ა/წ 18 მაისს ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში მოეწყო დ. ჭითანავას წიგნის პრეზენტაცია. მონოგრაფია მომზადდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
გამოვიდა დავით ჭითანავას მონოგრაფია "ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში" (უძველესი დროიდან დღემდე). გამომცემლობა "მწიგნობარი", თბილისი 2010.