RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » სტატიები » აფხაზეთი » სტატიები

აფხაზთა უფლებები დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში
აფხაზთა უფლებები

დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში ევროსაბჭოს დოკუმენტების ("ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ", "ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ") გათვალისწინებით

 

მოხსენების მთავარი თემის წარმოდგენამდე საჭიროდ მივიჩნევთ თეზისების სახით შევეხოთ ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო რამდენიმე არსებით საკითხს, რომელიც სხვადასხვაგვარადაა გააზრებული ინფორმაციის თუ დეზინფორმაციის განსხვავებული წყაროების არსებობის გამო:
 
1. რა სახის კონფლიქტი გვაქვს ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში - აფხაზეთში?
 
საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებული სისხლიანი დაპირისპირება არის რუსეთ-საქართველოს გაჭიანურებული ომი და არა ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი; რუსეთის იმპერიული ძალები და ე.შევარდნაძის უკანონო რეჟიმი ე.წ. აფხაზეთის ომს შეთანხმებულად აცხადებდნენ ეთნოკონფლიქტად რათა მიეჩქმალათ საქართველოს ხელახალი ანექსიის ფაქტი.
 
 არადა, აფხაზეთში მიმდინარე ომს დიდი ხანია რუსეთ-საქართველოს ომს უწოდებს დასავლეთის პრესა; იხ., მაგ., ლი ჰოკსტაიდერისა და სხვათა სტატიები "ვაშინგტონ პოსტში", რომლებიც დაიბეჭდა: 1993 წლის 2 8 სექტემბერს, 1993 წლის 2 2 ოქტომბერს, 1994 წლის 10 მარტს და ა.შ. მაგალითად, 1994 წლის 10 მარტის "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ წერილში ხაზგასმით ნათქვამია: რუსეთი ვერ ელევა რა თავის კოლონიას - საქართველოს, შეჰყავს იქ თავისი ჯარები სამშვიდობო ჯარის სტატუსით; სტატიაში მოყვანილია ე.შევარდნაძის აზრიც: "მე სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ".
 
ამავე წლის 24 ივლისის "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ წერილში იალტა - II ლელი ვეიმოუთი (Lally Weymouth), ასკვნის: "იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთს ვეტო არ დაედო გაეროს რეზოლუციისთვის ჰაიტის შესახებ, ვაშინგტონმა მწვანე შუქი აუნთო მოსკოვის სამშვიდობო ოპერაციას საქართველოში" (Lally Weymouth), 2 4 ივლისი, 1994 წ. (საკითხის მიმოხილვა ვრცლად იხ., ო.ნიკოლეიშვილის ნაშრომში "აფხაზეთის პრობლემა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" შეფასებით", რომელიც იბეჭდება "ქართველური მემკვიდრეობის" IX ტომში)...
 
2 . რა გზით შეძლო რუსეთის იმპერიამ სისხლიანი კონფლიქტის პროვოცირება?
 
 რუსეთის კომუნისტური იმპერია საქართველოსთვის აფხაზეთის წართმევას ლამობდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან - 1918 წლის 2 6 მაისიდან. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რუსეთი აქტიურად შეეცადა აფხაზეთში არეულობის შექმნას, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლების გონივრული მოქმედებით, კონფლიქტი თავიდან იქნა აცილებული. რუსეთმა გააცნობიერა, რომ გამსახურდიას კავკასიური პოლიტიკა მას არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ მთელ კავკასიასაც აკარგვინებდა; შესაბამისად, კრემლმა მალტის შეთანხმებით დასავლეთს დაუთმო აღმოსავლეთ ევროპა ბალტიისპირეთის ჩათვლით და უფლება მოიპოვა, ეკონტროლებინა უკრაინა, მოლდოვა, კავკასია და შუა აზია. დასავლეთის წაყრუების ფონზე რუსეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოში არსებული კრიმინალური ძალების გამოყენებით დაამხო კანონიერი ხელისუფლება და აქ დასვა შევარდნაძის საოკუპაციო ადმინისტრაცია. ამის შემდეგ, კრემლის ორმა მარიონეტმა - შევარდნაძემ და არძინბამ შეთანხმებულად დაიწყეს სისხლიანი კონფლიქტი, რომელმაც გაანადგურა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი (აფხაზებიცა და ქართველებიც).
 
 3 . დღეს ვის აძლევს ხელს სამოქალაქო ომად მოინათლოს 1991-93 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა? ყველასთვის ნათელია, რომ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორი იყო რუსეთის მაშინდელი ხელისუფლება. ამის მიუხედავად, საქართველოში დღემდე არის მცდელობა, 1991-93 წლების მოვლენები შეფასდეს სამოქალაქო ომად. როგორც არასოდეს, სწორედ დღესაა აუცილებელი, ითქვას სიმართლე კანონიერი ხელისუფლების დამხობის მთავარი მიზეზის შესახებ: ზვიად გამსახურდია, აბულფაზ ელჩიბეი და ჯოხარ დუდაევი რუსებმა ფიზიკურად მოკლეს იმიტომ, რომ ეს სამი კავკასიელი პრეზიდენტი რუსეთს აკარგვინებდა კავკასიას.
 
 ე.ი. საქართველოს 1991-93 წლების მოვლენები იყო გარეშე ძალების მიერ განხორციელებული კრიმინალური სახელმწიფო გადატრიალება - საქართველოს რესპუბლიკის ხელახალი ანექსია და არა სამოქალაქო ომი. ფაქტია ისიც, რომ პუტჩის შემდეგ წლების მანძილზე დევნილობაში ფუნქციონირებს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლებაც და აფხაზეთის ავტონომიის კანონიერი ხელისუფლებაც... შესაბამისად, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 1991-93 წლების პუტჩს სამოქალაქო ომს უწოდებს, დღესაც უნებურად თუ გააზრებულად ცდილობს, დამალოს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტი და იმპერიის როლი საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის პროცესში.
 
 ...არადა, სწორედ ამ ფაქტის აღიარება შეიძლება გახდეს აფხაზეთში ქართველთა დაბრუნებისა და აფხაზებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების რეალური საფუძველი.
 
ახლა დღევანდელი ჩვენი მოხსენების მთავარი კითხვა:
 
 თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური ვექტორების გათვალისწინებით, რომელი გზაა რეალური ე.წ. აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად და საქართველოში აფხაზთა უფლებების განსასაზღვრავად?
 
ჩვენი აზრით, საქართველოს სახელმწიფომ, ხალხმა, ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა მაინც ოფიციალურად, ყველა დონეზე უნდა გამოაცხადოს:
 
_ 1991-93 წლებში გორბაჩოვ-ელცინის რუსეთმა სისხლიანი გზით დაამხო საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, ფაქტობრივად შეიერთა საქართველო და აქ დასვა თავისი მარიონეტი შევარდნაძე.
 
 _ 1993 წელს რუსეთის მაშინდელმა ადმინისტრაციამ თავისი რეზიდენტების - შევარდნაძისა და არძინბას - მეშვეობით, შავიზღვისპირეთში ქართველთა გენოციდის მიზნით, დაგეგმა და განახორციელა სისხლიანი კონფლიქტი აფხაზეთის ტერიტორიაზეც. _ ე.წ. სამშვიდობო ჯარების საშუალებით რუსეთი დღემდე უკანონოდ მართავს საქართველოს ტერიტორიებს. ქართველების, აფხაზების, ჩეჩნების, ზოგადად, კავკასიის ხალხების წინააღმდეგ იმპერია დღემდე აგრძელებს ომს. ამ ომს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვერ მოვიგებთ:
 
იმპერიის წინააღმდეგ, ასევე, ძალაუფლების მიმტაცებელ კრიმინალებთან ბრძოლის სამართლებრივი ბაზა და სწორი გზა არის მხოლოდ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობა. იმედი მაქვს, დღეს თუ არა ხვალ, საქართველო შეძლებს 1991-93 წლების პუტჩის სამართლებრივ შეფასებას, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას, კოლხური კოშკის იდეალების აღორძინებას და დევნილი კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის ფაქტობრივ ამოქმედებას. სწორედ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობითი ბაზის გამოყენებითაა შესაძლებელი აფხაზეთისა და საქართველოს სხვა რთული პრობლემების მოგვარება, მართლა დემოკრატიული და ნორმალური სახელმწიფოს აშენება (პატივცემულ მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ სამართალმემკვიდრობით რუსეთის ჯარს მინიჭებული აქვს საოკუპაციო ჯარის სტატუსი).
 
ასეთი საქართველო შეუერთდება ევროპის ძირითად ღირებულებებს და, ბუნებრივია, რეალურად დაიცავს როგორც ქართველი ერის, ასევე, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობისა და პიროვნების ყველა უფლებას.
 
 ახლა, აფხაზებთან მიმართებით კონკრეტულად განვიხილოთ ევროპული ინსტრუქციები ეროვნული და ენობრივი უმცირესობების სფეროში: 1992 წლის 5 ნოემბერს ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა სტრასბურგში მიიღეს "ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ", ხოლო 1995 წლის 1 თებერვალს, აქვე ხელი მოეწერა "ჩარჩო კონვენციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ". აღნიშნული დოკუმენტები ევროსაბჭოს წევრებისა და წევრობის მსურველთათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო დებულებების კრებულს ეროვნულ და ლინგვისტურ უმცირესობათა უფლებების დაცვის სფეროში, კერძოდ, ქარტია და კონვენცია ითხოვს:
 
სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობისგან განსხვავებული ავტოქთონი, აბორიგენი ეთნიკური თუ ენობრივ-კულტურული საზოგადოებებისათვის უმცირესობის სტატუსის მინიჭებასა და სათანადო უფლებებით აღჭურვას.
 
კონვენციის მიხედვით, უმცირესობათა უფლებები შთამბეჭდავია:
 
უმცირესობის ენაზე საქმისწარმოება და სწავლება ბაგა-ბაღში, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში... აქვე აღვნიშნავთ, რომ: კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნულ უმცირესობად აღიარებული საზოგადოების ენა მოცემულ რეგიონში ადმინისტრაციული ორგანოების საქმისწარმოების ენად გამოცხადდება, თუკი სახელმწიფოში ტრადიციულად მცხოვრები უმცირესობები ამ რეგიონში დღესაც უმრავლესობაში არიან, ან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ და, თუკი, ამავე დროს, მათ ეს სურთ (იხ, აგრეთვე 6 6 -ე განმარტება).
 
ქარტიასა და კონვენციას დღემდე შეუერთდა 4 4 ქვეყანა, რატიფიკაცია კი მოახდინა ოცდაცხრამეტმა: ბელგიის, საბერძნეთის, ისლანდიისა და ლუქსემბურგის პარლამენტებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ მთავრობების ხელმოწერილი დოკუმენტები; საქართველოს უკანონო მთავრობა დოკუმენტებს ხელს აწერს 2 000 წელს, კონვენციას კი უერთდება 2 005 წლის 13 ოქტომბერს.
 
 შევარდნაძის ადმინისტრაცია 2 000 წელსვე ცდილობდა ორივე დოკუმენტის რატიფიკაციას; ენის კანონის მიღებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასაც შეეცადა. თუმცა, ქართულ საზოგადოებაში გაჩენილმა წინააღმდეგობამ და ზოგი პოლიტიკური ძალის აქტიურობამ აიძულა მაშინდელი ფაქტობრივი რეჟიმი, უარი ეთქვა თავისი გეგმის განხორციელებაზე; არადა, საფრთხე მართლაც დიდი იყო:
 
ქარტიისა და კონვენციის ეთნიკურ-ლინგვისტური ცნებების არაკომპეტენტური განმარტებებით შექმნილი შევარდნაძის რეჟიმის დოკუმენტები საქართველოს დაშლას აფორმებდა; კერძოდ, ტერმინების (ეროვნული უმცირესობა, ენობრივი უმცირესობა, ენა, რეგიონალური ენა, დიალექტი...) ულოგიკო გააზრებით, ჩნდებოდა საშიშროება, საქართველოში დაკანონებულიყო ათამდე სახელმწიფო და რეგიონალური ენა; ავტოქთონად აღიარებულიყო ამდენივე ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც საკუთარ ენაზე საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების გახსნის გარდა, უფლება ექნებოდა სახელმწიფო დაწესებულებებში საქმისწარმოებაც ქართულისგან განსხვავებულ ენაზე ეწარმოებინა და ა.შ.
 
...დღეს გააქტიურდა ევროკავშირისკენ სწრაფვა; შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ევროსაბჭოს წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებაც (თუმცა, აუცილებელი არ არის; მაგ., უმცირესობების ენების ქარტიასა და ეროვნული უმცირესობების კონვენციას საფრანგეთი დღემდე არ არის მიერთებული!). ამჟამადაც, "რატომღაც" ცდილობენ საქართველო ისევ გამოაცხადდეს მრავალეროვან და მრავალენოვან სახელმწიფოდ, შესამაბისად, იბრძვიან, საქართველოში დააკანონეს ათამდე ეროვნული უმცირესობა და ამდენივე სახელმწიფო ენა...
 
 ვფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც, ჩვენი საზოგადოების ამ ავადპოლიტიზირებულ ჯგუფს ან წაკითხული არა აქვს ქარტია და კონვენცია, ან სათანადო ტერმინთა შინაარსის შეგნებული გაყალბებით ცდილობს ანტიქართულ მონსტრად აქციოს სტრასბურგის დოკუმენტებში წარმოდგენილი კეთილშობილური მოსაზრებები.
 
აქვე ისმის ბუნებრივი კითხვა:
 
ტერმინთა შესაძლო განმარტებების ასპექტით კონკრეტულად რა ინსტრუქციებს იძლევა ევროპა?
 
ევროპულ ქარტიასა და კონვენციაში კარგადაა ჩამოყალიბებული უმცირესობათა უფლებები, მაგრამ განმარტებული არ არის ტექსტში გამოყენებული ცნებები: ეროვნული უმცირესობა, ენობრივი უმცირესობა, კულტურული უმცირესობა, ენა, დიალექტი, ენის სახესხვაობა და სხვ. სტრასბურგის დოკუმენტებზე ხელისმომწერი ქვეყნების ხელისუფლებების აზრით, ამ ცნებების/ტერმინების გააზრება და ეთნიკური უმცირესობების თუ უმცირესობათა ენების ჩამონათვალის შექმნა კონკრეტული სახელმწიფოს კომპეტენციაა, ვინაიდან დასახელებულ ტერმინთა მნიშვნელობის შესახებ ევროპაში ვერ მოხერხდა შეთანხმება მრავალწლიანი დავა-კამათის შემდეგაც კი. ამ საკითხს საგანგებოდ ეხება კონვენციის განმარტებითი მოხსენების მე-4 და მე-12 ნაწილები; მაგ., კონვენციის მე-12 განმარტებაში ვკითხულობთ:
 
"კონვენცია არ იძლევა ეროვნული უმცირესობის ცნების განმარტებას იმ პრაქტიკული მოსაზრების გამო, რომ მოცემულ ეტაპზე შეუძლებელი იქნებოდა იმგვარი ფორმულირების შემოთავაზება, რომელსაც ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფო დაუწერდა მხარს". მსგავს აზრს გადმოსცემს ქარტიის მე-17 განმარტებაც:
 
"ქარტია არ განსაზღვრავს ენას არც სოციალურ-პოლიტიკური თუ ეთნიკური ნიშნით, როგორც ამა თუ იმ კონკრეტული სოციალური თუ ეთნიკური ჯგუფის კომუნიკაციის საშუალებას; ამგვარად, ქარტია არ იძლევა ენობრივი უმცირესობის ცნების განსაზღვრებას". ეს აზრი უფრო მკვეთრად გამოთქმულია ქარტიის 3 2 -ე განმარტებაში:
 
 "ქარტია არ განსაზღვრავს თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ცალკე ენად გამოხატვის ესა თუ ის ფორმა". აქვე ვიტყვით, რომ არ არსებობს ენისა და კილოს გამიჯვნის უკამათო კრიტერიუმები; შდრ., მაგ., საყოველთაოდ მიღებული ენის განმარტება:
 
ენა არის გარკვეული სემანტიკის მქონე ბგერით ნიშანთა - ენობრივ ნიშანთა - ისტო-რიულად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც წარმოადგენს სამყაროს ხედვა-აღქმის, აზროვნების, ცოდნის შენახვის და კომუნიკაციის საშუალებას...
 
ცალკე აღებული დიალექტიც ბგერით ნიშანთა ბუნებრივად მოწესრიგებული სისტე-მაა; დიალექტიც წარმოადგენს სამყაროს ხედვა-აღქმის, აზროვნების, კომუნიკაციის სა-შუალებას; შესაბამისად, ენის ამ ლოგიკური დეფინიციის მიხედვით ვერ გავმიჯნავთ ენასა და კილოს. ქარტიისა და კონვენციის განმარტებების მიხედვით, ეს და სხვა მსგავსი ტერმინები "ყოველი კონკრეტული სახელმწიფოს შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება" (იხ. ქარტიის განმარტებების მე-18 ნაწილი).
 
 შდრ., აგრეთვე, ქარტიის 2 1-ე განმარტება:
 
 "ქარტიის ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი ქარტიისთვის დაერთოთ რეგიონალური და უმცირესობათა ენების სიები, ვინაიდან, ლინგვისტური თუ სხვა სახის არგუმენტების გამო, იგი უეჭველად გახდებოდა ცხარე კამათისა და უთანხმოების საგანი..." აქვეა დაზუსტებაც:
 
 "ქარტია პრეროგატივას ანიჭებს კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით თავად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულ ამა თუ იმ ენას მიენიჭება დამოუკიდებელი ენის სტატუსი" (3 2 -ე განმარტება).
 
 მიუხედავად წარმოდგენილი განცხადებებისა, ევროსაბჭოს დოკუმენტებში მაინც არის ფრიად საყურადღებო აქცენტები; კერძოდ: ქარტიის განმარტებითი მოხსენების პირველივე პუნქტში ვკითხულობთ: "ევროპის მრავალი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ამა თუ იმ რეგიონის მკვიდრი ავტოქთონური ჯგუფები, რომელთა მშობლიური ენა განსხვავდება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ენისგან". ე.ი. ევროპული სახელმწიფოები თვლიან (სამართლიანადაც - ტ.ფ.), რომ ეროვნულ თუ ენობრივ უმცირესობად მისაჩნევი საზოგადოება აბორიგენი, მოცემული ტერიტორიის თავდაპირველი, ძველისძველი ბინადარი (ავტოქთონი) უნდა იყოს; მაგ., დაბადებიდან გერმანიის მოქალაქე რამდენიმე მილიონ თურქსაც კი გერმანელები არ მიიჩნევენ ეროვნულ უმცირესობად, ვინაიდან, მიუხედავად ამ დიასპორის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიისა, ისინი აქ მაინც მიგრანტებად არიან ჩათვლილი (შდრ.: ავტოქთონი - ამა თუ იმ ქვეყნის ძველისძველი მკვიდრი მოსახლეობა). მიგრანტ და ავტოქთონ ჯგუფთა ენების განსხვავების აუცილებლობა უფრო მკვეთრადაა გამოთქმული ქარტიის სხვა მონაკვეთებში: განმარტებითი მოხსენების 3 1-ე ნაწილი:
 
 "ქარტიის დებულებები მოიცავს მხოლოდ ისტორიულ ენებს, ანუ იმ ენებს, რომლებიც დიდი ხანია გავრცელებულია მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე".
 
 იხ., აგრეთვე:
 
 ქარტიის პირველი მუხლის ა პუნქტის მეორე ნაწილი და ქარტიის 32 -ე განმარტება:
 
"რეგიონალური/უმცირესობათა ენები არ გულისხმობს (არ მოიცავს) სახელმწიფოს ოფიციალური ენის სახესხვაობებს, დიალექტებსა და მიგრანტთა ენებს".
 
აქვე, ქარტიის ი მუხლითა და ქარტიის მე-18 განმარტებით, რეგიონალურ ენად მიჩნეულია სახელმწიფოში მცხოვრები იმ ავტოქთონი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობის ენა, რომელიც უმრავლესობაა მოცემულ რეგიონში, ხოლო უმცირესობის ენად ჩათვლილია ისეთი ავტოქთონი ეთნიკური უმცირესობის ენა, რომელიც რიცხვობრივ უმცირესობაშია თავისსავე რეგიონშიც.
 
ისტორიის დიდი ცოდნა არ ესაჭიროება ქართული რეალობის გარკვევას:
 
ჯავახეთის სომხები არცთუ ისე დიდი ხნის მიგრანტები არიან - ისინი პასკევიჩმა ჩამოასახლა 1830 წელს (ე.ი. ავტოქთონები არ არიან!); 1918 წელს ცხინვალში მხოლოდ ორი ოსური ოჯახი ცხოვრობდა; ქვემო ქართლშიც გვიან დასახლდნენ თათრები და ა.შ. ფაქტია:
 
ევროპის ქარტიისა და კონვენციის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ენობრივ უმცირესობად ითვლება ის საზოგადოება, რომელიც ეროვნულ-ეთნიკურად განსხვავდება ძირითადი მოსახლეობისგან და ავტოქტონია, ძველისძველი მკვიდრია ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ჩეჩნები, აზერბაიჯანლები, ოსები, სომხები, ბერძნები, რუსები და სხვ. საქართველოში არა ავტოქთონები, არამედ სხვადასხვა დროის მიგრანტები არიან.
 
 შესაბამისად, ევროპული ინსტრუქციების დებულებებიდან გამომდინარე, ისინი საქართველოში ვერ ჩაითვლებიან ეროვნულ თუ ეთნიკურ უმცირესობებად. გარდა ამისა, ამ ხალხებს მეზობლად აქვთ ეროვნული სახელმწიფოები: სომხეთი, აზერბაიჯანი, ოსეთი (რა თქმა უნდა, ჩრდილო ოსეთი!), ჩეჩნეთი, რუსეთი, საბერძნეთი...
 
ამჟამად საქართველოში ეროვნული უმცირესობის ყველა უფლება მხოლოდ აფხაზებს უნდა მიენიჭოთ, ვინაიდან ქართველობის ახლომონათესავე ამ ხალხს სხვაგან არსად აქვს პერსპექტივა, ჰქონდეს ის უფლებები, რომლებსაც ითვალისწინებს ევროსაბჭოს დოკუმენტები. აქვე აღვნიშნავთ:
 
ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოში თავისი ნებით მიგრირებულ სხვა ეთნიკურ ჯგუფთა ენას, რელიგიას, კულტურას, ტრადიციას; მათ დღემდეც ჰქონდათ და ახლაც აქვთ უფლება დაიფინანსონ გაზეთი, რადიო, ტელევიზია... ილოცონ თავიანთ სამლოცველოებში და ა.შ. გარდა ამისა, სახელმწიფო ენის უცოდინარს ხელისუფლებამ სასამართლოში შეიძლება დაუქირავოს თარჯიმანი; თუმცა:
 
 სახელმწიფო ვალდებული არ არის სხვადასხვა დროს საქართველოში თავშეფარებულ ჯგუფებს თავიანთ ენებზე დაუარსოს ბაგა-ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები, აგრეთვე, მათი კომპაქტურად ჩამოსახლების ველში სახელისუფლებო სტრუქტურების საქმისწარმოება დაიწყოს მიგრანტთა ენებზე და ა.შ. ამავე დროს, ბუნებრივია, ყველა სხვა ნორმალურ სახელმწიფოს მსგავსად, საქართველოც შეუწყობს ხელს სხვადასხვა დროის მოგრანტთა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.
 ბოლოს:
ატომური თუ სხვა სახის ენერგია საშიშია დამნაშავის ხელში, თუმცა დიდად სასარგებლოა კეთილშობილი მიზნებით გამოყენებისას; ასევეა ეს კონვენციაც და ქარტიაც.
კატეგორია: სტატიები | დაამატა: მამუკა (2010-04-26)
ნანახია: 1421 | კომენტარი: 1 | ტეგები: აფხაზეთი, საქართველო, ფუტკარაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Guillaume  
0 Spam
That's a sensible answer to a challenging qeusoitn

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.