2016 წლის შემოდგომაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) გამოსცა წიგნი „სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“. წიგნი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხისაა და უხვად არის ილუსტრირებული. ეს არის ჩვენი უძველესი და უახლოესი მეზობელი ხალხის ისტორიის პირველი გამოცემა ქართულ ენაზე, რაც უდავოდ ღირშესანიშნავი მოვლენაა. ამიტომ ამ გამოცემას, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თუმცა მანამდე მოკლედ შევჩერდები წიგნის გამოცემის წინაისტორიაზე. კსუ-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სომხეთის ისტორიით დაინტერესებული სტუდენტების მცირე ჯგუფს დაენიშნა სომხეთის ისტორიისა და სომხური ენის სალექციო კურსები. ვინაიდან მე შემომთავაზეს სომხეთის ისტორიის წაკითხვა, თავისთავად აღმოვჩნდი იმ სერიოზულ პრობლემის წინაშე, რასაც ამ მხრივ ქა
...
კითხვის გაგრძელება »