RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2010 » ივლისი » 3 » შორენა ლალიაშვილის კვიპროსზე მივლინების ანგარიში.
10:01 PM
შორენა ლალიაშვილის კვიპროსზე მივლინების ანგარიში.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით ამა წლის 27 მაისიდან 24 ივნისამდე მიმდინარეობდა ქართული ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები კვიპროსზე. ექსპედიციაში მიწვეული ვიყავი ანთროპოლოგად.
 
სამუშაოები ტარდებოდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია წარმოადგენდა ღალიის ღვთისმშობლის მონასტრის საძვალეს – კრიპტას და იგი მონასტრის თანადროულია, თარიღდება X-XI საუკუნეებით.
 
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ორსართულიანი ნაგებობაა. მის ქვედა სართულს კრიპტის დანიშნულება ჰქონდა. საკურთხევლიდან სამხრეთ მხარეს იყო მიცვალებულის დასასვენებელი ადგილი. გარკვეული დროის შემდეგ მიცვალებულის ნეშთი გადაჰქონდათ სპეციალურ სათავსოებში. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად სულ ოთხი სათავსო იქნა აღმოჩენილი: ეკლესიის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთით, ეკლესიის ცენტრალური ნაწილის სამხრეთით, ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით და ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
 
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გათხრების შედეგად მოპოვებულია მამრობითი სქესის 82 ინდივიდი. ძვლები ჩაყრილ მდგომარეობაში იყო. სრულად პრეპარირებულია ჩრდილო-დასავლეთის ერთი სამარხი, სადაც მიცვალებული ქრისტიანულად იყო დაკრძალული, იწვა ზურგზე გაშოტილი, ხელები გულზე დაკრეფილი, ფეხთით ედო ქვა.
 
მიცვალებულების განაწილება კრიპტის 4 სათავსოში არათანაბარი იყო:
 
1. ეკლესიის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთით – 20 მამაკაცი
2. ეკლესიის ცენტრალური ნაწილის სამხრეთით – 5 მამაკაცი
3. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით _ 8 მამაკაცი.
4. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით _ 49 მამაკაცი.
 
უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შეინიშნებოდა ცეცხლის კვალი და ძვლების ნაწილი დანახშირებულია. კრიპტის ამ ერთი ნაწილის დაწვის მიზეზი დაუდგენელია.
 
 საველე და კამერალური სამუშაოების დასრულების შემდეგ, 82 ინდივიდის კრანიალური და პოსტკრანიალური ჩონჩხის ძვლებს პარაკლისი გადაუხადა მამა ზაქარიამ და ისინი დასაფლავებულ იქნა ღალიის ღვთისმშობლის მონასტრის ტერიტორიაზე. ცერემონიას ესწრებოდა იმ დროს კვიპროსზე სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მეთაურობით.
 
 
 
კატეგორია: მივლინების ანგარიშები | ნანახია: 1737 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.