საქართველოს ილუსტრირებული ისტორია ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლთა მიხედვით.
1. კვლევის სიახლე, მიზანი და ამოცანები 1.1 პრობლემის აქტუალობა და კვლევის სიახლე
უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მეტი ყურადღება ენიჭება ისტორიული მასალის ინტერნეტში განთავსებას – მსგავსი შინაარსის საიტები გააჩნია მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მათ შორის ჩვენს რეგიონში მდებარეთაც. საქართველოს ისტორია სრულყოფილი სახით დღემდე არ არის დამუშავებული და არც ინტერნეტულ ქსელშია განთავსებული. ელექტრონული (ციფრული) ვერსიის შექმნა-დამუშავება უაღრესად საშური საქმეა, ვინაიდან ისტორიასთან ჩვენი ქვეყნის და მის ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან დაკავშირებული ზოგიერთი მოვლენა თუ ცალკეული ფაქტი ტენდენციურად და ხშირ შემთხვევაში გაყალბებული სახითაც არის ხოლმე გადმოცემული. ამის ნათელი მაგალითია აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფალთა შეკვეთით განთავსებული საიტები ზოგიერთი "კეთილმოსურნე” ქვეყნის საინტერნეტო რესურსებში. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი ემსახურება ამ მეტად მნიშვნელოვანი ნაკლის გამოსწორებას და საინტერნეტო სივრცეში სპეციალისტების მიერ შედგენილი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალის ფაქტობრივი არარსებობით გამოწვეული ხარვეზების შევსებას. პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების მრავალრიცხოვანი ფოტო-დოკუმენტური მასალის გამოყენება, ისევე როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართული ძეგლებისა. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა უკვე მრავალგზის აღემატება ნაბეჭდი პროდუქციის მკითხველთა რიცხვს და შესაბამისად ამისა, ამა თუ იმ ნაშრომის ელექტრონულ ვერსიასაც, ინტერნეტ-სივრცის წყალობით, გავრცელების გაცილებით უფრო ფართო არეალი აქვს, ვიდრე იმავე ნაშრომის ნაბეჭდ ვერსიას. გარდა ამისა, პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის მიერ, პროექტის ავტორთა მიწოდებული მასალის საფუძველზე, შეიქმნება დაახლ. ოცამდე სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ძეგლების შესახებ. წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ისტორიის პირველი ციფრული ვერსია, რომელიც შეიქმნება პროფესიონალ ისტორიკოსთა და ხელოვნებათმცოდნეთა მიერ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებთან თუ ცალკეული პირების ღვაწლთან დაკავშირებული ხუროთმოძღვრული ძეგლების მიხედვით იოლად ხელმისაწვდომი გახდებოდა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები და საქართველოს თემით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისათვის. 1.2 კვლევის მიზანი და ამოცანები ჩვენი ძირითადი მიზანია, შევქმნათ საქართველოს ისტორიისა და ხუროთმოძღვრული ძეგლების სამეცნიერო-ენციკლოპედიური ხასიათის, სრულყოფილი, ინტერაქტიული (ფორუმები, ბლოგები), მდიდარი მედიის (ფოტო, ვიდეო, აუდიო) შემცველი ინტერნეტ-პორტალი (კარიბჭე), რომელსაც ექნება მრავალმხრივი გამოყენება, როგორც სამეცნიერო წრეებისათვის და ზოგადსაგანმანათლებლო, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის, ასევე გამოყენებითი – საქართველოში ტურისტული მოგზაურობით ჩამოსვლის მსურველთა და საზოგადოდ მკითხველთა ფართო წრეებისათვის. განხორციელების შემთხვევაში პროექტი უდიდეს შემეცნებით მნიშვნელობას შეიძენს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორისათვის თურქეთში, ირანში, აზერბაიჯანში და მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ჩვენს მიერ შემუშავებულ ინტერნეტ-ვერსიაში მეცნიერულ-პოპულარული ენით გადმოცემული იქნება საქართველოს ისტორია და ქრისტიანული ეპოქის ხუროთმოძღვრული ძეგლები (საეკლესიო, სათავდაცვო, საერო და ა.შ.); აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის და ეთნიკური ჯგუფების მიერ შექმნილი ძეგლები. პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის მიერ, პროექტის ავტორთა მიწოდებული მასალის საფუძველზე, შეიქმნება დაახლ. ოცამდე სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ძეგლების შესახებ. ფილმები მიეძღვნება განსხვავებული მნიშვნელობის, ხასიათისა და დანიშნულების ისეთ ძეგლებს, როგორიცაა სვეტიცხოველი, ჯვარი, კვეტერა, ნინოწმინდა, მანავის კომპლექსი, თორთომის ციხე, პარხალი, ბანა, ბოლნისის სიონი, სამთავისი, უბისა, ხევისჭალის სამონასტრო კომპლექსი, რკონი და იკვი, მატანის ცხრაკარის ეკლესია, თბილისის მეჩეთი, ონის სინაგოგა, კათოლიკური (წმ. პეტრესა და პავლეს) და სომხური (სურბ გევორქის) ეკლესიები, გერმანელთა საცხოვრებელი სახლები. პირველ ეტაპზე სპეციალისტთა ჯგუფის მიერ განისაზღვრება იმ ძირითადი ხუროთმოძღვრული ძეგლების ნუსხა, რომლის საფუძველზე შემუშავებული იქნება საბაზო ტექსტი. მასში ფართო საილუსტრაციო მასალის ფონზე აისახება IV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორია. ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან დაკავშირებული ქართული და უცხოური წყაროების ყურადსაღები მონაცემები. მეორე ეტაპზე ტექსტი აღიჭურვება ბმულებით, სადაც მოცემული იქნება სათანადო ინფორმაცია ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან დაკავშირებული პირების, ისტორიული ხასიათის მოვლენების, ძეგლებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების ამსახველი ინფორმაცია. რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მათ ირგვლივ უკვე არსებული თუ ახლადმოძიებული წყაროებისა და მასალების მიხედვით შედგენილი სრულფასოვანი ინფორმაციული სტატიების შედგენას. პროექტის მესამე, დასკვნით ეტაპზე მოხდება აღნიშნული სტატიებისა და საილუსტრაციო მასალის განთავსება ვებგვერდზე, მათი მიბმა ძირითად, საბაზო ტექსტთან და ატვირვა ინტერნეტ სივრცეში. პროექტით დასახული მიზნის პრაქტიკულად განხორციელებისათვის აუცილებლად მიგვაჩნია: 1. საკვლევი პრობლემის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და საკითხის სრული ბიბლიოგრაფიის შედგენა. 2. მოძიებული სამეცნიერო ლიტერატურის, გამოქვეყნებული საისტორიო წყაროების, დოკუმენტების, საარქივო და ფოტო-ვიდეო მასალის დამუშავება და გამოყენება. 3. მოპოვებული მასალების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს ისტორიის ახლებური, ხუროთმოძღვრულ ძეგლთა მონაცემების საფუძველზე შედგენილი ნარატივის შექმნა. გამოყენებული იქნება როგორც ტრადიციული მეთოდოლოგია, ასევე მოპოვებული მასალის თეორიული ანალიზის მეთოდი. ჩვენი პროექტის განხორციელების შედეგად: ა) შეიქმნება პროფესიონალი ისტორიკოსებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ ხუროთმოძღვრული ძეგლების მონაცემთა საფუძველზე შედგენილი საქართველოს ისტორიის პირველი სრული ელექტრონული ვერსია. ბ) მსგავსი მეთოდით გააზრებული საქართველოს ისტორიის ელექტრონული ვერსიის შემუშავებასთან დაკავშირებით, მომზადდება სამეცნიერო სტატიები, მოეწყობა ლექცია-სემინარები, დისკუსიები და ა. შ. გ) პროექტით გათვალისწინებული ნაშრომის დასრულების შემდეგ იგი განთავსდება საინტერნეტო ქსელში და მას თან დაერთვება შესაბამისი სტატიები ბმულების სახით, რითაც შეივსება ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე არსებული ხარვეზი. ამ ფაქტს, გარდა წმინდა მეცნიერული ღირებულებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია იმ თვალსაზრისით, რომ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში და ტურისტულ სფეროში. დ) პროექტის – ”საქართველოს ილუსტრირებული ისტორია ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლთა მიხედვით” – ინტერნეტული ვერსიის მომხმარებლები იქნებიან ჩვენი საზოგადოების ყველა სეგმენტის წარმომადგენლები: პოლიტიკური წრეები, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საქართველოს ისტორიით დაინტერესებული ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანები. მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გახდება უკანასკნელი წლებისათვის დამახასიათებელი მზარდი ტურისტული მოთხოვნილებებისათვის. ნაშრომი საინტერესო იქნება საქართველოსთან დაკავშირებული უცხოეთის სამეცნიერო (მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგებისათვის) და დიპლომატიური წრეებისათვის. ინტერნეტ სივრცეში განსათავსებელი ქართული და საქართველოში მდებარე ხუროთმოძღვრული ძეგლების ნუსხა: 1. აბაანთა, ბაზილიკა; 2. ამბარა, ბაზილიკა; 3. ალავერდის მონასტერი; 4. ანანურის ანსამბლი; 5. ანჩა; 6. ანჩისხატი; 7. არეშის ნაქალაქარი; 8. აკურა, მამა დავითის მონასტერი; 9. არმაზი (ქსნის ხეობა); 10. არმაზისხევი, 11. არმაზციხე; 12. არტანუჯი 13. ატენი, სიონის ეკლესია; 14. ახალგორი, ქსნის ერისთავთა ანსამბლი; 15. ახალდაბა, საჩინის ეკლესია; 16. ახალი შუამთა; 17. ახიზა; 18. ახმეტა, ღვთაების ეკლესია; 19. ახტალა; 20. ბაგრატის ტაძარი; 21. ბანა; 22. ბებრის ციხე; 23. ბედიის ტაძარი; 24. ბეთანიის მონასტერი; 25. ბზიფი, ციხესიმაგრე; 26. ბიეთის მონასტერი; 27. ბიჭვინთა, ეკლესია; 28. ბოლნისის სიონი; 29. ბოჭორმის ციხესიმაგრე; 30. გაგრა, ეკლესია; 31. განთიადი, ბაზილიკა; 32. გარბანი, წმ. გიორგის ეკლესია; 33. გეგუთის სასახლე; 34. გელათის მონასტერი; 35. გერგეტის სამება; 36. გონიო, ციხესიმაგრე; 37. გორის ციხე; 38. გრემის ნაქალაქარი; 39. გუდარეხის მონასტერი; 40. გურჯაანის ყველაწმინდა; 41. დავათი, ღვთისმშობლის ეკლესია; 42. დავითგარეჯის მრავალმთის მონასტრები; 43. დარიალის ციხე; 44. დმანისის ნაქალაქარი; 45. დოდოთი, ცხრაკარას ეკლესია; 46. დოლისყანა; 47. დრანდა, ეკლესია; 48. ენირაბათი; 49. ერედვი, წმ. გიორგის ეკლესია; ბერის საყდარი; 50. ერელაანთ საყდარი (მატანთან); 51. ერთაწმინდა, წმ. ესტატეს ეკლესია; 52. ერწო, სიონის ბაზილიკა; 53. ეხვევი; 54. ვაზისუბანი, სანაგირეს ბაზილიკა, ღვთისმშობლის ეკლესია; 55. ვანთა, სასახლე; 56. ვანის ქვაბები; 57. ვანის ნაქალაქარი; 58. ვარძია; 59. ვაჩნაძიანი, ყველაწმინდა, ამიდასტურის ეკლესია, სასახლე; 60. ვეჯინის ციხე; 61. ზავავის ციხე; 62. ზარზმის მონასტერი; 63. ზეგანი, ყველაწმინდის მონსტერი; 64. ზედაზენის მონასტერი; 65. ზემო ალვანი, ნათლისმცემლის კომპლექსი; 66. ზემო კრიხი; 67. ზუგდიდი, სასახლე; 68. თელავი, ბატონის ციხე; 69. თიღვა, მონასტერი; 70. თმოგვის ციხე; 71. თორთომის ციხე; 72. იდლეტი, ნათლისმცემლის ეკლესია; 73. იელი (სვანეთი); 74. იკვი; 75. იკორთა; 76. ილორი, ეკლესია; 77. იშხანი; 78. იყალთოს მონასტერი; 79. კაზრეთი, სამების ეკლესია; 80. კალაური, ნათლისმცემლის მონასტერი; 81. კარდენახი, საბაწმინდის მონასტერი; 82. კაცხი, სვეტი, გუმბათოვანი ეკლესია; 83. კვარაციხე, 84. კვეტერის ნაქალაქარი; 85. კუმურდო; 86. ლარგვისი, მონასტერი; 87. ლიხნი, სასახლე; 88. ლურჯი მონასტერი; 89. მაკრიალი; 90. მამაწმინდა; 91. მანავი, ციხესიმაგრე; 92. მანგლისის ტაძარი; 93. მანხუტი; 94. მარტვილის მონასტერი; 95. მარტყოფი, მონასტერი; 96. მატანი, ცხრაკარას მონასტერი, ერელაანთ საყდარი, ციხესიმაგრე; 97. მაღრაანი, ციხესიმაგრე; 98. მგელციხე; 99. მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი (კასპის რ-ნი); 100. მეტეხი (თბილისი); 101. მეჩეთი (თბილისი); 102. მიძნაძორი; 103. მოქვი, ეკლესია; 104. მუცო; 105. ნადოკრა, არჩილის მონასტერი; 106. ნეკრესის მონასტერი; 107. ნინოწმინდა; 108. ნიკორწმინდა; 109. ნიქოზი; 110. ნოქალაქევი; 111. ოზაანი, ამაღლების ეკლესია; 112. ოთხთა ეკლესია; 113. ოლთისის ციხესიმაგრე; 114. ოლთისი (თრიალეთი); 115. ონის სინაგოგა; 116. ოპიზა; 117. ოქროსციხე; 118. ოშკი; 119. პანტიანი, სხვილოს ციხე; 120. პარეხი; 121. პარხალი; 122. პირღებულის მონასტერი; 123. ჟალეთი, ბაზილიკა; 124. ჟინვალის ნაქალაქარი; 125. რკონის მონასტერი; 126. რუისის ეკლესია; 127. რუისპირი, წმ. შიოს მონასტერი; 128. საბუის იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი; 129. სავანე; 130. სათლე; 131. სათხე; 132. სამთავისი; 133. სამთავრო, დედათა მონასტერი; 134. საფარა; 135. სამშვილდის სიონი; 136. სამწევრისი; 137. სვეტის ეკლესია; 138. სვეტიცხოვლის ტაძარი; 139. სიღნაღის ციხესიმაგრე; 140. სნოს ციხესიმაგრე; 141. სურამის ციხე; 142. სურბ გევორქის სომხური ეკლესია (თბილისი); 143. ტბეთი; 144. ტიმოთესუბანი, ეკლესია; 145. უბისი; 146. ურბნისის ნაქალაქარი და ბაზილიკა; 147. უფლისციხე; 148. უჯარმა, ციხე-ქალაქი; 149. ფანასკერტი; 150. ფიტარეთი; 151. ფიჩხოვანი, პართენოზ ხარჭაშნელის საგვარეულო საძვალე; 152. ფუძნარი, ღვთისმშობლის ეკლესია; 153. ქარვასლა (თბილისი); 154. ქარჩოხის ციხესიმაგრე; 155. ქვათახევი; 156. ქოროღო, ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი; 157. ქსნის ციხე; 158. ყორნისის ციხესიმაგრე; 159. ყინწვისი; 160. შატბერდი; 161. შატილი; 162. შილდა; 163. შიომღვიმე; 164. ციხისძირი, პეტრას ციხე; 165. ძამის ციხე; 166. ძაღინა, სასახლე; 167. ძველი გავაზი, ღვთისმშობლის ეკლესია; 168. ძველი შუამთა; 169. წალენჯიხა; 170. წეროვანი; 171. წესი, ბარაკონის ეკლესია; 172. წვირმი (სვანეთი); 173. წინანდალი, ჭავჭავაძეების სასახლე; 174. წინარეხი, მაღალაძეების კომპლექსი; 175. წირქოლი; 176. წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია (თბილისი); 177. წრომი; 178. წუნდა; 179. წუღრუღაშენი; 180. წყაროსთავი; 181. ჭერემის ნაქალაქარი; 182. ხანძთა; 183. ხაშმი, კაწარეთის სამების კომპლექსი; 184. ხახული; 185. ხევის სიონის ეკლესია; 186. ხეითი, საბაწმინდის ეკლესია; 187. ხერთვისის ციხე; 188. ხირსა, წმ. სტფანეს ეკლესია; 189. ხობი; 190. ხორნაბუჯის ციხე; 191. ხცისი; 192. ჯვრის ტაძარი; 193. ჯრუჭი; 194. ჰუჯაბი.
|