ნაშრომში ქართული და უცხოური ნარატიული წყაროების, ახალი საარქივო დოკუმენტებისა და მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით, შესწავლილია აფხაზთა ეთნოგენეზი. წარმოჩენილია დღევანდელი "აფხაზების" ჩრდილო კავკასიელ აფსუებთან იდენტურობის პრობლემები. ტოპონიმიური, ფოლკლორული, ენობრივი, რელიგიური და სხვა ფაქტობრივი მასალების გათვალისწინებით, ნაჩვენებია ძველი აფხაზების, როგორც ქართული ეთნოსის შემადგენელი ნაწილის და ე. წ. "ახალი აფხაზების" ვინაობის დამადასტურებელი მონაცემები.
ნაშრომი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.
რედაქტორი: პროფ. გ. გელაშვილი
რეცენზენტები: პროფ. დ. ჭუმბურიძე, პროფ. გ. საითიძე
|