RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2022 » აპრილი » 18 » კონკურსის გამოცხადების შესახებ
3:51 PM
კონკურსის გამოცხადების შესახებ

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელს, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის (შემდგომში „ინსტიტუტი“) დებულების შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, 4 წლის ვადით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ინსტიტუტის დირექტორი.

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებულია თსუ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის N140/2017 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 დეკემბრის N5 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი”-თ და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლითა და „საკონკურსო თანამდებობებისათვის განსაზღვრული კრიტერიუმები ინსტიტუტების და სამეცნიერო თანამდებობების მიხედვით“, ვაკანსიის შესაბამისად.

3. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 15 აპრილის დადგენილების (ოქმი N2) საფუძველზე, კონკურსი ცხადდება შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

ა) ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1 საშტატო  ერთეული (დამატებითი მოთხოვნა: მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისათვის (1 ს. ე. 10 წლ. ვადით) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება).

ბ) შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი, 1 საშტატო  ერთეული (დამატებითი მოთხოვნა: მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისათვის (1 ს. ე. უვადოდ) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება).

გ) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების ხელმძღვვანელი, 1 საშტატო  ერთეული (დამატებითი მოთხოვნა: მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისათვის (1 ს. ე. 10 წლ. ვადით) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება).

დ) საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1 საშტატო  ერთეული (დამატებითი მოთხოვნა: მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისათვის (1 ს. ე. უვადოდ) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება).

ე) კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1 საშტატო  ერთეული (დამატებითი მოთხოვნა: მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისათვის (1 ს. ე. უვადოდ) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება).

ვ) ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1 საშტატო  ერთეული (დამატებითი მოთხოვნა: მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისათვის (1 ს. ე. უვადოდ) დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება).

4. ძირითადი მოვალეობები: სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა; განყოფილებისთვის წლიური გეგმის შედგენა-შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსა და დირექტორისათვის სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია.

5. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

5.1. მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს, რაც მდგომარეობს შემდეგში:

ა) მთავარი მეცნიერ–თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის, არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; ასევე, მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გააჩნდეს 2 სტატია იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში ან 2 სტატია, რომელიც ინდექსირებულია ERIH-ში (ვაკანსიის პროფილის შესაბამისად).

ბ) მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით (ვაკანსიის პროფილის შესაბამისად).

გ) კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით): სამი ნაშრომის წარმოდგენა, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მის სამეცნიერო პოტენციალს. ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებზე. სხვა შემთხვევაში, ნაშრომს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.

5.2 კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობის (მენეჯმენტის) გამოცდილება, კერძოდ: მეცნიერთა არანაკლებ 3 კაცისაგან შემდგარი ჯგუფის ხუთწლიანი ხელმძღვანელობა.

6. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი) (დანართი N2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV), სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით, სამეცნიერო ფორუმებში და არსებობის შემთხვევაში, სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია). ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი – Word ან PDF;

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;

ე) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი/სხვა);

ვ) სამეცნიერო-ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) განყოფილების/ლაბორატორიის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრისა და ფუნქციების შესრულების მისეული ხედვა;

თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისეფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).

7. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 18 აპრილს.  საკონკურსო დოკუმეტაციის მიღება იწარმოებს 2022 წლის 28 აპრილიდან 2022 წლის 3 მაისის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარიაში (თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2, კორპუსი 11, თსუ ბიბლიოთეკასთან). 

არჩევნების დღედ განისაზღვროს 2022 წლის 5 მაისი.

კონკურსის საბოლოო შედეგი თსუ-ს ადმინისტრაციას ეცნობოს არაუგვიანეს 2022 წლის 16 მაისისა.

8. კონკურსი ჩატარდება შესაბამისი პროცედურის მიხედვით (დამტკიცებულია ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ 2018 წლის 7 თებერვლის დადგენილებით, ოქმი N 3).

9. კონკურსის შედეგები ძალაში შედის 2022 წლის 12 ივლისიდან.
 

კატეგორია: საინსტიტუტო საკითხები | ნანახია: 425 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.