თანამედროვე მსოფლიოში და კერძოდ კავკასიაშიც ყალიბდება ახალი რეალობა, რომელიც სულ უფრო ფართოდაა დაკავშირებული გლობალიზაციასთან და მის თანმხლებ რეგიონალიზაციის პროცესებთან. ეს ტენდენცია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების პირობებში სწრაფად მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ადამიანის იდენტურობისა და მისი ცივილიზაციური კუთვნილების პრობლემები. ამასთან დაკავშირებით ავტორი მიიჩნევს, რომ არსებობს ერთი მსოფლიო ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაცია, რომელიც შედგება ადგილობრივი, ლოკალური და რეგიონული ცივილიზაციებისგან. აქვე აღსანიშნავია, რომ კაცობრიობამ თავისი ევოლუციის გზაზე განვლო კულტურის/ცივილიზაციის აგრარული, ინდუსტრიალური ეპოქები და ამჟამად მიმდინარეობს მისი ინფორმაციული განვითარების ეტაპი. კულტურისა და ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელ უამრავ დეფინიციებს შორის მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ: პირველი – კულტურა არის ადამიანის მოღვაწეობის საყოველთაო ტექნოლოგია. ასეთი მიდგომა ცხადყოფს, რომ ადამიანის კულტურას შესაბამის ცივილიზაციურ ეპოქაში განს
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
სტატიები
|
ნანახია:
3510
|
დაამატა:
მამუკა
|
თარიღი:
2011-07-22
|
| |