RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » სტატიები » საინსტიტუტო საუბრები

საინსტიტუტო საუბრები

ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, მიმდინარე წლის 28 ივნისს ჩატარდა „საისტორიო საუბრები“-ს მორიგი სემინარი, რომელზეც წაკითხული იყო მოხსენება „ნათლისმცემლის მონასტრის სამლოცველოში აღმოჩენილი სამარხის შესწავლისათვის“. 
მომხსენებლები: ისტორიის დოქტორი, არქეოლოგი ქეთევან დიღმელაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ანთროპოლოგი ლიანა ბითაძე და გეოლოგია- მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პალინოლოგი ელისო ყვავაძე.

დავით-გარეჯის ნათლისმცემლის ეკლესიაში აღმოჩენილი იქნა საწნახელის მსგავსი სამარხი  (მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მ. სიმაღლეზე) გადახურული ქვის ფილებით. სამარხის სიღრმე იატაკიდან - 71 სმ, სახურავი - 36 სმ, სიგრძე - 245 სმ, სიგანე - 95 სმ (2,45x0,95 მ.), თაროები 10-10 სმ ყველა მხრიდან. დამხრობა დასავლეთი-დან აღმოსავლეთისაკენ.                                                
სამარხის იატაკამდე ორი ჩონჩხი აღმოჩნდა, რომლებიც ერთმანეთზე იყო დაკრძალული. ჩონჩხებზე ჩატარებული ანთროპოლოგიური კვლევით განისაზღვრა დაკრძალულთა ასაკი და სქესი: პირველი მიცვალებული გახლდათ 55-65 წლის მამაკაცი, ხოლო მეორე - 51 წლის მამაკაცი. პირველი მიცვალბულის თვალბუდის ჰიპროსტოზის ფიქსაცია მოწმობს, რომ მამაკაცი ანემიითა და ინფექციური დაავადებებით იყო ავად. გარდა ამისა, მას, ისევე როგორც მეორე მიცვალებულს, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი აწუხებდა. მეორე მიცვალებულის თავის ქალაზე აღინიშნება მცირე ზომის ოსტეომა - ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე; თხემზე ბლაგვი საგნის დარტყმისგან მიყენებული ჭრილობის შეხორცების კვალი, ხოლო მარჯვენა საფეთქელთან კვადრატული ხვრელი. უკანაკსნელი მონაცემები მეტყველებს, რომ პირველი ჭრილობის მიყენების შემდეგ, მამაკაცს გარკვეულ პერიოდს უცოცხლია; მეორე კი, სავარაუდოდ, ისრისგან მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. 
ამ მოსაზრებას პალინოლოგიური მონაცემებიც ადასტურებს. პირველი მიცვალებული, რომელიც  VI-XI საუკუნეების ინტერვალში უნდა დაკრძალულიყო, ხანგრძლივი დროის მანძილზე ავადმყოფობდა. სავარაუდოდ, მეორე მიცვალებული განვითარებულ შუა უკუნეებში უეცრად გარდაიცვალა, რაზეც მცენარეული მტვრის სპექტრი მიუთითებს.

კატეგორია: საინსტიტუტო საუბრები | დაამატა: მამუკა (2019-07-15)
ნანახია: 458 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.