2016 წლის 2 ივნისს, თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ვაჟა კიკნაძემ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთში, ქ. ასტანაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ჩატარდა ნ. ნაზარბაევის საერთაშორისო ცენტრში და ყაზახეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავს მიეძღვნა.
მისი მოხსენება: „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. სიძნელეები დამოუკიდებლობის გზაზე,“ პლენარულ სხდომაზე იქნა მოსმენილი და დიდი მოწონება დაიმსახურა.
|