RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » სტატიები » პუბლიკაციები » კავკასიის ეთნოლოგია

ჯონი კვიციანი: სოციალური სინერგეტიკა და კავკასიური ტრანსფორმაცია - ნაწ. 2[თბილისი, 2008]
მაგალითად, Heritage Foundation-ის მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მატების ტემპები საქართველოსა და სომხეთში, 2005 წლის მონაცემებით, შესაბამისად შეადგენდა 8,1% და 2,1%, ხოლო 2006 წელს – 18,1% და 13,2%. აზერბაიჯანში ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2001 წელს 55,6%-ს მიაღწია, მაგრამ 2006 წლისათვის, სამწუხაროდ, ინდექსი -5,1%-მდე დაეცა (მაჩვენებლის მაღალი პროცენტი შეესაბამება ეკონომიკური თავისუფლების მაღალ დონეს).
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ფორმალური ინსტიტუტების სტრუქტურული რეფორმების საშუალო ინდექსის მატების ტემპები ყველაზე მაღალი იყო სომხეთში: 2004 წელს – 0,9%, 2005 წელს კი - 2,6% [26].

ამრიგად, საზოგადოების განვითარების სინერგეტიკული მოდელის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ის, თვითორგანიზების თავისი ბუნებიდან გამომდინარე (სადაც სოციალური ტენდენციები ქვემოდან "ეწყობა” და არა "ზემოდან”, როგორც ეს ხდება ბიუროკრატიული ზემოქმედების პირობებში), ყველაზე ადექვატურად ასახავს გლობალიზაციის (ინტეგრაციის) თანამედროვე თვითორგანიზებადი პროცესის არსებულ რეალიებს. საზოგადოების არახაზობრივი სოციალური სტრუქტურები, რომლებიც განუწყვეტლივ, ბიფურკაციული წერტილების გავლით, მოძრაობენ თავის ზეატრაქტორისაკენ, ტრანსფორმაციის პირობებში სოციუმის მართვისათვის მოითხოვენ პრინციპულად ახალ მიდგომებს, აქცენტირებას ახდენენ არა წარსულზე, არამედ აწმყოს კავშირზე მომავალთან.
----------------------------------------------
შენიშვნები

1. Бек Ульрих. Общество риска. На пути к другому модерну, М. 2000; Бехман Г. Современное общество как общество риска // «Вопросы философии», 2007 № 1; გ.ბეხმანის მიხედვით, რისკი ნიშნავს შანსებისა და დანაკარგების შეფარდებას განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომლის საშუალებითაც შეუცნობადი მომავალი სურთ გამოთვლადად გადააქციონ. ამავე დროს იგი ხაზს უსვამს, რომ რისკის გაგებაში გამოიხატება ადამიანის მიერ ბუნებისა და საკუთარი თავის შეცვლილი გაგება, რომელიც უნდა დავინახოთ ადამიანის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პოტენციალის გაზრდაში და მომავლის პრიმატში წარსულზე. ბეხმანი იქვე ამატებს, რომ ყველაფერი ეს დაკავშირებულია სტრუქტურულ ცვლილებებთან საზოგადოებაში, მისი ორიენტირების შეცვლაზე სოციალურიდან ფუნქციური დიფერენცირებისაკენ.

2. შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰ.ხაკენმა (Herman Haken) სინერგეტიკის პრობლემებს რამდენიმე ფუნდამენტური ნაშრომი მიუძღვნა: ორი წიგნი _ "სინერგეტიკა”, მოსკოვი, "მირ”, გამოიცა 1980 და 1985 წელს. მეორე წიგნში ავტორი ხაზს უსვამს სინერგეტიკის დისციპლინათშორის ხასიათს, მის კავშირს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან. ყოველი მათგანი, ხაკენის აზრით, ერთობლივად სწავლობენ სისტემების დროებით ევოლუციას. მისივე წიგნი "ინფორმაცია და თვითორგანიზაცია”, მოსკოვი, "მირ”, 1999 – ყურადღებას უმთავრესად უთმობს ენტროპიის მაქსიმუმის პრინციპს (უწესრიგობის ზომა, დეზორგანიზაცია), რომელიც სინერგეტიკაში სამუშაო ინსტრუმენტად იქცევა.

3. Пригожин И., Стенгерс И. Порядок из хаоса, М.: «Прогресс», 1986; ამ წიგნში ავტორი ილია პრიგოჟინი (წარმოშობით რუსი ბელგიელი მეცნიერი, 1977 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ნაშრომისათვის "არაწონასწორობადი სისტემების თერმოდინამიკა”), ხსნის და განმარტავს თვითორგანიზაციის თეორიის ისტორიულ წინამძღვრებსა და მსოფლმხედველობით საფუძვლებს.

4. იხ. Тоффлер О. Наука и изменение (предисловие)// Пригожин И., Стенгерс И. «Порядок из хаоса», с. 18 ი

5. იხ. Пригожин И., Стегерс И. Время. Хаос. Квант, М., 2000 г., с. 52-53

6. Пригожин И., Стенгерс И. Порядок из хаоса. С.28. ავტორების აზრით, ბიფურკაციიდან გამოსვლა მოხდება ახალი ბაზისური სტრუქტურების, ფასეულობებისა და ქცევის ნორმების საფუძველზე.

7. Князева Е.Н., Курдюмов С.П. Основания синергетики, М. 2002: Бранский В.П., Пожарский С.Д. Глобализация и синергетический историзм, СПб., 2004; Назаретян А.П. Агрессия, мораль и кризисы в развитии мировой культуры. Синергетика исторического процесса М., 1996; Чешков М.А. Синергетика: за и против хаоса // Общественные науки и современность. 1999, № 6; Бранский В.П. Теоретические основания социальной синергетики // Вопросы философии 2000 № 4; Режабек Е.М. Синергетические представления и социальная реальность // Научная мысль Кавказа, 2001, № 2; Бранский В.П., Пожарский С.Д. Глобализация и синергетическая философия истории // Общественные науки и современность, 2006, № 1; Ельчанинов М.С. Российская трансформация с точки зрения социальной синергетики // Социологические исследования, 2003 № 8; Оганян К.М. Методологические проблемы теории глобализации [Деконструктивизм и синергетический историзм] // Общественные науки и современность, 2007 № 2 и др.

8. Бранский В.П. Теоретические основания социальной синергетики, с. 115.

9. იერარქიზაცია – ეს ელემენტარული დისიპათიური სტრუქტურების გაერთიანებაა უფრო მაღალი წესრიგის მქონე დისიპათიურ სტრუქტურებში. დეიერარქიზაცია კი რთული დისიპათიური სტრუქტურების მარტივებად დაშლას ნიშნავს.

10. სინერგეტიკაში ატრაქტორად (ინგლ. Attraction – მიზიდულობა, ჩაბმა) მიჩნეულია სისტემის შეფარდებით მდგრად მდგომარეობად, რომელიც თითქოსდა იზიდავს (ლათ. Attrahere – მიზიდვა) თავისკენ სისტემის სულ უფრო მრავალ "ტრაექტორიას”, რომელიც განსაზღვრულია სხვადასხვა საწყისი პირობებით.

11. იხ. Моисеев Н.Н. Алгоритмы развития, М., 1987. ამ ნაშრომში ავტორი აღნიშნავს, რომ "ბიფურკაციას” სულ უფრო ხშირად ცვლიან ტერმინით "კატასტროფა”. განვითარების ხასიათი ხარისხობრივად იცვლება, ჩნდება განვითარების (ევოლუციის) რამდენიმე ახალი და განსხვავებული ვარიანტები. მოისეევის აზრით, იმის წინასწარმეტყველება, თუ ევოლუციის რომელი შესაძლებელი "არხით” გაგრძელდება შემდგომი განვითარება, შეუძლებელია.

12. იხ. Князева Е.Н. Случайность, которая творит мир, М., 1991. როგორც ავტორი მიუთითებს, ტრადიციული წარმოდგენების თანახმად, სოციალური და ბუნებრივი პროცესების მართვა ეფუძნება ხაზობრივ წარმოდგენებს საზოგადოებისა და ბუნების სისტემების ფუნქციონირების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ გარე მართვის ზემოქმედების შედეგი არის ძალისხმევის ხაზობრივი, პირდაპირპროპორციული შედეგი. ეს პოზიცია პრიმიტიულია და ეწინააღმდეგება სოციალური სისტემების თვითგანვითარებას.

13. იხ. Бранский В.П., Пожарский С.Д., 2006. Глобализация и синергетическая философия истории. ავტორები ტერმინ "თეზაურუს”-ში გულისხმობენ ახალი შესაძლებელი ბიფურკაციული სტრუქტურების სიმრავლეს, რომლებიც ჩნდებიან აქტუალურად არსებული სტრუქტურების წიაღში რაოდენობრივი ცვლილებების ხარისხობრივში გადასვლის შედეგად; დეტექტორი – შინაგანი ურთიერთქმედება საწყის სისტემაში; სელექტორი – მდგრადობის პრინციპი, რომლის საფუძველზე დეტექტორი თეზაურუსიდან ირჩევს ისეთ ახალ სტრუქტურას, რომელიც ყველაზე უფრო მდგრადი აღმოჩნდება გარეშე გარემოს მოცემულ პირობებში.

14. იხ. Бранский В.П., Пожарский С.Д., 2006 Указ. Работа с. 109-12

15. Князева Е.Н., Курдюмов С.П. Синергетика: начало нелинейного мышления // Общественные науки и современность, 1993, № 2.

16. Малинецкий Г.Г. Нелинейная динамика и «историческая механика» // Общественные науки и современность 1997, № 2 , с.107.

17. Тхагапсоев Х.Г. Этнорегион как пространство бытия российских идеологий в трансформационных процессах России: общенациональные и региональные аспекты. Материалы международной научной конференции, 20-21 апреля 2006 , Ростов-на-Дону 2006 г., с. 163.

18. გ.ნოდია. ა.სკოლბახი. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი, თბ.2006. გვ.17.

19. Князева Е.Н. Случайность, которая творит мир, М. 1991, с. 25

20. Погосян Г.А. Социальные трансформации Армении // «Социс», 2005, № 8

21. Томас Фридмен, Lexus и Олива, СПб., 2003

22. Тхагапсоев Х.Г. Кавказская идентичность в процессах современной российской трансформации // «Научная мысль Кавказа», 2007, № 1, с. 37

23. Шевлоков В.А., Тайсаев Д.М. Особенности построения постклассической теории этноса // Этнос (проблемы социально-культурной самоорганизации), Нальчик, 2006, с. 27.

24. Розин М.Д., Сущий С.Я. Социально-этнические процессы в городской среде Северного Кавказа: история, современность, перспективы, Ростов-на-Дону, 2003, с. 118

25. იხ. ჯ.კვიციანი. კავკასიის ცივილიზაცია პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიაში. თბ.2007.

26. იხ. Либман А.М. «Вторая трансформация» в постсоветских странах // Общественные науки и современность, 2007, № 3, с. 8-9

----------------------------------------------------
Резюме

Джони Квициани

Социальная синергетика и кавказская трансформация

Представленная Д.Квициани работа «Социальная синергетика и кавказская тарнсформация» посвящена методологической проблеме системной трансформации Юга России [Северный Кавказ] и его соседей – южнокавказских стран. Автор, анализируя общие принципы социальной синергетики, наиболее адекватно отражает существующие реалии современного самоорганизующегося процесса глобализации [интеграции] как на местах, так и в мире в целом. По его мнению, нелинейные социальные структуры общества, которые непрерывно, через бифуркационные точки движутся к своему суператтрактору, в условиях трансформации с необходимостью требуют принципиально нового подхода к управлению социумом, делая акцент не на прошлом, а на связи настоящего с будущим.
კატეგორია: კავკასიის ეთნოლოგია | დაამატა: მამუკა (2010-02-17)
ნანახია: 1251 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Omolemo  
0 Spam
Son of a gun, this is so hlpuefl!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.