RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2015 » დეკემბერი » 1 » ვაჟა კიკნაძის მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპული კვლევების 47-ე საერთაშორისო კონგრესში
12:48 PM
ვაჟა კიკნაძის მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპული კვლევების 47-ე საერთაშორისო კონგრესში

ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა ვაჟა კიკნაძემ 2015 წლის 19–22 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპული კვლევების 47-ე საერთაშორისო კონგრესში (ASEES), რომელიც გაიმართა ფილადელფიაში (აშშ).

კონფერენციაში მონაწილეობდა 2800 დელეგატი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

21 ნოემბერს ვაჟა კიკნაძემ წარადგინა მოხსენება თემაზე: "ქართულ–რუსული ურთიერთობის ამსახველი პირველი დოკუმენტი (XV). ახალი ხედვა და ინტერპერეტაცია." მოხსენებაში პირველად იყო დასმული საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველო–რუსეთის ურთიერთობის ამსახველი ეს პირველი დოკუმენტი, რომლის მხოლოდ რუსული თარგმანია მოღწეული, რუსული მხარის მიერ, საფუძვლიანად იქნა გადამუშავებული და ჩასწორებული. კერძოდ, აშკარა ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ კახეთის მეფე ალექსანდრე I, საბუთში მოხსენიებულია როგორც მოსკოვის დიდი მთავრის, ივანე III–ის "მცირე ხოლოპი", ხოლო ივანე III განდიდებულია შეუსაბამო ეპითეტებით.

მოხსენებამ დიდი ინტერესი და კამათი გამოიწვია. ვაჟა კიკნაძის მოხსენებას მაღალი შეფასება მისცა სხდომის წამყვანმა, იელის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორმა, ქ–მა ტუტსონმა.

ვაჟა კიკნაძე მოხსენებების პროგრამით ხელში

ვაჟა კიკნაძე მუზეუმის წინ

ვაჟა კიკნაძე მოხსენების დროს, დაუნტაუნ მარიოტი, აუდიტორია 406 (21,11,2015)

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 805 | დაამატა: მამუკა | ტეგები: კიკნაძე
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.