условиях чрезвычайно важно для объяснения индивидуальных и групповых вариаций формы и строения тела в популяциях человека, сформировавшихся в результате длительной адаптации к условиям окружающей географической среды. В то же время, на протяжении последних двух столетий у населения различных регионов Земли в результате процессов акселерации наблюдались значительные трансформации сформировавшихся ранее биологических характеристик развития у подрастающего поколения. В результате в изучаемых группах на протяжении ряда генераций направленно изменялись длина и некоторые пропорции тела, вес, степень жироотложения, мускульная масса и др.
Важные дополнительные данные в области адаптации человека могут быть получены при изучении биологической изменчивости локальных популяций современного населения. В этом плане большой интерес представляет многоэтничный регион Поволжья. Его населяет значительное число крупных по численности и стабильных, с точки зрения сохранения популяционных характеристик и традиционной культуры на большом отрезке времени, народов. Большую ценность представляет наличие антропометрических данных для коренного населения, собранных и опубликованных исследователями в начале XX века, что позволяет провести изучение динамики морфологических и онтогенетических изменений за длительный период времени.
Цель исследования
Провести сравнительную оценку темпов роста и развития у чувашских детей в начале и конце XX века.
Материал и методы
Морфологические данные по чувашским детям и подросткам школьного возраста были собраны автором в селах Ядринского района Чувашии в 2002 г. (n = 650 чел.) Для оценки темпов биологического созревания в популяции использовались данные по среднему возрасту Ме у девочек. В качестве сравнительного материала применяются данные по детскому населению Чувашии начала 20 в., опубликованные М.Е. Ефимовым в РАЖ в 1933 г.
Результаты исследований
По длине тела современные дети во всех возрастах крупнее сверстников начала 20 века. Наибольшие различия между группами наблюдаются в пубертатный период и достигают 18 см мальчиков и 10 см у девочек. Для сравнения, взрослое современное население выше своих предков всего на 8 см у обоих полов. Существенные различия найдены во время созревания по весу тела, хотя к концу периода роста разница составляет всего 4–2 кг у юношей и девушек. Возрастная динамика окружности грудной клетки очень близка в сравниваемых группах до 11 лет у девочек и 12 лет у мальчиков. После резкого расхождения в пубертатном периоде размеры этого признака тесно сближаются к окончанию ростового периода.
Средний возраст менархе у современных школьниц близок к 13,5 годам. В работе М.Е. Ефимова возраст менархе не отмечался, но на основании анализа развития вторичных половых признаков автор оценивает его в 16 +- 1,5 г. Эта оценка хорошо совпадает с нашими данными по ретроспективному исследованию этого параметра у взрослых женщин 20-х годов рождения. Таким образом, разница в возрасте Ме между современными населением и девушками начала века составляет примерно 2,5–3 года.
Заключение
Наиболее выраженные различия в возрастной динамике морфологических признаков в сравниваемых временных группах чувашских детей и подростков наблюдаются по длине тела, что является следствием процессов акселерации развития на этой территории. Траектории возрастных изменений поперечных и обхватных размеров изменились в связи с ускорением созревания, но дефинитивные значения признаков не имеют резко выраженной дифференциации, как в период роста и созревания. Темпы созревания чувашского сельского населения начала и конца 20 в. ускорились примерно на 3 года.

Ключевые слова: антропология, рост и развитие, чуваши, экология человека.
 
Боруцкаяთარიღი: ხუთშაბათი, 2016-07-14, 6:43 PM | შეტყობინება # 33
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 1
სტატუსი: Offline
Палеодемографическое исследование населения Таманского полуострова конца эпохи Золотой Орды.

Боруцкая С.Б.
Московский Государственный Университет имени М.В. Ломоносова, vasbor1@yandex.ru
Васильев С.В.
Институт этнологии и антропологии РАН, vasbor1@yandex.ru

Проведено палеодемографическое исследование некрополя Псебебс-3, датируемого 14-15 веками, с применением статистических методов обработки материала. Представительность группы позволила получить результаты, близкие к демографической реальности на территории Таманского полуострова в XIV-XV вв. Исследованная группа характеризовалась не нормальным соотношением между мужчинами и женщинами. Количество мужчин почти в два раза превышало количество женщин. Возможно именно женщины чаще умирали в раннем детстве. Средняя продолжительность жизни людей группы составила 25,7 лет. Пик смертности взрослых мужчин приходился на интервал 30-35 лет, пик смертности женщин соответствовал интервалу 20-25 лет. Примерно 20% детей умерли в возрасте до одного года. Почти половина детей умерли в возрасте до пяти лет. Для данной группы можно отметить очень низкое количество индивидов в когорте 15-20 лет и неплохую представительность финальной возрастной когорты.
Ключевые слова.
Палеодемография, возрастная когорта, пик смертности, средняя продолжительность жизни, финальная возрастная когорта, палеодемографический индекс.
 
Shengeliaთარიღი: კვირა, 2016-07-31, 1:29 AM | შეტყობინება # 34
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 1
სტატუსი: Offline
აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის შედარებითი პოპულაციური გენეტიკური კვლევა

რამაზ შენგელია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ლიანა ბითაძე, დავით ჭითანავა, შორენა ლალიაშვილი  _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიორგი ანდრიაძე – წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი
ეკა ხმალაძე – დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი
მერაბ კეკელიძე - დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი
ნინო ჩიქოვანი – წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი
 
დაინტერესება საქართველოს და მთლიანად კავკასიის მოსახლეობოს გენეტიკური შესწავლისადმი მეტად დიდია, თუმცა შეინიშნება კვლევების ფრაგმენტულობა, არასისტემურობა და გარკვეული უზუსტობები მონაცემთა ურთიერთშეჯერებისას.
 
საქართველოს მოსახლეობა უნიკალურია თავისი ეთნოგრაფიული, სუბეთნიკური სიჭრელით და გეოგრაფიული განაწილებით. ის, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო მოდელი ინდა იყოს ახლო აღმოსავლეთისა და და განსაკუთრებით ანატოლიის ეთნიკური პრინციპული სტრუქტურირების გასარკვევად. შედარებითი პოპულაციური გენეტიკური და ფილოგენეტიკური კვლევების დროს მეცნიერები ეყრდნობიან ხოლმე კავკასიის პოპულაციების მონცემებს, რომრლიც საკმაოდ შეზღუდულია, ხოლო კომენტირებისას, როგორც ჩანს, არცთუ უმნიშვნელო როლს პოლიტიკური მიზნები და ე.წ. ეროვნული ინტერესები თამაშობს.  ყველა დღემდე არსებული მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით საკამათოა და სერიოზულ გადასინჯვას მოითხოვს.
2012 წელს ჩატარდა ჩვენი _ ქართველი და ამერიკელი მეცნიერების _ სვანეთის მოსახლეობის ერთობლივი გენტიკური კვლევა. შესწავლილი იქნა 200-მდე ინდივიდი და ვფიქრობთ, ამით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ერთიან სისტემურ კვლევას ამ მიმართულებით..
საქართველოს (კავკასიის) ინტერპოპულაციური გენეტიკური კვლევები, ბუნებრივია, უდიდეს საერთაშორისო სამეცნიერო ინტერესს წარმოადგენს, მაგრამ, ამასთან, გამორჩეულ ყურადღებას ინტრაპოპულაციური შესწავლა იმსახურებს. ერთი მხრივ, ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების და მეორე მხრივ, საქართულოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა გენეტიკური შესწავლა, ვფიქრობთ, ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემას გაადვილებს. გვარები, რომელიც ფსევდოგენეტიკურ მარკერედაა აღიარებული, საქართველოს შემთხვევაში ბევრად უფრო სერიოზულ ადგილს იკავებს და გვაროვნული, კლანური და ა.შ. სტრუქტურების კოჰორტული კვლევით უაღრესად საინტერესო შედეგებს ველოდებით.
მცირე ჯგუფების სახით შესწავლილი იქნა საქართველოს  მოსახლეობის სუბეთნიკური ჯგუფები (თუშები, ფერეიდნელი ქართველები და სხვა) ასევე საქართველოში მცხოვრები აზებაიჯანელები, სომხები და ე.წ. “ურუმელი ბერძნები” (წალკა-დმანისი).  სულ 136 ინდივიდი.
გენომური დნმ-ის ექსტრაქცია მოხდა პირის ღრუს ნაცხიდან, რომელიც გამოკვლეულ იქნა მიკროსატელიტური ანალიზით (STR ).
თითოეული მამისეული ჰაპლოტიპის გამოყოფა მოხდა მისი 17-STR პროფილით. Y-ქრომოსომის ხაზები განისაზღვრა, როგორც ნიმუშებში წარმოდგენილი შNP და შთღ მონაცემების უნიკალური კომბინაციები.  DYშ389ბ-ს გამოთვლა მოხდა DYშ389II-იდან DYშ389I-ის გამოკლებით, რომელიც ყველა სტატისტიკური და ბადეების  ანალიზებისთვის გამოიყენება.
პოპულაციებში მსგავსებების და განსხვავებების დასადგენად Y-ქრომოსომის მონაცემები გაანალიზდა სტატისტიკური და ფილოგენეტიკური მეთოდებით. გენეტიკური მრავალფეროვნების, ჰაპლოტიპის განაწილების, პოპულაციის სტრუქტურის (AMOVA) და ნეიტრალიტეტის ინდექსების გაანგარიშება მოხდა AღLEQUIN 3.5.1.3 სოფტწარე პაცკაგე-ში (Eხცოფფიერ ანდ XXX 2010) (პროგრამული უზრუნველყოფა) არსებული მეთოდების გამოყენებით.
საქართველოს მოსახლეობის მცირე ჯგუფების შესწავლით ერთი მხრივ გამყარდა ზოგიერთი წარმოდგენა კავკასიის მოსახლეობის გენეტიკური სპექტრისა და პოლიმორფიზმის შესახებ. მეორე მხრივ, გამოვლინდა ახალი საინტერესო მონაცემები, რომელიც განხილული იქნება კონფერენციის მსვლელობისას. ვაცნობიერებთ რა კავკასიის (საქართველოს) გეოგრაფიულ, კულტურულ და კონფესიურ სივრცეში პოპულაციური გენეტიკური კვლევების მნიშვნელობას, შედეგებისადმი განსაკუთრებულ სენსიტიურ დამოკიდებულებას, უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ კვლევების დიზაინის ეთიკურ მხარეებს და მოალაქეთა კერძო ინფორმაციის დაცვის აუცილებლობას.


შეტყობინება შეასწორა Shengelia - კვირა, 2016-07-31, 1:30 AM
 
ფორუმი Forum » მალხაზ აბდუშელიშვილი 90 Malkhaz Abdushelishvili 90 » სამეცნიერო კონფერენცია Scientific Conference » სამეცნიერო კონფერენცია Scientific Conference
გვერდი 3 დან«123
ძებნა:

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.