კავკასიის ანთროპოლოგია და ეთნოლოგია - PDF
ANTHROPOLOGY AND ETHNOLOGY OF CAUCASUS
2016 წლის 26-27 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთობლივად, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კავკასიის ანთროპოლოგია და ეთნოლოგია“ მიძღვნილი გამოჩენილი ქართველი ანთროპოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, მალხაზ აბდუშელიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ მეცნიერები საქართველოდან, რუსეთიდან (რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის: ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის და ნ. ვავილოვის სახელობის ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტი; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგუშეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და სხვა), სომხეთიდან (ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი), აზერბაიჯანიდან (აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტი); იტალიიდან (ვენეციის უნივერსიტეტი), ისრაელიდან (თელ–ავივის უნივერსიტეტი).
კრებულის სახით დაიბეჭდა კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები (თსუ–ს გამომცემლობის სტამბა).
|