RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2020 » მაისი » 11 » სტატიების მიღება ჟურნალ ქართული წყაროთმცოდნეობის XXII ტომისათვის.
5:39 PM
სტატიების მიღება ჟურნალ ქართული წყაროთმცოდნეობის XXII ტომისათვის.

ძვირფასო კოლეგებო!
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“
XXII ტომისათვის
.
ტომი გამოვა 2020 წლის ბოლოს.
გზამკვლევი ავტორებისათვის:
კვლევითი სტატია შეიძლება იყოს ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული პროფილის
ორიგინალური გამოკვლევა. ტერმინი „წყაროთმცოდნეობა“ გამოყენებულია ფართო გაგებით ანუ როგორც
ყველა ტიპის წყაროთა (და არა მხოლოდ წერილობითი წყაროების) შემსწავლელი მეცნიერება.
შესაბამისად, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგში შესრულებული
ნაშრომებიც. არც რეგიონის, არც ქრონოლოგიის მიხედვით შეზღუდვა არ არსებობს.
კვლევა შეიძლება შეეხებოდეს უძველესი დროიდან დღემდე პერიოდში ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას და
ნებისმიერი ხალხის ისტორიულ გამოცდილებას.
• ჟურნალში კვლევითი სტატიების გარდა შესაძლებელია წყაროების ტექსტების გამოქვეყნებაც
შესაბამისი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კომენტარებით;
• მიიღება წყაროთა და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანები, რეცენზიები, სამეცნიერო
ცხოვრების სხვადასხვა ფაქტის (კონფერენციის, ვორქშოფის, წიგნის პრეზენტაციის და ა.შ.)
ამსახველი ინფორმაციები, სამეცნიერო პოლემიკის მასალები, დარგის სპეციალისტების შესახებ
მოგონებები, ნეკროლოგები.
• ჟურნალში სტატია შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენებზე, გამონაკლის
შემთხვევაში, რუსულად. სტატიას ქართულ ენაზე უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურად და
ქართულად, სტატიას ინგლისურ ენაზე ̶ ქართულად, სტატიას რუსულ ენაზე ̶ ქართულად და
ინგლისურად.
• სტატიის მოცულობა შენიშვნების, დამოწმებანის, დანართებისა და ილუსტრაციების, რეზიუმეს
ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 6000 სიტყვას. საინფორმაციო წერილების მოცულობა არ უნდა
აღემატებოდეს 4000 სიტყვას.
• რეზიუმე არ უნდა იყოს 200 სიტყვაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.
• რეზიუმე უნდა დაერთოს ნებისმიერ ტექსტს ჟურნალის რომელი განყოფილებისათვისაც არ უნდა
იყოს იგი გამიზნული.
• კვლევითი სტატიის რეზიუმე უნდა პასუხობდეს შემდეგ ოთხ კითხვას: რა არის საკვლევი
პრობლემის არსი; როგორია მისი შესწავლის მდგომარეობა; როგორია ავტორის დასკვნა, რა
არგუმენტები მოჰყავს მას თავისი თვალსაზრისის დასამტკიცებლად. საინფორმაციო ან
მიმოხილვითი სტატიის რეზიუმესათვის სავალდებულო არაა ამგვარი მოთხოვნების დაცვა. ამ
შემთხვევაში მოკლედ აღნიშნული უნდა იყოს თუ რას შეეხება პუბლიკაცია.
• ფონტი უნდა იყოს სილფაენი ყველა ენისათვის. ციტირება და სამეცნიერო ლიტერატურის
დამოწმება უნდა მოხდეს ჩიკაგოს სტილის author-date ვარიანტის მიხედვით ამ სტილის
ქართულისათვის ადაპტირებული ვერსია წარმოდგენილია „ქართული წყაროთმცოდნეობის“ 2019
წლის XXI ნომრებში. იხ. „გზამკვლევი ავტორთათვის“.
https://www.researchgate.net/publication/339928120_Georgian_Source-Studies_XXI_2019
• ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. უფასოდ მიიღებენ ავტორები ჟურნალის
ერთ ბეჭდურ ცალს.
• შესაბამისად გაფორმებული სტატია რედკოლეგიას უნდა მიეწოდოს როგორც microsoft word, ისე
pdf ფაილის სახით. თანდართული მასალის – ტაბულების, სურათების – microsoft word ფაილში
ჩასმა საჭირო არ არის. გადმოგზავნილი სტატიის მხოლოდ pdf ვარიანტში უნდა იყოს ჩასმული
თანდართული მასალა სათანადო ადგილას. ამასთან სურათები და ტაბულები და მათი
განმარტებითი წარწერებით უნდა იქნეს ცალკე გადმოგზავნილი microsoft word ფაილის სახით,
რათა საჭიროების შემთხვევაში რედაქციამ შეძლოს მათი დამუშავება.
• კორექტურული შეცდომების მრავლად შემცველი და ტექნიკურად მოუწესრიგებელი სტატიები
შინაარსობრივი განხილვის გარეშე დაუბრუნდებათ ავტორებს შესწორებისათვის.
• გადაწყვეტილებას სტატიის გამოქვეყნების თაობაზე მიიღებენ რედაქტორები პროფესორი გიული
ალასანია და პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი სამეცნიერო ექსპერტების რეკომენდაციების და
შენიშვნების და, აგრეთვე, ავტორთა განმარტებების გათვალისწინების საფუძველზე.
• სტატია უნდა გადაეგზავნოს პროფესორ მარიამ ჩხარტიშვილს შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: mariam.chkhartishvili@tsu.ge
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ივნისი. ამ თარიღის შემდგომ წარმოდგენილი
სტატიების განხილვა გადაიდება შემდგომი ნომრისათვის.
დამატებითი შეკითხვებისათვის გთხოვთ, მიმართოთ ჟურნალის რედკოლეგიის წევრს
ისტორიის დოქტორ ზურაბ თარგამაძეს:
მობ.: 577 622 134
ელფოსტა: zurab.targamadze147@hum.tsu.edu.ge
ჟურნალ “ქართული წყაროთმცოდნეობის” სარედაქციო კოლეგია

 

Dear Colleagues!
We are pleased to invite you to submit your articles for the next issue of the Journal of “Georgian
Source-Studies”.

The Journal will be published by the end of 2020.
The research paper should be original contribution focused on history representation, source criticism and
historiography. The discipline of source-studies is understood in broadest sense of this term, accordingly
journal will accept papers in field of archeology and cultural anthropology too. There are no restrictions
regarding the chronology or region: the papers might be devoted to the history of any country and people, to
any period from ancient times until today.
Alongside with research papers the publications of sources, with relevant commentaries, translations, of
primary and secondary (from other languages to Georgian) sources, book reviews, information about the
different events of academic life (presentations, conferences, workshops etc.), also materials reflecting
debates, papers devoted to outstanding contributions of scholars as well as in memoriam of those who passed
away, but their contribution to the history of profession should be remembered, are welcomed.
Guidelines for authors:
• The papers should be in Georgian with the summery in English, or in English with summery in
Georgian. As an exception papers can be submitted in Russian too with summaries in Georgian and
English.
• The length of the paper should not exceed 6000 words; the papers of informative character should not
exceed 4000 words.
• For reference and citation authors should use Chicago style: author-date system:
https://www.chicagomanualofstyle.org/home.html
• The references must be given at the end of each contribution with a maximum of 40 titles. Endnotes
should be maximum number 25 and placed before the references.
• The publication in the journal is free. The authors will be granted one hard copy of the journal. The
journal will be permanently accessible through the web-site of the Ivane Javakhishvili institute of
History and Ethnology.
• The authors are responsible to obtain copyrights for the used illustrative materials.
• Please submit papers in editable Microsoft Word file as well as PDF file. The figures, images, tables,
etc., should be included into the PDF file, but not in Microsoft Word file. All illustrative materials
should be sent separately too with printed in editable Microsoft Word file figure captions.
• For the recent issue of the journal you can follow the link:
https://www.researchgate.net/publication/339928120_Georgian_Source-Studies_XXI_2019
The articles should be sent to the editor of the journal Prof. Mariam Chkhartishvili:
mariam.chkhartishvili@tsu.ge
The deadline for the papers submission is June 30h, 2020. All materials received after this date will be
considered for publication in the next issue.
For further queries please contact the member of the editorial board Dr. Zurab Targamadze:
zurab.targamadze147@hum.tsu.edu.ge
Editorial board of the Journal “Georgian Source-Studies

 

 

კატეგორია: კრებულები | ნანახია: 449 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.