RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2013 » თებერვალი » 20 » ვაჟა კიკნაძის მონოგრაფია
10:12 PM
ვაჟა კიკნაძის მონოგრაფია

2013 წლის 21 მარტს ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორი ვაჟა კიკნაძის წიგნის: "ევრაზიული ქვეყანა საქართველო XIV საუკუნეში (მონღოლური ერა და მისი დასასრული)"  "The Eurasian State of Georgia in the Fourteenth Century" (The Mongol Era and Its End) პრეზენტაცია. წინასიტყვაობის ავტორია: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ლ. ქავთარაძე.
წიგნი 2013 წელს, ქვინსტონში, ინგლისურ ენაზე გამოსცა პრესტიჟულმა გამომცემლობამ: "ედვინ მელენ პრეს" (Edwin Mellen Press). ის განკუთვნილია აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკებისათვის (საცალო ფასია 150 აშშ დოლარი).
წიგნში განხილულია საქართველოს ისტორია მე-13 საუკუნის მიწურულიდან მე-14 საუკუნის ბოლომდე. ნაშრომი წარმოადგენს ყველაზე უფრო სრულ მეცნიერულ გამოკვლევას ამ ეპოქის შესახებ. მონოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა გიორგი V ბრწყინვალის მეფობის წლებს (1318-1346). კერძოდ, მონღოლთა უღლის დასასრულისა და საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების პერიპეტიებს. ასევე, წიგნში მაქსიმალურად სრულადაა წარმოდგენილი მე-14 საუკუნის საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ნუმიზმატიკური და კულტურული ვითარება. მონოგრაფიაში ცალკე თავი ეძღვნება მე-14 საუკუნის ანონიმი ავტორის, ე.წ. ჟამთააღმწერლის ვინაობის საკითხს.
აღსანიშნავია, რომ წიგნმა დაიმსახურა გამომცემლობის მიერ დაწესებული _ ადელ მელენის (Adé le Mellen) სახელობის პრიზი მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
პრეზენტაციას დაესწრო სამეცნიერო საზოგადოება და რამოდემინე ქვეყნის (იაპონია, პოლონეთი) საელჩოს წარმომადგენლები.

კატეგორია: ახალი გამოცემები | ნანახია: 1189 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.