RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2015 » სექტემბერი » 16 » არჩილ ჩაჩხიანი "რუსეთი და თურქეთი: ბოლშევიკურ-იტიჰადისტური ენიგმა (1920-1922)"
1:19 PM
არჩილ ჩაჩხიანი "რუსეთი და თურქეთი: ბოლშევიკურ-იტიჰადისტური ენიგმა (1920-1922)"

 არჩილ ჩაჩხიანი: რუსეთი და თურქეთი: ბოლშევიკურ-იტიჰადისტური ენიგმა (1920-1922)"- PDF

 

დავით აღმაშენებლის სახელობის

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

 

ავტორი: ისტორიის დოქტორი, პოლკოვნიკი არჩილ ჩაჩხიანი

სამეცნიერო რედაქტორები:

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იგორ კვესელავა

რეცენზენტები:

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ სონღულაშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ვადაჭკორია

 

წინამდებარე ნაშრომი სამეცნიერო ისტორიული ხასიათის გამოკვლევაა. მასში რუსული, "რევოლუციური მესიანიზმისა" და ბოლშევიკთა, "მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის" კონცეფციების ფონზე ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველადაა წარმოდგენილი საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ოსმალთა იმპერიის ყოფილი მმართველი ტრიუმვირატის წევრებს შორის 1920-1922 წლებში არსებული ღრმად გასაიდუმლოებული სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები. მაშინ მოსკოვს ხშირად უწოდებდნენ მრავალრიცხოვანი, "აღმოსავლეთის ჩაგრული ხალხების მექას". კრემლში კი ერებისა და სახელმწიფოების მოწყობის სრულიად წარმოუდგენელი გეოპოლიტიკური პროექტები იბადებოდა, რომელიც დამყარებული იქნებოდა არა მარტო სისტემურ-პოლიტიკურ, არამედ იდეოლოგიურ, კონფესიურ და ეთნიკურ მახასიათებლებზე. ნაშრომში მდიდარ წყაროთმცოდნეობის ბაზაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ავტორთა ნაშრომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე განხილულია ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამყარდა ოსმალეთისა და რუსეთის პოსტიმპერიალისტურ სივრცეებში. წიგნში რუსულ-ოსმალური ბოლშევიკურ-იტიჰადისტური ურთიერთობების ფონზე წარმოდგენილია მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის ეგიდით დაწყებული რუსული ექსპანსიის პროცესები, "აღმოსავლეთად" წოდებულ ისლამურ ქვეყნებში.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ოპერატიული დონის ოფიცრებისა და მეცნიერ-ისტორიკოსებისათვის, აგრეთვე პოლიტიკური და სამხედრო ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა წრისათვის. ავტორი დიდი ინტერესით მიიღებს მკითხველთა მიერ გამოთქმულ საქმიან შენიშვნებსა და წინადადებებს.

გამოცემის რედაქტორი: ქეთევან ოსეფაიშვილი

ტექნიკური რედაქტორი: პოლიტოლოგიის დოქტორი, პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე

სტილისტი: თინათინ პავლიაშვილი

დამკაბადონებელი: სოფიო გოცაძე

განხილული და მოწონებულია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ.

სხდომის ოქმი № 3. 02.04. 2015 წელი.

© საავტორო უფლებები დაცულია. All rights reserved.

© არჩილ ჩაჩხიანი, 2015.

ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას

კატეგორია: ახალი გამოცემები | ნანახია: 1222 | დაამატა: მამუკა | ტეგები: ჩაჩხიანი, რსეთი, თურქეთი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.