RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2017 » იანვარი » 18 » შოთა ვადაჭკორია: შეიარაღებული აჯანყების სამხედრო გეგმის გაცემის დაზუსტებისათვის
2:31 PM
შოთა ვადაჭკორია: შეიარაღებული აჯანყების სამხედრო გეგმის გაცემის დაზუსტებისათვის
შეიარაღებული აჯანყების სამხედრო გეგმის გაცემის დაზუსტებისათვის - PDF

შოთა ვადაჭკორია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ილიას ძე ვადაჭკორია დაიბადა 1951 წლის 20 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭანჭათში. 1966 წელს დაამთავრა სოფ. ჭანჭათის არასრული, ხოლო 1968 წელს სოფ. აკეთის საშუალო სკოლა. 1977 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1979 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ხალხთა მეგობრიბის მუზეუმში. 2000_ 2006 წლებში მუშაობდა იმავე აკადემიასთან არსებულ პოლიტოლოგიის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერ_ თანამშრომლის თანამდებობაზე. 2007 წლიდან დღემდე ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ_ თანამშრომლია. წლების მანძილზე დედაქალაქის სხვადასახვა უმაღლეს სასწავლებლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1986 წელს დაიცვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო, 2002 წელს ისტორიის

მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ინტენსიურად იკვლევს ქართული პოლიტიკური აზროვნებისა და საქართველოს უახლესი პერიოდის პოლიტიკური ისტორიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 125- ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. აქედან 25 წიგნი და ბროშურა, რომელთაგან 10 მონოგრაფიაა. 1)ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიოტიკურ აზროვნებაში. ნაკვეთი I. (1917_ 1918 წწ.); 2)ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიოტიკურ აზროვნებაში. (1921_ 1923 წწ.); 3)საქართველო_ სომხეთის ურთიერთობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში 1918_ 1920 წწ.); 4)ქართული სოციალ_ დემოკრატია 1917_ 1921 წლებში; 5)საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები. (XX საუკუნე) წიგნი I; 6)ებრაელთა საკითხი და ქართული სინამდვილე (1921_ 1940); 7)საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები. (XX საუკუნე) წიგნი II; 8)კოდორის ხეობის დილემა და ქართული საზოგადოებრივ- პოლიტიკური აზრი (1993- 2014); 9)ქართული ეპოსიდან ამოზიდული ლეგენდა (ვალოდია გოგუაძე). 10)საბჭოთა რუსეთთან საქართველოს დამარცხების ზოგიერთი ფაქტორის დაზუსტებისათვის (1921 წლის თებერვალი- მარტი). ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი.

კატეგორია: ახალი გამოცემები | ნანახია: 1444 | დაამატა: მამუკა | ტეგები: ხომერიკი, ჯუღელი, აჯანყება, ვადაჭკორია, ჯავახიშვილი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.