Dear Colleague!
The Conference “Source-Study and Historiography” will be held on October 18,19,20, 2017 in Tbilisi.
The Organizers are: “The Commission for Georgian Historcal Sources” at the Georgian National Academy of Sciences and “Department of Medieval History of Georgia and Source-Study” of the Institute of History and Ethnology at the Ivane Javakhishvili Tbilisi State University.
Your participation is highly appreciated.
The papers might be devoted to critical analysis of sources, history of historical thoughts. There is no restriction regarding chronology or region
The applicants are required to send one-page abstract with short CV and contact details until May 15, 2017 to Professor Mariam Chkhartishvili (mariam.chkhartishvili@tsu.ge). By the second half of June they will be informed about the conference program
The working language of the conference is Georgian; however it would be possible to make presentations in English or in Russian as well. The interpreter will help with translation. The time-limit is 15 min. Presented papers will be published in the journal “Georgian Source-Study.”
There is no conference fee. The cultural and social programs will be free of charge.
Participants are responsible to cover the accommodation and travel expenses.
On behalf of the Organizing Committee,
Professor Mariam Chkhartishvili
ძვირფასო კოლეგავ!
2017 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია“ და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის „შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება“ გეგმავენ ჩაატარონ სამეცნიერო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“.
გიწვევთ მონაწილეობისათვის.
რეგიონისა და პერიოდის მიხედვით შეზღუდვა არ არის: წარმოდგენილი მოხსენებები შეიძლება შეეხებოდეს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის წყაროებს და ისტორიოგრაფიას, როგორც წინა მოდერნის, ასევე მოდერნულ და პოსტმოდერნულ ეპოქებს. ამასთან „წყაროთმცოდნეობა“ გამოიყენება ფართო გაგებით, როგორც ყველა ტიპის წყაროთა (და არა მხოლოდ წერილობითი ძეგლების) შემსწავლელი მეცნიერება. „ისტორიოგრაფიაც“ გულისხმობს ისტორიული აზრის ისტორიას ყველა დროში და არა მხოლოდ თანამედროვე სპეციალური ლიტერატურის ანალიზს.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებათა დოქტორების ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევრებს და დოქტორანტებს. დოქტორანტების განაცხადი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილ იქნება სამეცნიერო ხელმძღვანელის დასაბუთებული სარეკომენდაციო წერილი.
კონფერენციაში მოხსენებით გამოსვლის მსურველებმა მიმდინარე წლის 15 მაისამდე უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები ქართულ ენაზე და მოკლე ინფორმაცია სამუშაო ადგილის და სამეცნიერო ხარისხის შესახებ, აგრეთვე, უნდა მიუთითონ საკონტაქტო მონაცემები. თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ასო–ნიშანს. გამოყენებული ფონტი უნდა იყოს სილფაინი, პროგრამა – ვორდი 2010. თეზისები უნდა გადაეგზავნოს პროფესორ მარიამ ჩხარტიშვილს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam.chkhartishvili@tsu.ge
შემოსულ თეზისების კონფერენციის პროფილთან შესაბამისობის და სამეცნიერო სიახლის თვალსაზრისით განიხილავს სპეციალური კომისია. შერჩეული თეზისების ავტორებს მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ ეცნობებათ მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს.
დაგვიანებით, არასრულყოფილად ან ტექნიკურად გაუმართავი სახით წარმოდგენილი განაცხადები კომისიის მიერ არ განიხილება. კომისიის მიერ არ განიხილება, აგრეთვე, ხელმეორედ გადმოგზავნილი მასალა. ამიტომ, უმორჩლესად გთხოვთ შესაბამისად მოამზადოთ აპლიკაციები.
კონფერენციის სამუშაო ენა ქართულია. გამონაკლისის სახით მოხსენება შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ინგლისურად ან რუსულად.
მოხსენების რეგლამენტი – 15 წუთი.
კონფერენციას არა აქვს სარეგისტრაციო გადასახადი. კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებების ნაწილი ექსპერტთა რეცენზირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დაიბეჭდება ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ უახლოეს ნომერში.
კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის სახელით
პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი