RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის 2011 წლის სამეცნიერო მუშაობის მოკლე ანგარიში
2:08 PM
თსუ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის 2011 წლის სამეცნიერო მუშაობის მოკლე ანგარიში
2011 წელს თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში შესრულდა სამეცნიერო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობდა 5 ძირითადი მიმართულებით და შესაბამის განყოფილებებზე იყო განაწილებული: I თემა _ კოლექტიური ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი _ "აფხაზეთის ისტორია, ეთნოლოგია და ანთროპოლოგია უძველესი დროიდან დღემდე", ნაწილი III (აფხაზეთის ტერიტორიის ისტორია, ეთნოლოგია და ანთროპოლოგია ახ. წ. XI ს-დან XV ს-მდე); II თემა _ კოლექტიური ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი _ "ცხინვალის რეგიონის (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) ისტორია, ეთნოლოგია და ანთროპოლოგია უძველესი დროიდან დღემდე", ნაწილი III (ცხინვალის რეგიონის ისტორია, ეთნოლოგია და ანთროპოლოგია ახ. წ. XI ს-დან XV ს-მდე); III თემა _ კოლექტიური ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომი _ "საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლაში" ნაწილი III (საერთაშორისო ორგინაზაციების როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში (2008-2011 წწ.); IV თემა _ "ძველი მსოფლიოსა და საქართველოს უძველესი პერიოდის ისტორიის მნიშვნელოვანი პრობლემები"; V თემა _ "საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ერთობების ისტორია, ეთნოლოგია და ანთროპოლოგია". 

2011 წელს დასრულდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული (განხორციელდა ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ბაზაზე) პროექტი "ქართლის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის საკითხები და ანთროპოლოგიური ტიპის ცვალებადობა ძვ.წ. III ათასწლეულიდან XX საუკუნის ჩათვლით" (ხელმძღვანელი ლიანა ბითაძე) და გამოიცა მონოგრაფია (856 გვერდი), რომელშიც პირველადაა შესწავლილი ისტორიული ქართლის მოსახლეობა უძველესი დროიდან დღემდე და განხილულია ამ რეგიონის მოსახლეობის ეთნიკური სურათის დინამიკა სხვადასხვა დარგის მეცნიერთა კომპლექსური კვლევის საფუძველზე.

2011 წელს ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 9 ეროვნულ და საერთაშორისო პროექტში, რომლებიც ფინანსდებოდა სხვადასხვა ფონდის მიერ სხვა ორგანიზაციების ბაზაზე.

2011 წელს დაიბეჭდა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა 121 ნაშრომი (სტატია, მონოგრაფია, ბროშურა, წიგნი, სახელმძღვანელო). ასევე, მეცნიერ-თანამშრომლება მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
აღსანისნავია, რომ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სამეცნიერო საქმიანობის დონის ასამაღლებლად, 2011 წელს ჩატარდა ორი სამეცნიერო კონფერენცია: 13-15 ივნისს სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი საქართველოს დამოუკუდებლობის აღდგენის 20 წლისთავისადმი და 16 ივნისს სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკადემიკოს მალხაზ აბდუშელიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი.

2011 წელს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტმა გამოსცა პერიოდული გამოცემები: "ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები" N1 (9), "კავკასიის ეთნოლოგიური კრებული" XIII, "კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული" XIV, "ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი" XIII.
ასევე, 2012 წლისთვის გამოსაცემად მომზადდა: "ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები" X-XI, "ქართული წყაროთმცოდნეობა" XIII, "ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები" N2 (10).

გარდა სამეცნიერო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოებისა, ინსტიტუტმა 2011 წელს განახორციელა სხვა საქმიანობებიც, რისი აღნიშვნაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სამუშაოები მიმდინარეობდა რამდენიმე მიმართულებით: 1. მომსახურების სფერო (მკითხველთა მომსახურება); 2. ფონდების სისტემატიზაცია-კატალოგიზაცია (რაც ითვალისწინებს ძველი წიგნადი ფონდებიდან ახალი ფონდების ჩამოყალიბებას, მათ თანამედროვე საბიბლიოთეკო სისტემით აღნუსხვასა და კატალოგიზაციას); 3. ახალი ლიტერატურის მიღება (ბიბლიოთეკას შეემატა 94 ერთეული ახალი ლიტერატურა), ერთეულების ტექნიკური დამუშავება, კატალოგიზირება.

2011 წელს საბოლოოდ დასრულდა წიგნადი ფონდების ჩამოყალიბების პროცესი. არსებული ლიტერატურა დაიყო ფონდებად, რომლებიც მოღვაწეთა პირადი კოლექციების ან ლიტერატურის თემატურ-შინაარსობრივი მნიშვნელობის პრინციპის მიხედვით შეიქმნა. ამ ეტაპზე ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა აერთიანებს შემდეგ ფონდებს: ძირითადი წიგნადი ფონდები (ქართულ წიგნთა ფონდი, რუსულ წიგნთა ფონდი, რარიტეტულ წიგნთა ფონდი, ევროპულ წიგნთა ფონდი, სომხურ წიგნთა ფონდი, მ. დუმბაძის ფონდი, ვ. გუჩუას ფონდი, ნ. ნაცვლიშვილის ფონდი, გ. წერეთლის ფონდი, ვ. დონდუას ფონდი, თ. ტივაძის ფონდი, ენციკლოპედიებისა და ლექსიკონების ფონდი, ატლასებისა და რუკების ფონდი, მინიატურულ წიგნთა ფონდი) და პერიოდულ გამოცემათა ფონდები (ქართულ პერიოდულ გამოცემათა ფონდი, რუსულ პერიოდულ გამოცემათა ფონდი, უცხოურ პერიოდულ გამოცემათა ფონდი).

ინსტიტუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთეულია ისტორიული და ეთნოლოგიური საარქივო ფონდი, რომელიც უნიკალურია თავისი მასალით.

2011 წელს საარქივო განყოფილებაში გრძელებოდა პირადი საარქივო ფონდებისა და მასალების აღწერა-დამუშავება, კლასიფიკაცია და ხელახალი პაგინაცია. შეიქმნა დამუშავებული საარქივო ფონდების ციფრული ვერსიები. მიმდინარე წელს დასრულდა: ივაშჩენკოს მასალების აღწერა (სულ 34 საქაღალდე); ქვემო ქართლის 1948 წლის ექსპედიციის მასალების დამუშავება (50 საქაღალდე); ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებიდან გადმოწერილი პორების აღწერა-დამუშავება და კლასიფიკაცია (A ფონდის პირები _ 129 ერთეული, S ფონდის პირები _ 67 ერთეული, Q ფონდის პირები _ 15 ერთეული).
2011 წელს მიმდინარეობდა ალექსი ოჩიაურის პირადი საარქივო ფონდის ციფრული ვერსიის შექმნა, გადაღებულია 448 ფურცელი. დაიწყო ალექსი რობაქიძის დაიწყო პირადი საარქივო ფონდის დამუშავება (ამჟამად დამუშავებულია 60 საქაღალდე).
ფუნქციონირებს ინსტიტუტის ვებ-გვერდი: www.institutehist.ucoz.net, რომელიც მუდმივად ახლდება ინფორმაციით.
კატეგორია: წლიური სამეც. ანგარიში | ნანახია: 1432 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.