RSS Log In*





მთავარი » 2013 » აპრილი » 5 » სამეცნიერო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“
6:27 PM
სამეცნიერო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“
ძვირფასო კოლეგავ!

2013 წლის 30-31 მაისსი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები", რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი ისტორიკოსის რევაზკიკნაძის დაბადებიდან 90-ეწლისთავს.
წარმოდგენილი მოხსენებები შეიძლება ეხებოდეს როგორც საქართველოს ისტორიას, ასევე მსოფლიო ისტორიას, როგორც წინა მოდერნის, ასევე მოდერნის ეპოქის,მათ შორის, უახლესი ისტორიის პრობლემატიკას. ერთადერთი შეზღუდვა არის მოხსენების ფოკუსი: ის უნდა იყოს აუცილებლად წყაროთმცოდნეობითი ან ისტორიოგრაფიული.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, სხვა სამეცნიერო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერ-მკვლევრებს, აგრეთვე, შესაბამისი პროფილის დოქტორანტებსადა მაგისტრის ხარისხის მქონე პირებს სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. მხოლოდ გამონაკლისის სახით, ასევე სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციით, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ისტორიის პროფილის მაგისტრანტებს.
კონფერენციის სამუშაო ენა ქართულია. მოხსენების რეგლამენტია 15 წუთი.
კონფერენციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თეზისები და მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ (სამუშაოადგილი/სასწავლებელი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, ტელეფონი) გადმოაგზავნოთ შემდეგ ორივე მისამართზე:
chkharti@georgianstudies.ge
sopo_kadagishvili@yahoo.com
თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ ნაბეჭდ გვერდს (ფონტი სილფაინი, ფონტის ზომა 11, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5).
თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2013 წლის 25 აპრილი.
კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2 მაისისა.
კონფერენციას არა აქვს სარეგისტრაციო გადასახადი. მონაწილეები საჩუქრად მიიღებენ თეზისების წიგნს, ხოლო მოხსენებათა სრული ტექსტები სათანადო რეცენზირების შემდგომ უფასოდ დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ„ქართული წყაროთმცოდნეობის" მე-15 ტომში.

საორგანიზაციო ჯგუფი
კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 537 | დაამატა: მამუკა
ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.