RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2014 » თებერვალი » 26 » სამეცნიერო დასკვნა
1:15 PM
სამეცნიერო დასკვნა
სულგუნი. სულგუნი ანუ ძვ. ქართული "სულდგუნი” (სულხან-საბა ორბელიანი, დ. ჩუბინაშვილი) არის მოუხდელი, გადაზელილი ყველის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ტრადიციულია სამეგრელოსა და სვანეთისათვის. სხვა ყველის სახეობებისგან იგი განსხვავდება დამზადების ტექნოლოგიით და საგემოვნო თვისებებით (ახლად ამოყვანილ მომწიფებულ ყველს ჩაზელენ ცხელ წყალში და თანდათან გრეხენ-კრავენ, აძლევენ მრგვალ ფორმას, უმატებენ მარილს და გრძელვადიანი შენახვის მიზნით, ათავსებენ "წათხში” (მარილწყალში) ან აშრობენ და ბოლავენ თაროზე დაწყობილს ან თოკზე ასხმულს. ასეთი წესით დამზადებული ყველი ხანგრძლივად ინახება და ხელსაყრელია ტრანსპორტირებისათვის.
რაც შეეხება სულგუნის, როგორც ეროვნული ფენომენის აბორიგენულობას, ამას შემდეგი ფაქტები ადასტურებენ:

1. სულგუნი მოხსენიებულია XVII საუკუნის დიდი ქართველი ლექსიკოლოგის სულხან-საბა ორბელიანისა და XIX საუკუნის საზოგადო მოღვაწისა და ლექსიკოლოგის, დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონებში (სულხან-საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, ორტომეული, თბ., 1991. დ. ჩუბინაშვილი, ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბ., 1984).

ამ სამეცნიერო მასალის საფუძველზე დაყრდნობით, დასტურდება, რომ საშუალო ფეოდალურ ხანაში იგი ამ სახელწოდებით არსებობდა.
2. ყოველი ეროვნული ფენომენი იქმნება სპონტანურად და ადგილობრივ პირობებში წარმოშობა. სულგუნი მზადდება იმ კუთხეში, რომელშიც ოდითგანვე განვითარებული იყო მთაბარული მეჯოგე მესაქონლეობა, წველადი მეურნეობის უპირატესობით. შესაბამისად, ყველის დამზადების პროდუცენტული ბაზაა საქონლის (ძროხის, კამეჩის, ნაწილობრივ თხის) რძე. მის მაღალხარისხოვნებას კი განაპირობებს მაღალმთიანი ზონის გამორჩეული ეკოლოგიური პირობები (ჰავა, კლიმატი, გაშლილი საძოვრები, ყუათიანი ბალახი და სხვა).

3. სულგუნი რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული ყველის სახეობაა ამას მოწმობს მისი რიტუალში მონაწილეობაც. სვანეთში, მიცვალებულის მოსახსენიებელ დღეებში (ლიფანალის დღესასწაული და სხვა) იცოდნენ სულგუნის საწესო სუფრაზე, ტაბლაზე თხელ ფენად გადაფარება, რასაც სვანურად "კარზ” ეწოდება.

4. ხანში (ცხენის წყლის ხეობა), იქ სადაც მეგრელი და სვანი მეჯოგეები მთელ ზაფხულს მთაში ატარებდნენ, მწყემსები ამზადებდნენ სულგუნის პწნილებს, ცხოველის, ფრინველის და სხვა სახის სიმბოლურ, საკრალურ ფიგურებს, რომელთაც ხალხური რწმენით მესაქონლეობის ღვთაების და ოჯახის მფარველობის იდეას მიაწერდნენ. ეს არის საკვების საკრალიზაციის ის შემთხვევა, რომელიც უნიკალურია თავისთავად და გამორიცხავს ყოველგვარ ნასესხობას _ რიტუალში, ძირითადად, საკუთარი ეროვნული კულტურის ელემენტები აისახება და არა ნასესხები.

5. ენათმეცნიერთა გამოკვლევების თანახმად, ტერმინი სულგუნი ქართული წარმოშობისაა და მომდინარეობს სიტყვა "სუელი/სველისგან”, სიტყვაში გამოიყოფა "სულ”- ფუძე, მომდინარე "სუელ”- ფორმისაგან, რომელიც ძველ ქართულში ნიშნავდა "შრატს”. ეს უკანასკნელი სწორედ ყველს უკავშირდება და ყველის დამზადების შემდეგ დარჩენილ სითხეს ეწოდება. ქართულ სუელ - ფუძეს შესატყვისები მოეპოვება სხვა ქართველურ ენებში, ამიტომ საერთო ქართველური წარმოშობისად მიიჩნევა.
სუელ - ფუძის ნათესაობითი ბრუნვის სუელისა - ფორმაზე გან ელემენტის (წარმოქმნილი თანდებულის) დართვით უნდა მიგვეღო სუელისაგან-ი. შემდეგ _ სხვადა-სხვა ფონეტიკური პროცესებით _ სულუგუნ-ი : *სუელისაგან-ი სულუსაგან-ი სულუგუნ-ი. გან ელემენტი სიტყვის საწარმოებლად გამოიყენება ძველ ქართულში, კერძოდ, ნათესაობითი ბრუნვის ფორმაზე მისი დართვით ახალი სიტყვის წარმოჩენა საკმაოდ გავრცელებული წესია (შდრ. მამა _ მა-მისაგანი, ზეცა _ ზეცისაგანი, ერი _ ერისაგანი და სხვ.)

6. ჩვენს ხელთ არსებულ სომხურენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში (არუთუნიანი, არუთინოვი, ტერ-სარქისიანცი და სხვები), და სომხურ ლექსიკონებში, არსად არ არის აღნიშნული (ან უბრალოდ მითითებული) ყველის სახეობებიდან სულგუნი.
სომხური ყველის ტრადიციული სახეობებია: უსაკი, ანლაში, ლორი და სხვა (Лисициан С. Д., Армяне зангезура, Ереван, 1969.
Арутюнян Л. Б., О некоторых особенностях питания армянского народа, Армянская кулинария, М., 1960.
Культура жизнеобеспечения и этнос, опыт этнокультурологического исследования (на материалах армянской сельской культуры), Ереван, 1983.

Алла Тер-Саркисянц, Армяне, история и этнокультурные традиции, Москва, «Восточная литература», РАН, 1998).
რაც დღემდე არავის გაუხდია სადავოდ. ამდენად, სამართლიანად შეიძლება განვაცხადოთ, რომ სულგუნი ქართულია, ეროვნული კულტურის ნაწილი.

მეტ სიფრთხილესა და დაზუსტებას მოითხოვს გუდის განმარტება. გუდა არ არის ყველის სახეობა, არამედ ის არის ტყავის ჭურჭელი, რომელშიც თავსდება ყველი და ტექნოლოგიის ეს სახეობა (გუდაში მარილით დაწნეხვა და უფრო სწორად, შენახვა და გამოყვანა) დამახასიათებელია კავკასიის სხვა ხალხებისთვისაც, მათ შორის სომხებისთვის და აზერბაიჯანელებისთვის.

ქართული გუდის ყველის სახეობა "თუშური გუდის ყველია”, გამორჩეული მაღალი ცხიმიანობით, კალორიულობით, საუკეთესო საგემოვნო თვისებებით. გუდის ყველი ყველგან მზადდება, ძირითადად, ცხვრის რძისგან (მოუხდელი ტექნოლოგიით), რიგ შემთხვევაში კი იცოდნენ ძროხის რძის შერევაც. კვებითი დანიშნულებით გუდის ყველი მისადაგებულია პურთან (შოთთან ან ლავაშთან). საქართველოში არსებობს ასეთი ფოლკლორული გამონათქვამიც: "ყველი თუშისა, ღვინო კახისა და პური ქართლისა”.

ამრიგად, ვფიქრობთ, რომ ევრაზიულ გეოგრაფიულ სახელწოდებებში ქართული კულტურიდან უნდა შევიტანოთ "თუშური გუდის ყველი” და არა უბრალოდ გუდა.

ჩეჩილი. ყველის ქართული ტრადიციული რეგიონალური სახეობებიდან აღსანიშნავია ჩეჩილიც (მესხური "ჩეჩილ”, აჭარული "ჩლეჩილ”). იგი ნაწილობრივადაა მოხდილი. ტერმინი ჩეჩილი ჩეჩვიდან, აჩეჩვიდან უნდა მომდინარეობდეს, რადგან ჩეჩვა მეცხვარეობაში გამოყენებული ტერმინია, ჩეჩილი ყველის ტექნოლოგიური პროცესიც მატყლის აჩეჩვას//აწეწვას მოგვაგონებს. სულგუნის მსგავსად, ისიც ცხელ რძეში ან წყალში უნდა აიჩეჩოს წვრილ ან საშუალო ზომის "ძაფებად”, რომელსაც მერე შეგრეხენ, მოკეცავენ და დაპწნიან, ნაწნავის ფორმას აძლევენ, ინახავენ მარილწყალში დერგებში ჩაწყობილს. ჯავახური ჩეჩილის და მასთან იდენტური აჭარული ჩლეჩილის მსგავსი სახეობა (თითქმის იდენტური) გვხვდება სომხებშიც. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია სავარაუდო მოსაზრება, რომ ჩეჩილი ჯავახური წარმომავლობისაა და აქედანაა წაღებული სომხური მოსახლეობის მიერ (გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში, თბ., 2007).
ვფიქრობთ, საკვები პროდუქტის ეთნიკური კუთვნილების საკითხი არ უნდა ქმნიდეს უხერხულობას, რადგან განმსაზღვრელი მაინც მესაქონლეობის ფორმა და სამეურნეო ცხოვრების წესია, რაც კონკრეტულ შემთხვევაში რეგიონალური თვალსაზრისით, შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს.

ჩურჩხელა. სრულიად სხვა საკითხია "ჩურჩხელა”; ის რომ ქართულია დღემდე სადავოდ არავის გაუხდია, რადგან ამაზე მეტყველებს როგორც ტერმინოლოგიური, ასევე მისი დამზადების ბაზა და ტექნოლოგიური თავისებურებანი. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, ჩურჩხელა ძაფზე ასხმული კაკალია (ჯაგანია), თუმცა ყოფაში გვხვდება როგორც კაკლის, ისე თხილის (სამეგრელო, იმერეთი), ასევე კვახის კაკლის და "ჩამიჩის”, ჩირის ჩურჩხელა. ტექნოლოგიურად ეს არის თათარაში (აღმოსავლეთ საქართველო) ან ფელამუშში (დასავლეთ საქართველო) ამოვლებული ძაფზე ასხმული ხილის ჯაგანი, რომელსაც იმერეთსა და გურიაში ჯანჯუხას უწოდებენ.
ქართველებისთვის ჩურჩხელა გამორჩეული კალორიული პროდუქტია, რაც მევენახეობის განვითარების ერთ-ერთი ძირძველი ქვეყნის ხალხისთვის სრულიად ლოგიკურია. ის არა მხოლოდ თავშესაქცევი საკვებია, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტი, ქართველი მეომრების აუცილებელი საგზალი. მეომარს, თუ მას ჩურჩხელა ჰქონდა შეეძლო რამოდენიმე დღე მხოლოდ ამ საკვებით ეარსება. მტერთა შემოსევების და ხიზნობის დროსაც მოსახლეობა ხშირად ჩურჩხელით ირჩენდა თავს.

ფეოდალურ ხანაში ჯარს სხვა პროდუქტებთან ერთად ჩურჩხელითაც ამარაგებდნენ და ის სახელმწიფო გამოსაღების ანუ გადასახადების ნუსხაში შედიოდა. XIV საუკუნის ქართულ ისტორიულ ძეგლში "ხელმწიფის კარის გარიგება”, (ხელმწიფის კარის გარიგება”, გამოცემული ექვთიმე თაყაიშვილის რედაქციით, თბ., 1920, გვ. 14.) რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი საქართველოს სამეფო კარის ეტიკეტი და გამოსაღებები, მითითებულია, რომ გარეჯის უდაბნოს მონასტერს, სხვა გადასახადებთან ერთად, მეფის კარის ჩურჩხელით მომარაგება ევალებოდა. ამდენად, XIV საუკუნის ქართულ წერილობით ძეგლში: "ხელმწიფის კარის გარიგება”, დასტურდება ტერმინი "ჩურჩხელა” და მისი, როგორც სამონასტრო გადასახადის ფორმა.

ჩურჩხელა სიტყვის ფუძე ჩურჩხ-ია, ხოლო -ელა _ მაწარმოებელი ელე-მენტი, რომელიც სხვა სიტყვებშიც გამოიყოფა (მაგ., ცერცველა, ფერდელა, ტაფელა...).
ჩურჩხ- ფუძე უკავშირდება ქართულ სიტყვას ჩონჩხ-ი, რომელსაც პარა-ლელურად, როგორც ჩანს, მოეპოვებოდა ჩუნჩხ- და ჩურჩხ- ვარიანტები. ამ მხრივ საყურადღებოა ქართული აჩონჩხილ-ი || აჩორჩხილ-ი და იმავე მნიშვნე-ლობით მეგრულში დადასტურებული ჩორჩხოლია და სვანურში – ლჩონჩხე.

ჩურჩხელის//ჯანჯუხის ნაირსახეობა გააჩნია სომხებსაც, რომელიც მათ სახელმწიფო ბრენდადაც აქციეს. თუმცა, განსხვავება ქართულ და სომხურ ჩურჩხელას შორის არსებობს; როგორც ფორმით (გარეგნული იერსახით) ისე ტექნოლოგიურად. ვფიქრობთ, ქართული ჩურჩხელა, განსაკუთრებით კახური, როგორც ცალლებნიანი, ჩვეულებრივი ისე მთელლებნიანი ("გორგოჭული”) არა მხოლოდ სახელმწიფო ბრენდად უნდა იქნას აღიარებული, არამედ ზოგადად, ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ფენომენად.

გიორგი გოცირიძე
ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი


ხათუნა იოსელიანი
ისტორიის დოქტორი

ვაჟა შენგელია
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი


Գիտական ​​հաշվետվություն

Sulguni . Sulguni կամ BC . Վրացական « suldguni » (Ս. - Սաբա Օրբելիանին , դ. Chubinashvili ) է չկրած , gadazelili պանիր - մեկը տեսակների , որոնք ավանդական Սամեգրելոյում եւ svaneti ՈՒրիշ բոլոր տեսակի տարբեր արտադրության տեխնոլոգիայի եւ ճաշակի ( նորակառույց հասուն պանրի chazelen տաք ջրի եւ աստիճանաբար Twist - փաթեթ , որ կլոր ձեւավորել, ավելացնել աղ ու երկարաժամկետ պահպանման նպատակով կտեղադրվեն է « tsatkh " ( ծով ) կամ չոր եւ ծուխ Սայլակ կամ պարան askhmuls Վերլուծված : Նման կարգը կատարվում է բոլոր երկարաժամկետ պահվել եւ հարմար տեղափոխման 
Ինչ վերաբերում է sulguni որպես ազգային երեւույթի aborigenulobas Հավաստիացնում եմ, հետեւյալ փաստերը: 

1. Sulguni նշված է XVII դարում, մեծ վրացական leksikologis S. - Սաբա Օրբելիանին եւ XIX դարի պետական ​​գործիչ, մասնագիտությամբ leksikologis Դավիթ Chubinashvili բառարաններ (S. - Սաբա Օրբելիանին Վրաստանի բառարան երկու ծավալների , TB , 1991 թ. D.. Chubinashvili է, որ վրաց - ռուսական Բառարան, Tb , 1984 թ.) 

Հիման վրա : Այս հետազոտության , այն հաստատել է, որ գտնվում է մեջտեղում մի ֆեոդալական ժամանակաշրջանում: 
2. Երեւույթը ստեղծված է յուրաքանչյուր ազգային եւ տեղական պայմանները երեւալ տարերայնորեն. Sulguni կատարվում անկյուններում, որը մշակվել է հնագույն ժամանակներից mtabaruli mejoge անասնապահության, գյուղատնտեսական tsveladi առավելություն. Ըստ այդմ, բոլոր ապրանքների արտադրող produtsentuli բազա (տավարի միս , Buffalo, մաս այծ ): կաթ . Բարձր որակը Արդյունքում լեռնային տարածքում տեղաբաշխված էկոլոգիական պայմանների (կլիմայի , կլիման , բաց արոտավայրերում, quatiani խոտ եւ այլն ). 

3. Sulguni , որ հնագույն ավանդական պանրի սորտերի եւ վկայում Նրա մասնակցության երկրպագության ծառայություններին . Տարածաշրջանը մահացած մարդու հիշատակի օր ( lipanalis տոնական եւ այլն), գիտեր sulguni : Կլոր սեղան, իսկ սեղանի վրա, բարակ շերտով gadapareba ինչ Svanetian « karz » է կոչվում. 

4. Ժամանակահատվածը (ա ձին WATER VALLEY ), որտեղ Mingrealian եւ svan mejogeebi կրում ամբողջ ամռանը լեռներում, հովիվներն պատրաստված sulguni ptsnilebs , կենդանիների , թռչունների եւ այլ ձեւերի խորհրդանշական է, սուրբ գործիչներ, որոնց ժողովրդական համոզմունքը, եւ Աստվածության անասունների , որոնք հաշվեգրվում այն մտքի հետ, ընտանեկան պաշտպանության. Սա այն դեպքն է, որ sacralization սնունդ, որը եզակի է իր եւ բացառում է որեւէ SDR- երկրպագությունը հիմնականում արտացոլվում տարրերի իրենց ազգային մշակույթի եւ ոչ թե պարտք . 

5. Ըստ հետազոտության լեզվաբանների տերմինը Sulguni վրացական ծագում եւ բխում է բառը « sueli / Խոնավ « Խոսքերը, մի « Total» - ի բազան, ներկայիս « Suel » - վիճակում է, ինչը նշանակում է հին « շիճուկ ". Վերջինս ամենը կապված է արտադրության պանիր , իսկ մնացած հեղուկ է կոչվում. Վրաստանի Suel - թղթակցություններ Բեյզ նախադեպեր այլ քարթվելական լեզուների , այնպես որ դա համարվում է սովորական քարթվելական ծագում. 
Suel - Base genitive suelisa մի ձեւ տարր ( ծագում tandebulis ) պետք է ձեռք բերել թույլտվություն է suelisa - i. Այնուհետեւ, տարբեր - տարբեր հնչյունական գործընթացները, sulguni '- i : * suelisa գալիս: - Ես sulusa գալիս: - Ես sulguni ' - i. Խոսք ապրանքների օգտագործվող արտադրել հին Վրաստան, մասնավորապես, սեռական ձեւը իր լուծարման , նոր խոսքով ներկայացնելու բավականին ընդհանուր կարգը ( տես հոր _ Ա - misagani , երկինք, վերեւից, ազգի, զինվորների, եւ այլն). 

6. Համաձայն Հայաստանի գիտական ​​գրականության ( Հարությունյանը, Arutinovi , Տեր - sarkisiantsi եւ այլն ), եւ Հայաստանի բառարաններ , չեն նշված (կամ պարզապես սահմանել ) համար բոլոր տեսակների Sulguni . 
Հայերեն պանիր ավանդական տեսակների usaki , Anla , խոզապուխտ եւ մյուս ( Лисициан С . Д , Армяне зангезура , Ереван , 1969 . 
Арутюнян Л . Б , О некоторых особенностях питания армянского народа , Армянская кулинария , М , 1960 . 
Культура жизнеобеспечения и этнос , опыт этнокультурологического исследования ( на материалах армянской сельской культуры ), Ереван , 1983 . 

Алла Тер - Саркисянц , Армяне , история и этнокультурные традиции , Москва , « Восточная литература », РАН , 1998 թ.) 
Ինչ չի վեճը որեւէ մեկին. Այսպիսով, դա կարող է լինել արդար է ասել, որ Sulguni Վրաստանի մասը ազգային մշակույթի . 

Պահանջում է ավելի հոգ եւ բարձր ճշգրտության մրցակիցների բացատրություն . Guda ոչ բոլոր տեսակների համար, սակայն դա կաշվից շիշ, որը պարունակում է նման պանիր եւ տեխնոլոգիա ( Guda աղ եւ սեղմված ավելի ճիշտ , պահելու եւ անասնապահության ) բնորոշ այլ կովկասյան ժողովուրդների , այդ թվում ` հայերի եւ ադրբեջանցիների . 

Վրաստանի մրցակիցներ բոլոր տեսակի », tush մրցակիցները խայծ ", բարձր ճարպ, ջերմաստիճան, լավագույն համ: Մրցակիցները Ընդհանուր առմամբ դա կատարվել է հիմնականում ոչխարի կաթ ( չկրած տեխնոլոգիաներ) , որոշ դեպքերում, նույնիսկ գիտեմ, որ կովը կաթ mixing լավ. Սննդային նպատակով Guda հարմարեցված հաց ( Shot հետ կամ lavache հետ ): Վրաստանում կա ժողովրդական ասացվածք : "The tushisa պանիր, գինի եւ հաց kakhi Քարթլիի ". 

Այսպիսով , մենք հավատում ենք , որ Եվրասիական աշխարհագրական անունները : Վրաստանի մշակույթի կատարել « tush Guda » եւ ոչ միայն Guda . 

Chechili . Վրաստանի ավանդական Զրույց սորտերի պանիր են chechili ( Մեսխեթի « չեչիլ » Acharuli " chlechil "). Այն մասամբ ծառայել. Տերմինը chechili chechvi է achechvi պետք է գա , քանի որ տերմինը օգտագործվում է chechva ոչխարի բուրդ chechili բոլոր տեխնոլոգիական գործընթացը achechvas / / atsetsvas սիրում. Sulguni Նմանապես, այն նաեւ տաք կաթ կամ ջուր aichechos փոքր կամ միջին չափի "Thread », որը այնուհետեւ shegrekhen , moketsaven եւ daptsnian , մազերի ձեւ , պահպանվում է ծով dergeb տեղադրվել. Javakhuri chechilis եւ նույնական Acharuli chlechilis նման տեսակների ( գրեթե նույնական ) են հայեր էլ գիտական ​​գրականություն կողմից ենթադրյալ բանի, որ chechili javakhuri ծագում , եւ հետեւաբար, արդեն ձեռնարկվել են հայ բնակչության (Գ. Elekrodepo , սննդի մշակույթի , եւ ժողովրդական ավանդույթների սեղանին Վրաստան, Թբիլիսի , 2007 թ.) 
Կարծում եմ, որ խնդիրը էթնիկ պարենային ապրանքների չպետք է ստեղծել թերություն , քանի որ նրանք շարունակում են որոշելու ձեւ անասունների եւ գյուղատնտեսական կենսակերպ , որը , մասնավորապես, դեպք կետով կարող են համընկնել միմյանց հետ. 

Churchkhela . Բոլորովին այլ հարց է », - churchkhela », եւ որ Վրաստանի դեռ չի վիճարկել , քանի որ այն ցույց է տալիս, տերմինաբանության , ինչպես նաեւ իր արտադրական բազա եւ տեխնոլոգիական հնարավորությունները: Ս - Saba ըստ churchkhela dzap է askhmuli ընկույզի ( jagania ), բայց կյանքը կարող է գտնել նաեւ ընկույզի , որ ընկույզի ( Սամեգրելոյում , Իմերեթիի ), ինչպես նաեւ ընկույզ եւ kvakhis « chamichis » churchkhela չորացրած. Տեխնոլոգիապես դա Tatara (Արեւելյան Վրաստան ) կամ pelamush (West Վրաստան) amovlebuli dzap է askhmuli jagani պտղից , որը կոչվում է janjukhas Իմերեթիի եւ Guria . 
Ադրբեջանցի churchkhela տարբերակիչ ջերմաստիճան արտադրանքը, որը խաղողագործություն զարգացումը մեկը երկրի բնիկների են միանգամայն տրամաբանական է. Դա ոչ միայն սննդի համար Զվարճալիքներ , այլեւ ռազմավարական կարեւորությունը արտադրանքի, աշխատավարձերը զինվորների անհրաժեշտ է. Warrior , եթե նա churchkhela կարող գոյատեւել մի քանի օր հենց այս ուտելիք. Թշնամիները եւ օտար արշավանքների , որոնց ընթացքում մարդիկ հաճախ Churchkhela աջակցում են . 

Churchkhelita որ ֆեոդալական դարաշրջան , ի թիվս այլ ապրանքների մատակարարվում է բանակի եւ պետության gamosaghebis հարկերը ցուցակում ընդգրկված . XIV դարի վրացական պատմական հուշարձանների «Ռոյալ դատարանի կանոնակարգի » ( Royal դատարանի կանոնակարգի », լույս է E. Takaishvili խմբագրությամբ , TB , 1920, էջ 14 ): է, որը մանրամասն նկարագրությունը արքայական էթիկան եւ gamosaghebebi , նշեց, որ Գարեջի Desert վանք , եւ այլն: հարկերի , թագավորը ստիպված էր ապահովել նպատակին churchkhela հետեւաբար, XIV դարի հուշարձան է գրավոր : « թագավորի դուռ գործարք », - վկայում է »տերմինը churchkhela » եւ, որպես վանական հարկային ձեւով. 

Churchkhela արմատ բառը churchkh - իսկ - Էլլա, matsarmoebeli տարրերը - ի ված այլ բառերը օգտագործվում են (օրինակ , vetch, perdela , bitterling ... ). 
Churchkh - ի բազան միացված է բառի կմախք - գտնել պարամետրերը - lelurad կարծես moepoveboda chunchkh , եւ churchkh - Հայաստան. Հատկանշական է այս առումով Վրաստանի achonchkhil եմ | | achorchkhil եւ կարեւորությունը - Միջանցք Megrul հաստատել chorchkholia եւ svan - lchonchkhe . 

Churchkhela / / janjukhis մի շարք հայերի , ինչպես նաեւ, որը նրանք փաստել brendada միջոցառման. Սակայն տարբերությունը վրաց եւ հայ Churchkhela գոյություն ունենալ որպես ձեւը (տեսքը) , ինչպես նաեւ տեխնոլոգիապես. Կարծում եմ, որ վրացական Churchkhela , հատկապես տեղական , ինչպես tsallebniani , ապա սովորական ճանապարհ mtellebniani (« gorgochuli ») պետք է ճանաչվի ոչ միայն ապրանքանիշը, սակայն, ընդհանուր առմամբ , վրացական ազգային մշակույթը մի հրաշալի երեւույթ է. 

George Gociridze 
պատմություն գիտության 
Դոկտոր 

Նա Ioseliani 
պատմական գիտությունների դոկտոր 

vaja Shengelia 
Բանասիրական գիտությունների դոկտոր , պրոֆեսոր 
Անդամ ԳԱԱ - ի թղթակից
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2293 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.