RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2018 » მაისი » 11 » ნინო ღამბაშიძე, ქეთევან ალავერდაშვილი: აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა
4:06 PM
ნინო ღამბაშიძე, ქეთევან ალავერდაშვილი: აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი 


წიგნი გამოცემულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით: "შეუსწავლელი საარქივო მასალები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა (ეთნოლოგიური ძიებანი)", გრანტი (FR/137/2) 

 


ნინო ღამბაშიძე 
ქეთევან ალავერდაშვილი 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა -PDF
(გუდამაყრის, ხევის, თუშეთის სალოცავები) 
გამომცემლობა "მერიდიანი" 
თბილისი, 2018 



IVANE JAVAKHISHVILI TBILISI STAET UNIVERSITY 
IVANE JAVAKHISHVILI INSTITUTE OF HISTORY 
AND ETHNOLOGY 


Publication of this book was made possible to The Shota Rustaveli National Science Foundation. Project “Unexplored Archive Materials and the Traditional Culture of the Eastern Georgia Highland (Ethnological studies)”. Grant (FR/137/2) 

 


Nino Ghambashidze 
Ketevan Alaverdashvili 

TRADITIONAL CULTURE OF THE EAST GEORGIA HIGHLAND -PDF
(SHRINES OF GUDAMAKARI, KHEVI, TUSHETI) 
PUBLISHING HOUSE “MERIDIANI” 

TBILISI, 2018


2018 წლის 2 მაისს,   ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა  და ეთნოლოგიის ინსტიტუტში  ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის: „შეუსწავლელი საარქივო მასალები და აღმოსავლეთ საქართველოს მთისანეთის ტრადიციული კულტურა (ეთნოლოგიური ძიებანი)“  საბოლოო  შედეგების და მონოგრაფიის  პრეზენტაცია.  შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  ისტორიის დოქტორი, ნინო ღამბაშიძე და ამავე ინსტიტუტის არქივის პასუხისმგებელი პირი, პროექტის მონაწილე, ნიკოლოზ გურგენიძე.
პროექტი ითვალისწინებდა ინსტიტუტის არქივში დაცული გრაფიკული ანაზომების დამუშავება-დიგიტალიზაციას და კომპიუტერული ბაზის შექმნას. ასევე, ანაზომებზე მოცემული საკულტო ნაგებობების ერთი ნაწილის შესწავლასძველი და ახალი მონაცემების, გამოუქვეყნებელი ეთნოგრაფიული მასალაების მეშვეობით.
ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დაცულია მრავალი გრაფიკული ანაზომი. ამ მასალის მოცულობის გამო, შერჩეული იყო მხოლოდ ის სამი რეგიონი, რომელიც ნაკლებადაა შესწავლილი ეთნოლოგიური კუთხით. ესენია: გუდამაყარი, ხევი, თუშეთი.
19 პარამეტრის მიხედვით დამუშავდა 275 ერთეული გრაფიკული ანაზომი და შეიქმნა კომპიუტერული ბაზა. დამუშავების პროცესში, არქივში აღმოჩნდა 1 უცნობი გრაფიკული ანაზომი და 4 სწორად იქნა იდენტიფიცირებული. გაიშიფრა ზოგიერთი გრაფიკული ანაზომის შემსრულებელი არქიტექტორის სახელი და გვარი.
სამწლიანი კვლევითი სამუშაოები გამოიცა მონოგრაფიის სახით. მონოგრაფიის ერთი ნაწილი დაეთმო გრაფიკული მასალის აღწერას. მეორე ნაწილში ძველ და თნამედროვე მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილია გუდამაყრის, ხევის, თუშეთის სალოცავები. სამივე კუთხის მთვარი სალოცავის(პირიმზე ფუძის ანგელოზი, გერგეტის სამება, ლაშარი) და მათი დღესასწაულების  შესწავლისას, გამოიყო სხვადასხვა ისტორიულ პერიოდთნ დაკავშირებული ფენები, კერძოდ: წინა ქრისტიანული და ქრისტიანული, რამაც შესაძლებელი გახადა გარკვეულწილად, ეთნოგრაფიული მასალის დათარიღება. ქართველთა სარწმუნოების ისტორიაში გამოიყო ახალი, დღემდე უცნობი პერიოდი, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის შემოღებას უკავშირდება. გამოითქვა მოსაზრება დღესასწაულ ათენგენობის რაობის შესახებ. 
მონოგრაფიაში ცალკე თავი აქვს დათმობილი წმ. გიორგის სალოცავებს. ამ თავში პირველად გამოიცა ვერა ბარდაველიძის გუდამაყრისა და ხევის მასალები.
მონოგრაფიის რედაქტორმა, ისტორიის მეცნიერებათ დოქტორმა, პროფესორნა ნინო მაისურაძემ შეაფასა მონოგრაფია და აღნიშნა მისი მნიშვნელობა. დამსწრეებმა გამოთქვეს აზრი და აღინიშნა, რომ გაწეული კვლევები  იმსახურებს მაღალ შეფასებას.
საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მოხსენებულ იქნას ამ  საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციაზე (ლონდონში, ვარშავასა და თბილისში) და გამოქვეყნდა 3 სტატია. აქედა 1 რეცენზირებად ჟურნალში, ხოლო მეორე ელექტრონულ კრებულში, რომელიც განთავსდა ინტერნეტში. მესამე სტატია შევიდა საერთაშორისო კონფერენციის მასალების კრებულში. ადგილობრივ სამეცნიერო კრებულში გამოიცა 6 სტატია.

On May 2, 2018 at Iv. Javakhishvili Tbilisi State University Iv. Javakhishvili Institute of History and Ethnology was held the presentation of the outcomes of the project: Unexplored Archive Materials and the Traditional Culture of the East Georgia Highland (Ethnological Studies). Principal Investigator – Doctor of History Nino Ghambashidze. The speakers at the presentation were: Nino Ghambashidze and NikolozGurgenidze, member of the project, the responsible person for the Iv. Javakhishvili Institute of History and Ethnology archive. The project aimed to work out graphic archive materials about the East Georgia highland (Gudamakari, Khevi, Tusheti) preserved at the archive of the Institute.
275 graphical sketches were worked out by 19 parameters, digitalized and entire data base was formed. On the basis of these worked out material a monograph: “The Traditional Culture of the East Georgia Highland (Main Shrines of Gudamakari, Khevi, Tusheti)” was written.
The results of the project were presented at the international conferences (London, Warsaw and Tbilisi). 1 article was published in peer reviewed journal, second in an e-book and the third one in the proceedings of the conference. 6 articles were published in the Georgian scientific journal.
The editor of the monograph, Professor, Doctor of History, Nino Maisuradze evaluated the presented work. The value of the investigation was acknowledged among the professionals and the audience.

კატეგორია: ახალი გამოცემები | ნანახია: 969 | დაამატა: მამუკა | ტეგები: თუშეთის სალოცავები, ხევის, ნინო ღამბაშიძე, ქეთევან ალავერდაშვილი, გუდამაყრის
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.