RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2016 » აპრილი » 29 » ივანე ჯავახიშვილი: პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში
5:31 PM
ივანე ჯავახიშვილი: პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ივანე ჯავახიშვილი

პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა მე-19 საუკუნის საქართველოში - PDF

თბილისი _ 2016 2

თქვენ წინაშეა ივანე ჯავახიშვილის შესანიშნავი, მცირე ზომის გამოკვლევა, რომელიც 1906 წელს დაიწერა და გამოქვეყნდა პეტერბურგში, რუსულ ენაზე. ივ. ჯავახიშვილი, მისთვის ჩვეული სიღრმითა და სიზუსტით აანალიზებს ყველა იმ მოვლენას, რაც თან ახლდა 1801 წლის აქტს და საქართველოს რუსეთთან 1783 წლის ტრაქტატით გაუთვალისწინებელ მიერთებას. რუსული ტექსტი საკმაოდ რთულია და დღეს მისი აღქმა დაინტერესებული საზოგადოებისა და სტუდენტებისათვის მარტივი არ არის. ამიტომ, ვფიქრობთ, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კომისიის თანხმობა ამ შრომის თარგმნისა და გამოცემის შესახებ, დიდი ქართველი მეცნიერის მემკვიდრეობის გაცნობისა და ათვისების მხრივ, წინ გადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვართ, ნაშრომს სიამოვნებით გაეცნობა საქართველოს როგორც სამეცნიერო წრეები, ასევე, მკითხველთა ფართო საზოგადოება.

რედაქტორი: ვაჟა კიკნაძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

მთარგმნელი: რუსუდან მახათაძე

 

 

"ეროვნული თვითშემეცნების

გამოღვიძებისათვის, განსაკუთრებით

კი, განმტკიცებისათვის წარსულის

ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს"

ივანე ჯავახიშვილი,

"ურთიერთობა რუსეთსა და

საქართველოს შორის მე-18 ს-ში",

1919 წელი

რედაქტორის წინათქმა

2016 წელს, საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის ფუძემდებლის, დიდი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, სწორუპოვარი პიროვნების, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავს აღვნიშნავთ.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუ-ბილეო კომისიამ მიიღო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის და პირადად, ჩემი წინადადება, ქართულად თარგმნილიყო ივ. ჯავახიშვილის მიერ, 110 წლის წინ, რუსულ ენაზე დაწერილი საპროგრამო წერილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ (1783 წლიდან _ 1905 წლამდე).

ეს წერილი ქართულად არასდროს თარგმნილა. მისი რუსული კი, საკმაოდ არქაული და რთულია. ამიტომ, ვფიქრობთ, მისი თარგმანი უდიდეს სამსახურს გაუწევს როგორც მეცნიერებს, ასევე, ამ საკითხებით დაინტერესე-ბულ მკითხველთა ფართო წრესა და განსაკუთრებით კი, სტუდენტებს.

ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, დიდი მადლობა გადავუ-ხადო ჯავახიშვილის საიუბილეო კომისიის მთელ შემად-4

გენლობას, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელს ქ-ნ ნინო გიგანს, რომელმაც წიგნის ტექნიკურ გამართვაში დიდი წვლილი შეიტანა.

ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას თარგმანის გამართვის ტექნიკური მხარის შესახებ.

ივ. ჯავახიშვილს, მითითებები სქოლიოში შემოკლებით აქვს მოტანილი. ისინი ასევე დავტოვეთ (გავშალეთ მხო-ლოდ ძლიერ დაქარაგმებული სიტყვები), მაგრამ სტატიის ბოლოს დავურთეთ გამოყენებული ლიტერატურისა და წყაროების გამართული სია. ასევე, გავშალეთ ივ. ჯავა-ხიშვილის მიერ, ტექსტში უკიდურესად დაქარაგმებული სიტყვები (მაგ.: "ц."_"царь", "гр."_"граф" და ა. შ.).

ასევე, სადაც ეს უკიდურესად აუცილებელი იყო, თარ-გმანში კავებში ჩავსვით დამატებითი განმარტებითი სიტყვა და იქვე აღვნიშნეთ, რომ ეს რედაქტორის შენიშვნაა. ასე-ვე, რუსულ დედანში სქოლიოები, ციფრების ნაცვლად, ვარსკვლავებით არის აღნიშნული, რაც შევცვალეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაშრომი, სამაგიდო წიგნად იქცე-ვა არა მარტო დღევანდელი, არამედ მომავალი თაობები-სათვისაც.

ვაჟა კიკნაძე

თბილისი,

2016, აპრილი

 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1673 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.