RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 10 » თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვაჟა კიკნაძის სამეცნიერო მივლინება იტალიაში
11:09 PM
თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვაჟა კიკნაძის სამეცნიერო მივლინება იტალიაში

22-26 სექტემბერს თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებაში იტალიაში, ქალაქ სენიგალიაში (ანკონას პროვინცია). ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ამ პატარა ქალაქში ჩატარდა იტალიის თანამედროვე ისტორიის კვლევის ასოციაციის კონფერენცია.

კონფერენცია გაიხსნა არაჩვეულებრივ გარემოში: ადრიატიკის ზღვაზე მდებარე როტონდაში. ვაჟა კიკნაძემ აქ წარადგინა მოხსენება „საქართველო ნიკოს კაზანძაკისის მოგზაურობის ჩანაწერებში (1919, 1927, 1928)". მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ბერძენი მწერალი, მთარგმნელი და ჰუმანისტი ნიკოს კაზანძაკისი მსოფლიოში ცნობილი პიროვნება იყო. მისი ჩანაწერები საქართველოს შესახებ კი ნაკლებადაა ცნობილი. ნ. კაზანძაკისის რამდენიმე საინტერესო წიგნი („აღსარება გრეკოსთან“, „ასკეზა“, ამონარიდები წიგნიდან „ტოდა რაბა“), შესანიშნავად თარგმნა და გამოსცა თამარ მესხმა. ნ. კაზანძაკისი 1927 წელს ესტუმრა გიორგი ლეონიძის ოჯახსაც. 1928 წელს კი მან საქართველოში 6 თვე დაჰყო და  თავისებური, სიმბოლოებით დატვირთული ჩანაწერებიც დატოვა. მოხსენება, ძირითადად სწორედ ამ ჩანაწერებს შეეხებოდა.

გარდა სენიგალიისა ვაჟა კიკნაძემ მოინახულა ქ. ბოლონია და იქ მდებარე, მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი (ამჟამად იქ განთავსებულია უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი). ბოლონიაში ორი ტაძარი განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას: ქალაქის მფარველის წმ. პეტრონიუსის (შენდებოდა XIV-XVI სს.; ფასადი დღესაც ბოლომდე არ არის მოპირკეთებული) და წმ. მარტინესი. ორივე ტაძარში ბევრია ხელოვნების შესანიშნავი ქმნილება (ხატები, ბარელიეფები, სკულპტურები), რომლებიც ძირითადად XIV-XVIII სს. თარიღდება.

ვ. კიკნაძემ მოინახულა აგრეთვე, ქალაქი-სახელმწიფო (რესპუბლიკა) სან-მარინო, რომელიც მთის კალთაზეა გაშენებული და წარუშლელ შთაბეჭდილებას  სტოვებს. საოცარია სან-მარინოს სამთავრობო რეზიდენცია, ძველ, ციხე-სიმაგრის მსგავს შენობაში.  სამთავრობო რეზიდენციის კარი ყველა მნახველისთვის ღიაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იქ მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. ეს სიღნაღის ტოლი ქვეყანა, გამოირჩევა თბილი, ღია ატმოსფეროთი. იქ ყოველთვის უამრავ ტურისტს შეხვდებით მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

ვაჟა კიკნაძის მოხსენება სენიგალიაში

როტონდა ზღვაზე სადაც გაიხსნა კონფერენცია (როტონდა ა მარე, სენიგალია)

სან-მარინოს შუაგული

სან-მარინოს ციხე-სიმაგრე

სან-მარინოს მთავარი ტაძარი

სენიგალიის მთავარი ციხე- სიმაგრე

კატეგორია: მივლინებები | ნანახია: 1121 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.