RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2012 » ნოემბერი » 19 » კრებული "ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები", XII, 2012 წ.
6:05 PM
კრებული "ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები", XII, 2012 წ.
კრებული "ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები", XII, 2012 წ. 

ნაშრომის წარმოდგენისა და გაფორმების წესი 

1. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაბეჭდისა და ელექტრონული ვერსიის სახით (CD), თითო ეგზემპლარად.
2. ნაშრომს თან უნდა ახლდეს:
_ თავფურცელი, რომელზეც მითითებული იქნება: ა) ავტორის სახელი (სრულად) და გვარი; ბ) იმ დაწესებულების დასახელება (სრულად), სადაც ავტორი მუშაობს; გ) თანამდებობა, რომელიც ავტორს უკავია შესაბამის დაწესებულებაში; დ) ავტორის საკონტაქტო კოორდინატები (ბინის ტელეფონი, მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა).
_ ანოტაცია ქართულ ენაზე (საშუალოდ, 1 ნაბეჭდი გვერდი), სადაც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული, კონკრეტულად, რა სიახლეს სთავაზობს ნაშრომის ავტორი სამეცნიერო საზოგადობას.
3. ნაშრომი მოცულობით უნდა იყოს კომპიუტერზე ნაბეჭდი, საშუალოდ, 15 გვერდი (რეზიუმეს გარეშე).
4. ნაშრომი დაბეჭდილი და გაფორმებული უნდა A4 ფორმატის ქაღალდზე შემდეგი სახით:
_ ავტორის სახელი (სრულად), გვარი და სამუშაო ადგილი (სრულად) (იწერება ზედა მარჯვენა კუთხეში).
_ ნაშრომის სათაური (იწერება შუაში).
_ ნაშრომის ძირითადი ტექსტი, სადაც ყოველი გვერდის ბოლოს, სქოლიოში ჩატანილი იქნება შენიშვნები და დამოწმებულ ლიტერატურაზე მითითებანი. სქოლიოში ჩატანილი შენიშვნები და დამოწმებულ ლიტერატურაზე მითითებანი აღნიშნული უნდა იყოს გაბმული ნუმერაციით, 1-დან ზემოთ (დაწვრილებით იხ.: ქვემოთ).
_ დამოწმებული ლიტერატურის ნუსხა, გაწყობილი ანბანურ რიგზე (დაწვრილებით იხ.: ქვემოთ).
_ რეზიუმე ქართულ ენაზე (არანაკლებ ნაშრომის ძირითადი ტექსტის 1/4-ისა).
_ დანართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
_ ოთხივე მხრივ დატოვებული მინდორი: 2,5 სმ.
_ შრიფტი: AcadNusx, 12, ინტერვალი 1.
5. დამოწმებული ლიტერატურის მითითების წესი გვერდის ბოლოს ჩატანილ სქოლიოში:

ა) მონოგრაფიის მითითების წესი:

_ მონოგრაფია, მისი პირველად მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორის სახელი (ინიციალით), გვარი, მონოგრაფიის სათაური (სრულად, სატიტულო ფურცლის მიხედვით, მარჯვნივ დახრილი სახით), გამოცემის ადგილი (სრულად) და თარიღი (ფრჩხილებში), დამოწმებული გვერდი.

მაგ.: ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), I (თბილისი, 1973), გვ. 42-43.

_ მონოგრაფია, მისი მეორედ, მესამედ და ა. შ. მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორის სახელი (ინიციალით), გვარი, ფრაზა "დასახ. ნაშრომი", გვერდი.

მაგ.: ო. სოსელია, დასახ. ნაშრომი, გვ. 52-53.

_ მონოგრაფია, მისი მიჯრით მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ფრაზა "იქვე" და გვერდი.

მაგ.: იქვე, გვ. 52-53.

_ მონოგრაფია, მისი სხვა რომელიმე ტომის პირველად მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორის სახელი (ინიციალით), გვარი, მონოგრაფიის სათაური (სრულად, სატიტულო ფურცლის მიხედვით, მარჯვნივ დახრილი სახით), გამოცემის ადგილი (სრულად) და თარიღი (ფრჩხილებში), მონოგრაფიის დამოწმებული გვერდი.

მაგ.: ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), II (თბილისი, 1981), გვ. 165-166.

_ მონოგრაფია, მისი ორი სხვადასხვა ტომის მეორედ, მესამედ და ა. შ. მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორის სახელი (ინიციალით), გვარი, მონოგრაფიის სათაურის დასაწყისი (მარჯვნივ დახრილი სახით), სამწერტილი, ტომი და გვერდი. 

მაგ.: ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური..., I, გვ. 87-88.
ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური..., II, გვ. 165-166.


_ ერთი და იმავე ავტორის ორი სხვადასხვა მონოგრაფია მათი მეორედ, მესამედ და ა. შ. მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორის სახელი (ინიციალით), გვარი, მონოგრაფიის სათაურის დასაწყისი (იმ სისრულით, რომ ერთი მონოგრაფია განირჩეოდეს მეორე მონოგრაფიისაგან, მარჯვნივ დახრილი სახით), სამწერტილი და გვერდი.
მაგ.: მ. რეხვიაშვილი, დასავლეთი საქართველო..., გვ. 100-101.
მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო..., გვ. 140-141.


ბ) სტატიის მითითების წესი:

_ სტატია, მისი პირველად მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორის სახელი (ინიციალით), გვარი, სტატიის სათაური, პერიოდული გამოცემის ან ერთჯერადი კრებულის სახელწოდება (სრულად, სატიტულო ფურცლის მიხედვით, მარჯვნივ დახრილი სახით), გამოცემის ადგილი (სრულად) და თარიღი (ფრჩხილებში), სტატიის დამოწმებული გვერდი.

მაგ.: ლ. პატარიძე, მირიანი და მისი მეფობა: იდეოლოგიური ასპექტი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, VIII, ეძღვნება გელათის მონასტრის დაარსების 900 წლისთავს (თბილისი, 2008), გვ. 64-65.

_ სტატია, მისი მეორედ, მესამედ და ა. შ. მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორის სახელი (ინიციალით), გვარი, ფრაზა "დასახ. ნაშრომი", გვერდი.

მაგ.: ლ. პატარიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 64-65.

_ სტატია, მისი მიჯრით მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ფრაზა "იქვე" და გვერდი.

მაგ.: იქვე, გვ. 83-84.

_ ერთი და იმავე ავტორის ორი სხვადასხვა სტატია, მათი მეორედ, მესამედ და ა. შ. მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორის სახელი (ინიციალით), გვარი, სტატიის სათაურის დასაწყისი (იმ სისრულით, რომ ერთი სტატია განირჩეოდეს მეორე სტატიისაგან), სამწერტილი და გვერდი. 

მაგ.: ლ. პატარიძე, მირიანი და მისი..., გვ. 64-65.
ლ. პატარიძე, მეფობის იდეა..., გვ. 106-107.


გ) აღწერილობის, ლექსიკონისა და ა. შ. მითითების წესი:

_ აღწერილობა, ლექსიკონი და ა. შ., მისი პირველად მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: სათაური (სრულად, სატიტულო ფურცლის მიხედვით), გამოცემის ადგილი (სრულად) და თარიღი (ფრჩხილებში), დამოწმებული გვერდი. 

მაგ.: ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, ტომი I1, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: თ. ბრეგაძემ, მ. ქავთარიამ და ლ. ქუთათელაძემ (თბილისი, 1959), გვ. 246-247.

_ აღწერილობა, ლექსიკონი და ა. შ., მისი მეორედ, მესამედ და ა. შ. მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: სათაურის დასაწყისი, სამწერტილი და გვერდი. 

მაგ.: ქართულ ხელნაწერთა..., გვ. 265-266.

_ აღწერილობა, ლექსიკონი და ა. შ., მისი მიჯრით მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ფრაზა "იქვე" და გვერდი.

მაგ.: იქვე, გვ. 274-275.

_ აღწერილობა, ლექსიკონი და ა. შ., მისი სხვა რომელიმე ტომის პირველად მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: სათაური (სრულად, სატიტულო ფურცლის მიხედვით), გამოცემის ადგილი (სრულად) და თარიღი (ფრჩხილებში), დამოწმებული გვერდი. 

მაგ.: ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა. ტომი I2. შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: თ. ბრეგაძემ, ც. კახაბრიშვილმა, თ. მგალობლიშვილმა, მ. ქავთარიამ, ლ. ქუთათელაძემ და ც. ჯღამაიამ. (თბილისი, 1976), გვ. 127-128.

_ აღწერილობა, ლექსიკონი და ა. შ., მისი ორი სხვადასხვა ტომის მეორედ, მესამედ და ა. შ. მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: სათაურის დასაწყისი, სამწერტილი, ტომი და გვერდი. 

მაგ.: ქართულ ხელნაწერთა..., I1, გვ. 255-256.
ქართულ ხელნაწერთა..., I2, გვ. 127-128.


დ) გამოქვეყნებული წერილობითი წყაროს მითითების წესი:

_ გამოქვეყნებული წერილობითი წყარო, მისი პირველად მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სათაური ან რაობა (მარჯვნივ დახრილი სახით), შესაბამისი გამოცემა (სრულად, სატიტულო ფურცლის მიხედვით,), გამოცემის ადგილი (სრულად) და თარიღი (ფრჩხილებში), დამოწმებული გვერდი.

მაგ.: ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973), გვ. 483-484.

_ გამოქვეყნებული წერილობითი წყარო, მისი მეორედ, მესამედ და ა. შ. მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სათაურის ან რაობის დასაწყისი (მარჯვნივ დახრილი სახით), სამწერტილი და გვერდი.

მაგ.: ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა..., გვ. 486-487.

_ გამოქვეყნებული წერილობითი წყარო, მისი მიჯრით მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ფრაზა "იქვე" და გვერდი.

მაგ.: იქვე, გვ. 488-489.

დ) გამოუქვეყნებული წერილობითი წყაროს მითითების წესი:

_ გამოუქვეყნებელი წერილობითი წყარო, მისი პირველად მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სათაური ან რაობა (სრულად, მარჯვნივ დახრილი სახით), დაცულობის ადგილი, სარეგისტრაციო ნომერი და დამოწმებული გვერდი.

მაგ.: კათოლიკოსი ქრისტეფორეს 1623 წლის წყალობის წიგნი სვეტიცხოვლის კანდელაკის შიო ეგაძისადმი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართული ისტორიული დოკუმენტების Hd კოლექცია, საბუთი N9446, 1r.
_ გამოუქვეყნებელი წერილობითი წყარო, მისი მეორედ, მესამედ და ა. შ. მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ავტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სათაურის ან რაობის დასაწყისი (მარჯვნივ დახრილი სახით), სამწერტილი და გვერდი. 

მაგ.: კათოლიკოსი ქრისტეფორეს..., 2v.

_ გამოუქვეყნებული წერილობითი წყარო, მისი მიჯრით მითითების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს შემდეგი სახით: ფრაზა "იქვე" და გვერდი. 

მაგ.: იქვე, 3r.

6. დამოწმებული ლიტერატურის მითითების წესი ნაშრომის ბოლოს:
_ დამოწმებული ლიტერატურა ნაშრომის ბოლოს უნდა მიეთითოს იმ სახით, რა სახითაც ეს ლიტერატურა მითითებულია გვერდის ბოლოში ჩატანილ სქოლიოში, მათი პირველად დამოწმების შემთხვევაში.
_ დამოწმებული ლიტერატურა უნდა დალაგდეს ანბანური პრინციპის დაცვით. ჯერ მიეთითება ქართულენოვანი, ხოლო შემდეგ _ უცხოენოვანი ლიტერატურა.
_ ანბანურ რიგზე გაწყობილი დამოწმებული ლიტერატურის დანომვრა საჭირო არ არის.
7. რედაქციაში შემოსული ყოველი ნაშრომი გადაეცემა ერთ ან ორ რეცენზენტს. რეცენზირება ანონიმურია. ავტორს ეცნობება რეცენზირების შედეგები და გადაეცემა რეცენზიები. სტატია იბეჭდება მხოლოდ დადებითი რეცენზიების შემთხვევაში.
კატეგორია: კრებულები | ნანახია: 1399 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.