RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2017 » ივლისი » 13 » შოთა ვადაჭკორია: ოსური სეპარატიზმი და ქართული სინამდვილე (1917_ 1925 წწ.)
1:32 PM
შოთა ვადაჭკორია: ოსური სეპარატიზმი და ქართული სინამდვილე (1917_ 1925 წწ.)

პოლიტიკა განიზომება მისი შედეგებით, მისაღებია მხოლოდ ისეთი პოლიტიკური კურსი, რომელიც ქვეყანას საუკეთესო ნაყოფს მისცემს.

ნოე ჟორდანია 1918 წელი.

ერის სიკვდილი მაშინ იწყება, როცა კუთვნილ ტერიტორიას მოწინააღმდეგეს ნებაყოფლობით უთმობს, ან ძალმომრეობით მიტაცებულის უკან დაბრუნება არ ცდილობს.

ნაპოლეონ ბონაპარტი

სასიკვდილოდაა განწირული ის ერი, რომლის მეთაურ ინტელიგენციასა და ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალას მტერ-მოყვარის გარჩევა არ ძალუძს, წინაპართა ძვლებით მოფენილ და სისხლით მორწყულ კუთვნილ მამულში, ქამელეონის მოსასხამით შემომძვრალ შხამიან ქვეწარმავალს გულში იხუტებს, ღვიძლი ძმის რანგში წარმოსახავს და მამა-პაპათაგან ნაანდერძევი მემკვიდრეობის მეწილედ ხდის.

შოთა ვადაჭკორია

ჩვენი წინაპრების უსაფუძვლოდ შელახული ღირსების აღდგენას ეძღვნება ეს წიგნი.
ავტორი

გაფრთხილებთ!
ამ წიგნის არცერთი ნაწილი არ შეიძლება იქნეს გადაბეჭდილი, გავრცელებული ან გამოქვეყნებული ელექტრონული, ფოტოგრაფიული, მექანიკური ან სხვა რაიმე საშუალებებით, ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ქმედება საავტორო უფლების ხელყოფად ჩეითვლება.

 

IVANE JAVAKHISHVILI TBILISI STATE UNIVERSITY IVANE JAVAKHISHVILI INSTITUTE OF HISTORY AND ETNOLOGY
Shota Vadachkoria
Osetian Separatizm and the Georgian Reality (1917 - 1925)

Шота Вадачкориа
Осетинский Сепаратизм и Грузинская Действительность

(1917- 1925 гг.)
TBILISI 
2017 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
შოთა ვადაჭკორია
ოსური სეპარატიზმი და ქართული სინამდვილე

(1917_ 1925 წწ.)
თბილისი
2017
UDC (უაკ) 94(479.22: 479.225) ვ_ 126

 

საარქივო და პრესის მასალებზე დაყრდნობით, ნაშრომში ქართული პოლიტიკური აზროვნების ფონზეა შესწავლილი ოსური სეპარატიზმის წარმოშობის და 1918, 1919, 1920 წლების აჯანყებების განმაპირობებელი მიზეზები. შიდა ქართლიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნის, საქართველოს ტერიტორიის მიტაცების და საბჭოთა რუსეთთან მიერთების მცდელობის ფაქტები. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ოსურ სეპარატიზმთან მიმართებაში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ კურსს, მის მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე მიღებულ შედეგებს. გამოკვლევის მეორე ნაწილში, საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან ოსური სეპარატიზმისადმი მფარველობაა დასაბუთებული. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ ოსების ავტონომია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად წინასწარ გამიზნულ ქმედებას წარმოადგენდა. ნაშრომს დართული აქვს: ა)ოსური ავტონომიის პროექტების მიხედვით შედგენილი და საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი 7 ფერადი რუკა; ბ)135 უნიკალური საარქივო დოკუმენტი. ეს მასალები ოსი სეპარატისტების ნამოქმედარის ობიექტური შეფასების და "სამხრეთ ოსეთის" საბჭოური ავტონომიის შექმნის დანაშაულებრივი ქმედების უტყუარი დადასტურების შესაძლებლობას იძლევა. მეორე მხრივ, იგი XX საუკუნის 20- იანი წლების პოლიტიკური პროცესების შეფასებასთან მიმართებაში, ოსი ისტორიკოსების მიერ ქართველი ერისადმი წაყენებული ცრუ ბრალდებების მხილების დასაბუთებულ პასუხს წარმოადგენს. 

რედაქტორი ავთანდილ სონღულაშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რეცენზენტი ნოდარ ნათაძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
წიგნი მომზადდა და დაიბეჭდა ავტორის ხარჯით

ISBN 978-9941-27-004-8
შინაარსი
შესავალი (საკითხის დაყენებისათვის, ძირითადი წყაროების მიმოხილვა და ისტორიოგრაფია) ___ 5
თავი I. ოსურ სეპარატიზმზე გამარჯვებული საქართველოს ხელისუფლება და ქართული პოლიტიკური აზრი (1917- 1920 წწ). _17
$.1. შიდა ქართლის მთის ოსების 1918 წლის აჯანყებების თავისებურებები და ოსი სეპარატისტების განიარაღების მცდელობა _17
$. 2. შიდა ქართლის მთის ოსების "დამოუკიდებლობის" საკითხი და ქართული პოლიტიკური აზრი._ 45
$. 3. შიდა ქართლის მთის ოსების 1919_ 1920 წლების ანტისახელმწიფოებრივი აჯანყებები______ 59
$. 4. შიდა ქართლის მთის ოსების 1918_ 1920 წლების აჯანყებების შეფასების საკითხისათვის ___ 88
$. 5. შიდა ქართლის მთის ოსების პრორუსული ორიენტაციის კრიტიკა ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1917- 1920 წწ.). _98
$. 6. შიდა ქართლის მთის ოსების ტერიტორიული მოწყობის საკითხი (1917_ 1920 წწ.) _______110
$. 7. დამოუკიდებელი საქართველო და შიდა ქართლის მთის ოსების საგადასახლებო პოლიტიკა __147
თავი II. საბჭოთა რუსეთთან დამარცხებული დამოუკიდებელი საქართველო და ოსური სეპარატიზმის ზეიმი (1921_ 1925 წწ) _163
$. 1. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაცია და ოსიანობის განახლება შიდა ქართლში _____163
$. 2. ოსი სეპარატისტების ბრძოლა შიდა ქართლში გავლენის სფეროების გასაფართოებლად _____197
$. 3. საქართველოს ტერიტორიის მიტაცებით ოსური საბჭოური ავტონომიის შექმნა და ქართული სინამდვილე ___ 212
დასკვნები __________ 278
ბოლოთქმა _________ 288
ცხრილები _________ 293
Shota Vadachkoria. Ossetian Separatizm and the Georgian Reality (1917 - 1925) Summary _____302
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა ________ 312
პასუხად ოს ისტორიკოსებს _______________ 323
1. ოსების "გენოციდი" თუ?!... წერილი I. _________ 324
2. ოსების "გენოციდი" თუ?!... წერილი II. _________ 339
3. 1918- 1925 წლების საარქივო დოკუმენტები. _____ 349
4. რუკები ______ 550

წიგნი შეზღუდული ტირაჟით დაიბეჭდა. გაყიდვაში მხოლოდ 10 ცალია. მსურველები დამიკავშირდეს

ტელეფონზე: მობ. 592- 13- 47- 23 შოთა. 

კატეგორია: ახალი გამოცემები | ნანახია: 1510 | დაამატა: მამუკა | ტეგები: ოსები, ვადაჭკორია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.